newhospitals

ინდაფონი რეტარდი 1.5მგ #20ტ

ინდაფონი რეტარდი 1.5მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5789ნახვა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიურეტიკი
 

შემადგენლობა:
ინდაფონი რეტარდის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- ინდაპამიდის 1.5 მგ-ს.

 

მოქმედების მექანიზმი:
სულფონამიდის წარმოებული ჰიპოტენზიური (დიურეზული) საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებებით ინდაპამიდი ახლოს დგას თიაზიდურ დიურეტიკებთან, რომელთა მოქმედებაც დამყარებულია ნეფრონის მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად - კალიუმისა და მაგნიუმის იონების უკუშეწოვის ინჰიბირებაზე. აღნიშნული იწვევს დიურეზის გაძლიერებას და საბოლოოდ - ინდაპამიდის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის არტერიების კედლების ელასტიურობას და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას.
პრეპარატი ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.
ინდაფონი რეტარდის მიღების ხანგრძლივობა არ მოქმედებს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე.
პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება პირველი კვირის ბოლოდან და მაქსიმუმს აღწევს სისტემატური მიღებიდან 3 თვის შემდეგ.
ინდაფონ რეტარდის აქტიური ნივთიერება - ინდაპამიდი თანდათანობით გამოთავისუფლდება და პრეპარატის 1 ტაბლეტის (1.5 მგ) ერთჯერადად მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 12 საათში.
პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. სისხლის პლაზმაში ინდაპამიდის მუდმივი კონცენტრაცია მიიღწევა რეგულარული მიღებიდან 7 დღის შემდეგ. ინდაპამიდი ორგანიზმში განიცდის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად შარდის გზით - 70% და ფეკალური მასებით - 22%. T1/2 შეადგენს 14-24 სთ-ს (საშუალოდ 18 სთ).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინდაფონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.

 

ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტონია;
უკუჩვენება
- თირკმლისა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; ღვიძლის ენცეფალოპათია; ჰიპოკალიემია; ინდაპამიდისა და სულფონამიდის წარმოებულებისადმი ჰიპერმგრძნობელობა.

 

უსაფრთხოების ზომები:
ინდაფონ რეტარდის დანიშვნა ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, მათ შორის ფიზიოლოგიური შეშუპების მოსახსნელადაც. ინდაპამიდი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამდენად მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია გლუკოზის დონის კონტროლი (განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის დროს).
პაციენტებში შარდმჟავას მაღალი დონით აღინიშნება ნიკრისის ქარის (პოდაგრა) შეტევების რაოდენობის ზრდა.
ინდაფონ რეტარდით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია დისემინირებული წითელი მგლურას გამწვავება. ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის მქონე პაციენტებში თიაზიდურმა დიურეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა.
თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას ძირითად რისკს წარმოადგენს სწრაფად განვითარებული ჰიპოკალიემია. საყურადღებოა, რომ მათ შესაძლებელია გამოიწვიონ კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავება, რაც უმნიშვნელო და დროებით ჰიპერკალციემიას იწვევს. გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლებელია ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოიდიზმის შედეგი იყოს.
ინდაფონი რეტარდით მკურნალობის დროს საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას უნდა შეირჩეს პრეპარატი, რომელიც არ მოქმედებს ნაწლავების პერისტალტიკაზე.
ინდაფონი რეტარდი არ იწვევს ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევას. თუმცა, არტერიული წნევის დაქვეითებისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური რეაქციების გამოვლინება (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში რამდენიმე ჰიპოტენზიური საშუალებით ერთდროულად მკურნალობის დროს). ამ შემთხვევაში შესაძლებებლია ფსიქომოტორული რეაქციების შენელება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია), გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტონია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ანურიაში გარდამავალი პოლიურია ან ოლიგურია (ჰიპოვოლემიის შედეგად განვითარებული).

 

დოზის გადაჭარბება:
ინდაპამიდს, მაღალი დოზითაც კი, არ ახასიათებს ტოქსიკური მოქმედება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია) დარღვევა, გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გონების დაბინდვა, პოლიურია ან ოლიგურია გარდამავალი ანურიაში (ჰიპოვოლემიის შედეგად).
ინდაპამიდის ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება გამოიწვიოს. ასტემიზოლთან, ბეპრიდილთან, ერითრომიცინთან (ინტრავენურად), პენტიმიდინთან, სულტოპრიდთან, ტერფენადინთან, ვინკამინთან, ქინიდინთან, დიზაპირამიდთან, ამიოდარონთან, ბრეტილიუმთან, სოტალოლთან კომბინაციაში იზრდება ტორსადეს დე პოინტეს ტიპის გულის რითმის დარღვევის განვითარების ალბათობა. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (სისტემური გამოყენების) აქვეითებენ ინდაფონი რეტარდის ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხოლო ბაკლოფენი, იმიპრამინის ტიპის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ინდაპამიდის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება ჰიპოკალიემია გამოიწვიონ (ამფოტერიცინი B, გლუკო- და მინერალოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაკტიდი, საფაღარათო საშუალებები) ინდაფონ რეტარდთან კომბინაციაში ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.
ინდაპამიდის საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია მათი ტოქსიკური მოქმედების გაძლიერება (აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის და ეკგ მაჩვენებლების კონტროლი).

 

დოზირება და მიღების წესი:
ინდაფონი რეტარდი ინიშნება დღეში ერთხელ თითო ტაბლეტი (1.5 მგ), უპირატესად დილას.

 

გვერდითი მოვლენები:
წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ძალზედ იშვიათად - ჰიპერკალციემია.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის გაზრდა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ორთოსტატური ჰიპოტენზია.
კნტ-ის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ.
ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი.

 

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

გამოშვების ფორმა:
გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი 1.5 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

 

დანიშნულება:
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.