იომოგი®
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): saccharomyces boulardii
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
მწარმოებელი კომპანია: Ardeypharm
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების ფორმა: 250მგ კაფსულა#10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ) შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულა შეიცავს:
Saccharomyces boulardii-დან (სინონიმი: Saccharomyces cerevisae HANSEN CBS 5926) გამოყოფილი 250 მგ მშრალი საფუარი, რომელიც შეესაბამება 2.5X109 სიცოცხლისუნარიან უჯრედებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იომოგი ბიოლოგიური წარმოშობის პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ეტიოპათოგენეზური ანტიმიკრობული და ანტიდიარეული მოქმედება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას Saccharomyces ბოულარდიი ავლენს ბიოლოგიურ დამცველობით მოქმედებას ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე. Saccharomyces boulardii წარმოქმნის რძემჟავას, რომელიც ქმნის არახელსაყრელ გარემოს პათოგენური ფლორის ცხოველქმედებისთვის. აინჰიბირებს შემდეგი მიკროორგანიზმების ზრდას: Clostridium difficile, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Candida kruesei, Candida albicans, Candida pseudotropicalis (in vitro Salmonella typhi, Escherichia coli, Shigella dysenteriae, Yersinia enterocolitica). აგრეთვე Enthamoeba hystolitica, Lambliae. ავლენს ანტიტოქსიურ მოქმედებას განსაკუთრებით Clostridium difficile- ს ტოქსინების მიმართ, პროტეაზების გამომუშავების გზით, რომლებიც შლიან ტოქსინებს და ენტეროციტების რეცეპტორებს, რომლებსაც უკავშირდებიან ტოქსინები. ანტისეკრეტორული მოქმედება დაკავშირებულია ენტეროციტებში ცამფ წარმოქმნის დათრგუნვასთან.
ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს, IgA და სხვა იმუნოგლობულინების სეკრეტორული კომპონენტების სინთეზის მომატების გზით. ზრდის წვრილი ნაწლავის დისაქარიდაზების აქტივობას (ლაქტაზა, საქარაზა, მალტაზა). აღადგენს შეწოვის პროცესს წვრილ ნაწლავებში კედლისმიერი საჭმლის მონელების აღდგენის გზით.
აუმჯობესებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტროფიკას სპერმინის და სპერმიდინის გამოთავისუფლების გზით. Saccharomyces boulardii რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ და ეფექტურად გამოიყენება მათთან ერთად კომბინაციაში. ისინი ასინთეზებენ B ჯგუფის ვიტამინებს.
Saccharomyces boulardii მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ, ნაწლავებში მოხვედრისას სწრაფად მრავლდება და აღწევს მაღალ კონცენტრაციას, რაც ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. არ აღწევენ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და მეზენტერიულ ლიმფურ კვანძებში. მნიშვნელოვანია, რომ შაცცჰარომყცეს ბოულარდიი არ ახდენენ კოლონიზირებას და პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 3-5 დღეში ბუნებრივი გზით ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს.
ჩვენებები:
მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული);
ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
Clostridium difficile- თი გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის და რეციდივული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
აკნე.
მიღების წესები და დოზები:
1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.
საპროფილაქტიკოდ მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. აკნეს სამკურნალოდ 3 კაფსულა დღეში.
კაფსულები მიიღება საკმაო რაოდენობის სითხესთან (1 ჭიქა წყალთან) ერთად. მკურნალობა გრძელდება დიარეის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ქრონიკული აკნეს შემთხვავაში, რეკომენდებულია იომოგის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევაში აღწერილია: ქავილი, ურტიკარია, კანის ანთებითი რეაქცია, კვინკეს შეშუპება.
უკუჩვენება:
საფუარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების პერიოდში განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთებისას, აუცილებელია ლაბორატორიის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces bourlardii- ს პრეპარატს, ცრუ-პოზიტიური შედეგების თავიდან ასაცილებლად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ანტიმიკოზური საშუალებების და იომოგის ერთდროული მიღება იწვევს მისი მოქმედების შემცირებას.
იომოგთან ერთად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების გამოყენებისას, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ