ინულაკ პლუსი
შემადგენლობა:
ინულაკ პლუსის თითოეული საღეჭი აბი შეიცავს: ენზიმები: • პანკრეატინი - 80 მგ. მათ რიცხვში, ენზიმური აქტივობა/ერთი აბი: პანკრეასული ამილაზა - 8,000 USP, ლიპაზა - 640 USP, პროტეაზა - 8,000 USP; • პაპაინი (Carica papaya) - 80 მგ. ენზიმური აქტივობა/ერთი აბი - 50,000 USP; • ამილაზა (Aspergillus oryzae) - 80 მგ. ენზიმური აქტივობა/ერთი აბი - 30,000 USP; რძემჟავა ბაქტერიები: • Lactobacillus acidophilus; • Lactobacillus casei; • Lactobacillus plantarum; • Lactobacillus rhamnosus; • Lactobacillus bulgaricus. საერთო რაოდენობით თითო აბში - 1,5*109(1,5 მილიარდი ცოცხალი ბატერია); პრებიოტიკები: • ოლოგოფრუქტოზა; • ინულინი სხვა: • რძემჟავა; • ლიმონმჟავა; • მაგნიუმის სტეარატი; • არაგენმოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი; ჩვენება: • მძიმე საკვების მოსანელებლად, საკვების დაშლის ხელშეწყობისთვის, დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას; • პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა, როდესაც კუჭქვეშა ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით საკვების მომნელებელ ენზიმებს (ცისტური ფიბროზი, პანკრეატიტი, პანკრეატექტომია, კუჭის რეზექცია); • დისპეპსია (შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, სტეატორეა); • მონელების პრობლემები დაკავშირებული ცხიმების, ნახშირწყლების და პროტეინების არაჯეროვან დაშლასთან; შებერილობა და ჰალიტოზი (არასასიამოვნო სუნი); • საკვების მოუნელებლობის დროს, რაც გამოწვეულია ასაკით, პანკრეასული უკმარისობით, არასაკმარისი ღეჭვის გამო; • მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავების ანთებითი პროცესები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება); • ყველა ტიპის დიარეის პრევენციის და მკურნალობის მიზნით (გამოწვეული ანტიბიოტიკებით, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე მოგზაურთა მწვავე დიარეა); • როტავირუსული დიარეის დროს, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება ბავშვებში; • საკვების აუტანლობა (გლუტეინის და ლაქტოზას აუტანლობა, ცელიაკია) ან საკვებისმიერი ალერგიები. • ჰეპატობილიარული უკმარისობა (ციროზი, ალკოჰოლიზმი); • შეკრულობა და ჰემოროიდული კვანძების არსებობა. • ქრონიკული ატროფიული გასტრიტი; • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; • Candida albicans-ის მიერ გამოწვეული კუჭნაწლავის ტრაქტის ინფექციები; • ზოგადად ალერგიული მდგომარეობები. • ანტიბიოტიკოთერაპია და მისი შემდგომი პერიოდი; მიღების წესი: დაღეჭეთ 1 აბი მძიმე საკვების მიღებისას ან მის შემდგომ. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ცხელ საკვებთან ან სასმელთან ერთად, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით შესაძლებელია ენზიმების დაშლა. გასტრიტის ან კუჭის წყლულის არსებობის შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ საკვებთან ერთად და არა საკვების მიღების შემდეგ. უკუჩვენება: • პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიის არსებობა; • მწვავე პანკრეატიტი ან ქრონიკული პანკრეატიტის გართულება. ბილიარული ობსტრუქცია. გვერდითი მოქმედება • შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერურიკემია.ორსულობა და ლაქტაცია: • უკუჩვენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოვლენილი არ არის. ამ დროს მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: • კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის ან მათ შემცველ პრეპარატებთან ერთად მიღებისას მცირდება ენზიმების მოქმედების ეფექტი; • H2 რეცეპტორების ანტაგონისტებთან (რანიტიდინი, ციმეტიდინი, ფამოტიდინი) ერთად მიღებისას ძლიერდება პანკრეატინის და პანკრეასული ენზიმების მოქმედების ეფექტი კუჭის pH-ის გაზრდის გამო; • პანკრეატინმა შესაძლოა შეამციროს რკინის და ფოლის მჟავას შეწოვა. • პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად მიღებისას მცირდება მათი ეფექტი; • აძლიერებს სისხლის გამათხელებლების (ვარფარინი,აცეტილსალიცილის მჟავა და ა.შ) მოქმედების ეფექტს. დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ჰიპერურიკემია ან კანის ალერგიული რეაქციები. შეფუთვის ფორმა: შეფუთვაში 24 საღეჭი აბი, თითოეული - 2 გ.
შენახვის ვადა და პირობები: ვარგისია წარმოებიდან 36 თვის განმავლობაში. შეინახეთ დაბალი ტემპერატურის პირობებში. მწარმოებელი SoriaNatural ესპანეთი