ინულაკი
შემადგენლობა:
ა) ფერმენტული შემადგენლობა/კომპლექსი, რომელიც აუმჯობესებს ენზიმების მოქმედებას: • ალაოს ექსტრაქტი, მდიდარი ფერმენტებით, რომლებიც ხელს უწყობს სახამებლის დაშლას; • ანანასის გულის ექსტრაქტის მშრალი ფხვნილი, მდიდარი ბრომელაინით. • პაპაიას ექსტრაქტის ფხვნილი, მდიდარი პაპაინით. ბ) პრობიოტიკები ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები, ჯამური რაოდენობით 1*109(1 მილიარდი ცოცხალი ბაქტერია) თითოეულ აბში. • Lactobacillus acidophilus; • Lactobacillus casei; • Bifidobacterium bifidus. გ) პრებიოტიკები, (ოლოგისაქარიდები), ნაწლავური მიკროფლორის ზრდის მასტიმულირებელი ინგრედიენტები, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილებში არ იშლება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორის ნუტრიენტულ წყაროს წარმოადგენს. • ინულინი; • ოლოგოფრუქტოზა. დ) რძემჟავა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი გარემოა ფერმენტული ტიპის ბაქტერიების (Lactobacillus და Bifidobacterium) სწრაფი ზრდისა და განვითარებისათვის. ჩვენება: • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევა; • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს). • დიარეა; • შეკრულობა; • ნაწლავური ინფექციები; • კვებითი ალერგიები; • ჰიპერურიკემია; • ღვიძლის დისფუნქცია; • ჰიპერპროტეინული დიეტები; • სიმძიმის შეგრძნება და შებერილობა საკვების მიღების შემდეგ; • მეტეორიზმი; • კოლიტი; • გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული); მიღების წესი: რეკომენდებულია 1 საწუწნი აბის მიღება დღეში ძირითადი საკვების მიღების შემდეგ. პრეპარატის მიღება დაშვებულია დიაბეტიან პაციენტებში, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი მიღება რეკომენდებულია ძირითადი საკვების მიღებამდე, გასხვავებით სხვა შემთხვევებისაგან. ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოვლენილი არ არის. ამ დროს მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. შეფუთვის ფორმა და დოზა შეფუთვაში 30 აბი, თითოეული 2 გ. შენახვის ვადა და პირობები: ვარგისია წარმოებიდან 36 თვის განმავლობაში. შეინახეთ დაბალი ტემპერატურის პირობებში. მწარმოებელი SoriaNatural ესპანეთი