ინსტი
ინსტი შემადგენლობა:
ბალახეული გრანულები ინსტის თითოეული საშე შეიცავს შემდეგ მცენარეების ექსტრაქტებს: წნორი (Salix alba) 750 მგ ძარღვიანი ადჰადოტა (adhatoda vasica) 300 მგ სურნელოვანი ია (viola odorata) 100 მგ ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra) 550 მგ ჩინური ჩაის ფოთლები (Thea sinensis) 125 მგ ჩვეულებრივი ცერეცო (Foeniculum vulgare) 75 მგ სფეროსებრი ევკალეპტი (Eucalyptus globulus) 35 მგ სამკურნალო კატაბალახა (Valeriana oFFicinalis) 100 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალება.
ჩვენებები:
გრიპი და გაციება ხველა სურდო ყელის ტკივილი და გაღიზიანება თავის ტკივილი.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
თითო საშე დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ, პაკეტის შიგთავსი იხსნება ცხელ წყალში ან ჩაიში.
განსაკუთრებული მითითება:
გრანულები შეიცავს საქაროზას, რაც უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაცენტებმა და ასევე იმ პირებმა, რომლებიც იმყოფებიან ჰიპოკალორიულ დიეტაზე. გამოშვების ფორმა, რაოდენობა: პაკეტი №5 ილის, ანისულის, მენთოლის, შოკოლადის, ლიმონის, ყავის მწარმოებელი: Herbion პაკისტანი