იშემოლ A 10მლ თ/წვეთები
ჩვენებები:
კონიუქტივის და თვალის დანამატების ალერგიული და ჰიპერემიული ფორმები. შეშუპებული კონიუქტივა. უკუჩვენებები:სამკურნალო ფორმის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში წვრილ-კუთხოვანი გლაუკომით ან თვალის სხვა მძიმე დაავადებების დროს, ის ასევე არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. უსაფრთხოების ზომები:
თუმცა პრეპარატის შეწოვა სუსტია, მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში ჰიპერტენზიით, გულის დარღვევებით, ჰიპერთირეოიდიზმით, ჰიპერგლიკემიით (დიაბეტით) და პაციენტებში, რომლებიც ანტიდეპრესანტებს ღებულობენ. განსაკუთრებული მითითებანი:
მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ უშედეგობის ან სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია, ხოლო პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ინფექციების, ჩირქის, თვალში უცხო სხეული, მექანიკური ან სითბური დაზიანებისას საჭიროა მივმართოთ ექიმს.
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დოზას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ვინაიდან მისი შემთხვევითი მიღება იწვევს მძიმე სედაციას.
სამკურნალო ფორმაში ანტიჰისტამინური ნივთიერების არსებობის გამო, შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ძილიანობა, რაც აქვეითებს ავტომობილის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარს. დოზირება:
ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი კონიუქტივის პარკში 2-5 ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები:
ამ სახი წამლის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიდრიაზი, თვალშიდა წნევის მომატება, გულისრევა და თავის ტკივილი; სისტემური გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა ჰიპერტენზია, გულის დარღვევები, ჰიპერგლიკემია ძალიან იშვიათია თერაპიული რეკომენდებული დოზების დროს; ზოგჯერ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მწარმოებელი:
ფარმილა - თეა ფარმასიუტიკალს
ენრიკო ფერმის ქ. 50, 20019 სეტიმო მილანესე, მილანი, იტალია.