newhospitals

ჯოინტეისი #30ტ

ჯოინტეისი #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6270ნახვა

გამოყენების რეკომენდაცია:

ჯოინტასი წარმოადგენს ქონდროიტინის და გლუკოზამინის კომბინაციას, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებას. მისი აქტიური ინგრედიენტებია:
გლუკოზამინის სულფატი - სპეციალური ინგრედიენტი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრების ელასტიურობის შენარჩუნებას. ორგანიზმს გააჩნია ბუნებრივი მოთხოვნილება გლუკოზამინზე კოლაგენის წარმოსაქმნელად, რათა მოხდეს სახსრებისა (ხრტილის) და სინოვიალური სითხის რეგენერაცია და აღდგენა. გლუკოზამინი ჯოინტეისში წარმოდგენილია მინერალების ფორმით, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ აბსორბციას.
გინგერის(კოჭა) ექსტრაქტი - რომელიც ზოგადად დაკავშირებულია სახსრების ჯანმრთელობასთან.
ქონდროიტინის სულფატი (ხსნადი) - ხელს უწყობს პროტეინების წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს ხრტილის ელასტიურობას და მოქმედებს სინერგიულად გლუკოზამინთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ჯანსაღი სახსრების შენარჩუნებას. ჯოინტასი შეიცავს ქონდროიტინის მაღალხარისხიან დაბალი მოლეკულური წონის ფორმას.
მიკროელემენტები და ვიტამინები - მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები C და E. ასევე შეიცავს D ვიტამინს, რაც ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი

საშ. 2 ტაბლეტი

რეკომენდებული დღიური რაციონი %

გლუკოზამინის სულფატი KCI

1000მგ

-

ქონდროიტინის სულფატი

400 მგ

-

ვიტამინი E

40 მგ

400

ვიტამინი D

10 მკგ

200

ვიტამინი C

60 მგ

100

ფოლაცინი (ფოლის მჟავა)

400 მკგ

200

ვიტამინი B12

20 მკგ

2000

თუთია

10 მგ

67

მარგანეცი

4 მგ

-

სპილენძი

1.0 მგ

-

სელენი

120 მკგ

-

გინგერის ფესვის ექსტრაქტი

80 მგ

-


მიღების წესი:
დღეში 2 ტაბლეტი ძირითად საკვებთან ერთად. ტაბლეტი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა და რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება.

ჯოინტასის ეფექტი ვლინდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამდენად, რეკომენდებულია მისი რეგულარულად მიღება. ჯოინტასის მიღებისას რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, უმჯობესია საკვები მდიდარი იყოს თევზის ცხიმით.
ეს პრეპარატი არ მიიღება თევზის ან წყლის ცხოველების მიმართ ალერგიის დროს. ჯოინტასი შეიცავს ნატურალური ქიტინისგან მიღებულ გლუკოზამინს. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებმა ჯოინტასის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
ჯოინტასის მიღება შეიძლება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

 

გაცემა:
ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი:
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი"
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.