ინტესტიბაქტერიოფაგი კომბინირებული თხიერი
გამოყენების ინსტრუქცია
აღწერა: ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენსკომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნალექს აქტიურს შიგელების (ფლექსნერის სეროტიპი1,2,3,4 ზონეს,ნიუკასტლის),სალმონელების(პარატიფი A, B, ტიფიმურიუმი, ენტერიტიდის, ქოლერა სუის, ორანიერბურგი) ფართოდ გავრცელებული ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის, პროტეუსის (ტიპი მირაბილის და ვულგარის), სტაფილოკოკების, ფსევდომონა აერუგინოზას და ენტეროკოკების ბაქტერიების მიმართ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა. ფარმაკოლოგიური მოქმედება: იწვევს Shigella flexneri 1.2.3.4 სეროტიპების, Shigella sonnei,Shigella newcastle,S.paratyphi A da S.paratyphi B, S.typhymurium, S.enteritidis, S.choleraesuis, S.oranienburg, Escherichia coli, Proteus (vulgaris, mirabilis), Staphylococcus aureus, Pseudomonas aeruginosa, Enterococcus faecalis ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს. დანიშნულება. ინტესტიბაქტერიოფაგის გამოიყენება ზემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. გამოყენების ჩვენება: -დიზენტერეა -სალმონელოზი -დისპეპსია -კოლიტი -ენტეროკოლიტი -დისბაქტერიოზი. გამოყენების წესი და დოზირება: ინტესტიბაქტერიოფაგი მკურნალობის მიზნით გამოიყენება Per os დაავადებების პირველივე დღიდან 5-6 დღის განმავლობაში შემდეგი დოზირებით: ბავშვებში 3 წლის ასაკამდე - 5მლ ოდენობით ერთ მიღებაზე, ბავშვებში 3 წლის ზევით და მოზრდილებში – 10მლ ოდენობით ერთ მიღებაზე. დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე. ინტესტიბაქტერიოფაგის დალევის წინ რეკომენდირებულია სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება(0.5 ჩ.კ. სოდა 0.5 ჩ.ჭ. წყალში). ამავე დროს რეკომენდირებულია დღეში ერთხელ(უმჯობესია საღამოს, სოდიანი ხსნარით გამწმენდი ოყნის შემდეგ) ბაქტერიოფაგის შეყვანა. Per rectum 10 მლ ოდენობით ბავშვებში და 20 მლ რაოდენობით მოზრდილებში. პროფილაქტიკის მიზნით ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება ორგანიზებულ კოლექტივებში დაავადების გავრცელების აღკვეთის მოზნით, მისი სეზონური მატების დროს დღეში ერთხელ 10-20მლ ოდენობით 5 დღის ინტერვალით ერთი თვის განმავლობაში. ნაწლავური ინფექციების აღმავლობის პერიოდში სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს კლინიკური დიაგნოზის მიუხედავად უტარდება ფაგირება 2-ჯერ 10-20 მლ ოდენობით 5 დღის ინტერვალით. განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ!!! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ. ინტესტიფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას. ინტესტიფაგის გამოყენებას უკუჩვენება არ გააჩნია. შეფუთვა და შენახვის პირობები პრეპარატი ჩამოსხმულია 10მლ ფლოკონებში. ინახება +2 _ +8 C 0 ტემპერატურაზე. ვარგისიანობა 1 წელი. გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე. შემუშავებულია: გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მწარმოებელი: შპს,,ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები” მისამართი: საქართველო, 0160, თბილისი, გოთუას ქ N3, ტელეფონი: +995322519623, +995322384240.