newhospitals

ინესტომი 1გ/10მლ ორალ.ხს#10ფ

ინესტომი 1გ/10მლ ორალ.ხს#10ფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7250ნახვა
საერთაშორისო დასახელება - L-carnitine
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები;
ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1გ/10 მლ ფლაკონი 10ც
1გ/5 მლ ამპულა 5ც

 

აქტიური ინგრედიენტები:
1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L-კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT_ ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. T½ - 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.

 

ჩვენებები:
გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

 

მიღების წესები და დოზები:
ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:
ბავშვებში: 12 წლამდე - 50-100 მგ/კგ/დღეში.
მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.
ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროს მისაღებად.
ბავშვებში: 2 წლამდე - 150 მგ/კგ/ დღეში.
2-დან 6 წლამდე - 100მგ/კგ/დღეში.
6-დან 12 წლამდე - 75მგ/კგ/დღეში.
12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება 25°C- ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
HELP Pharmaceuticals
საბერძნეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.