ინსომნის ბეიბი
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 0.5 მლ. (17 წვეთი) შეიცავს:
√ პასიფლორა (Passiflora incarnate) 30 მგ. √ ბარამბო ( Melissa officinalis) 12.5 მგ. √ კატაბალახას ფესურის ექსტრაქტი (Valerianae rhizomata) 8.5 მგ. √ მაგნიუმის ლაქტატი 5.94 მგ. √ ვიტამინი B6 0.07 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ინსომნის ბეიბი სედაციური მცენარეული პრეპარატია, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების გზით აღადგენს ბავშვის ფიზიოლოგიურ ღრმა ძილს, ხელს უწყობს ემოციური სტრესის, გაღიზიანების და დაძაბულობის მოხსნას, გააჩნია ძილისმომგვრელი ეფექტი. პასიფლორა უძველესი დროიდან გამოიყენება ძილის დარღვევების სამკურნალოდ, მასში შემავალი ნივთიერებები გამოირჩევიან დამამშვიდებელი ეფექტით, არეგულირებენ ძილის ფაზებს და ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს. თანამედროვე მედიცინაში პასიფლორას ასევე იყენებენ შფოთვითი აშლილობის, ნევროზის, ნევროზით გამოწვეული კნტ დარღვევების , ისტერიისა და კრუნჩხვების სამკურნალოდ. ბარამბო გამოირჩევა ძლიერი სედაციური ეფექტით, თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება ძილის დარღვევების, შფოთვითი აშლილობების და აღგზნებადობის სამკურნალოდ. კატაბალახას ფესვის ექსტრაქტს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში და რომში იყენებდნენ ძილის დარღვევების, ნევროზის, შიშების, ტაქიკარდიისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ. მაგნიუმის ლაქტატი მნიშვნელოვნად აწესრიგებს ფიზიოლოგიური ძილის ფაზებს, არ იწვევს გაღვიძების შემდეგ მოდუნებას და სისუსტეს, დღის განვალობაში ამცირებს შფოთვას და დაძაბულობას. ვიტამინი B6 მონაწილეობს იმ ნეიროტრანსმიტერების და ნეიროჰორმონების სინთეზში და გამოყოფაში რომლებიც არეგულირებენ ფიზიოლოგიურ ძილს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილს და ეფექტურია ძილის დარღვევების მკურნალობისა და პრევენციისთვის. ინსომნის ბეიბიში შემავალ მცენარეების უნიკალურ კომბინაციას ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და ანტიკონვულსიური მოქმედება. ინსომნის ბეიბი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ჩვენება:
* უძილობა, ძილის დარღვევები, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გაღვიძების ეპიზოდები, რთულად ჩაძინება
* აღზნება და ძილის რიტმის დარღვევა კბილების ამოჭრის პერიოდში
* ნერვული და ემოციური დაძაბულობა
* ნევროზი, ფსიქოსომატური დარღვევები
* მღელვარება, სტრესი
* კრუნჩხვისადმი მიდრეკილება, კრუნჩხვის შემდგომი პერიოდი
* ისტერია, დეპრესია
* ბავშვთა ჰიპერაქტივობის სინდრომი
უკუჩვენება: არ გააჩნია
დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში 0-6 თვემდე: 3 – 5 წვეთი 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6-12 თვემდე: 10 წვეთი 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-3 წელი: 20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-7- წელი: 30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
შესაძლებელია ინსომნის ბეიბის გახსნა მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში !
უსაფრთხოების წესი: ინსომნის ბეიბი დამზადებულია სპეციალურად ბავშვებისთვის, არ შეიცავს სპირტს, მღებავ და სხვა მავნე ნივთიერებებს.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ (იდიოსინკრაზია).
ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !
გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი პიპეტით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.