newhospitals

ჯინჯერინი

ჯინჯერინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5035ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: ჯინჯერინი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): COMB. DRUG

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

 

მწარმოებელი: ფარმასი ლაბორატორია (Pharmacy Laboratories S.C.)

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30

 

გაცემის რეჟიმი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

ინსტრუქცია:

 

შემადგენლობა:

კოჭას ფესვების ექსტრაქტი-75 მგ (375 მგ მშრალი ფხვნილი)

ვიტამინ B6 - 5 მგ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჯინჯერინში შემავალი კოჭას ექსტრაქტის (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული 5-HT-3 სეროტონინული რეცეპტორების და ასევე დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით შესაბამისად კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტი-ქოლინერგული, ანტი-ნეიროკინეტიკური და ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება:

ჯინჯერინის ანთების გამომწვევ მედიატორებზე ორმაგი ზემოქმედების და კუჭის ლორწოვანზე ციტოპროტექტორული მოქმედების გამო, გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე.

ჯინჯერინში შემავალი ვიტამინ B6 (Pyridoxine) წარმოადგენს ლიპიდების, ნახშირწყლების და ამინომჟავების

მეტაბოლიზმის კოფაქტორს. მონაწილეობას ღებულობს: ჰორმონალური აქტივობის კონტროლში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას, ამცირებს დაღლილობას და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისაგან

 

ჩვენებები:

ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი)
ზღვისა და ჰაერის დაავადება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
საყლაპავის რეფლუქსი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა
ჯინჯერინის დოზირება და მიღების წესი

1 ტაბლეტი ჯინჯერინი შეიცავს 75 მგ კოჭას ექსტრაქტს, რაც უტოლდება 375 მგ კოჭას მშრალ ფხვნილს.

 

მოზრდილებში:

მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე 1 ან 2 ტაბლეტი.

დისპეპსიური სიმპტომების მოსახსნელად ჯინჯერინის 1ან 2 ტაბლეტი ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა 3-6 ტაბლეტი

ბავშვებში:

მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე ასაკის შესაბამისად:

 

ასაკი ტაბლეტი ჯერადობა დღე-ღამეში:
2-3 წლამდე 1/4 3
4-6 წლამდე 1/3 3
7-12 წლამდე 1/2 3

 

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

 

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.