newhospitals

იუვიტი 100მგ/მლ 40მლ ფლ

იუვიტი 100მგ/მლ 40მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8135ნახვა

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს: ასკორბინის მჟავას - 100მგ-ს

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ვიტამინი ათქ: A11GA

 

გამოშვების ფორმა:
ხსნარი

 

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ვიტამინი C-ს უკმარისობის დროს ან მისი პროფილაქტიკის მიზნით: ბავშვებში ხელოვნური კვებით; სპეციალური დიეტების დაცვის დროს; ვიტამინი C-ს უკმარისობა - დამწვრობა, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, სიმსივნური დაავადებების დროს, ქრონიკული ალკჰოლიზმი, ცუდად შეხორცებადი ჭრილობები, ძვლების მოტეხილობა, მიდრეკილება სისხლდენისადმი; პროფილაქტიკის მიზნით ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილების დროს ვიტამინ C-ზე: გამოჯანმრთელების პერიოდი, ფიზიკური დატვირთვის, სალიცილატებით მკურნალობის დროს; შარდის მჟავიანობის მომატების მიზნით.

 

დოზირება და მიღების წესი:
თუ სხვაგვარად დანიშნული არ არის, მაშინ: ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით: 5-8 წვეთი ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. პატარა ასაკის ბავშვებში: 10 წვეთი. სასკოლო ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: 15-20 წვეთი.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატი არ ინიშნება მაღალი დოზით (1გ-ზე მეტი) პაციენტებში თირკმელების კენჭოვანი დაავადებით ან ჰიპეროქსალატურიის დროს.

 

გამოყენების თავისებურება და სიფრთხილე:
პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნის დროს საჭიროა ლაბორატორიული ანალიზების კონტროლი - გლუკოზის და კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში და შარდში).

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატი ამცირებს ამფეტამინის წარმოებულების ელიმინაციის სიჩქარეს.

 

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ამ პერიოდში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მაღალი დოზებით დანიშვნა ორსულ ქალებში. ამ შემთხვევაში პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს ახალშობილებში მომატებული მგრძნობელობის განვითარებას სურავანდის მიმართ, ვიდრე ნორმალური დოზის მიღებისას.

 

ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღებისას დოზით 1გ დღეში აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა და დიარეა; საშარდე სისტემის მხრივ: მატულობს ოქსალატური, ცისტინური და ურატული კონკრემენტების ფორმირება თირკმელებში. პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტით საჭიროა სისხლის ანალიზის კონტროლი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს მცირდება ტოლერანტობა ვიტამინ C-ს მიმართ.

 

ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.

 

შენახვის ვადა:
3 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

 

შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა:
30მლ ქილებში.

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
HASCO-LEK, პოლონეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.