newhospitals

იმუვიტი #30კაფს

იმუვიტი #30კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4344ნახვა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი კომპლექსური პრეპარატი

 

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ნატურალურ β-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი) - 20 მგ (26 000 სე).
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 200 მგ;
ვიტამინი E (d-α ტოკოფეროლს ) - 200 მგ;
სელენი - 50 მკგ.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იმუვიტი კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი მძლავრი ანტიოქსიდანტები როგორებიცაა: β-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი), C ვიტამინი, E ვიტამინი და სელენი. ანტიოქსიდანტები ახორციელებენ დამცავ ფუნქციას, ქიმიურად აქტიური ნაერთების - თავისუფალი რადიკალების უჯრედებზე და ქსოვილებზე დამაზიანებელი, ნეგატიური მოქმედების ნეიტრალიზაციის გზით. ანტიოქსიდანტების კომპლექსის - იმუვიტის რეგულარული მიღება იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, რომლთა მიზეზებიც შეიძლება იყვნენ: ულტრაიისფერი და მაიონიზირებელი გამოსხივება, სტრესი, ეკოლოგიურად დაბინძურებული საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი, გარემოს არასასურველი ფაქტორები, სიგარეტი და ალკოჰოლი. იმუვიტი ზრდის იმუნიტეტს და ორგანიზმის საერთო რეზისტენტობას, აქვეითებს ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სხვა დაავადების აღმოცენების რისკს. იმუვიტის შემადგენლობაში შემავალი სელენი წარმოადგენს გლუტათიონპეროქსიდაზას - ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დამცავი ფერმენტის კოფაქტორს. გარდა ამისა სელენი იმუნიტეტის მძლავრი სტიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და ანეიტრალებს მძიმე მეტალების ტოქსიურ ეფექტებს.

 

ჩვენებები:
- რაციონში A, C, E ვიტამინების და სელენის უკმარისობა;
- ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;
- გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა (კისტა, მასტოპათიები, საშვილოსნოს მიომა);
- ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა;
- მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ - რეაბილიტაციის პერიოდი;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ჭრილობები, დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი (რეგენერაციული თვისებების გამო);
- ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
- კატარაქტის მკურნალობა;
- ფერთა აღქმის და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ანტიოქსიდანტებზე (თავისუფალი რადიკალების ჭარბად წარმოქმნის გამო);
_ მწეველები (როგორც აქტიური, ისე პასიური);
_ ორგანიზმის ნაადრევი დაბერება;
_ კომპიუტერზე მუშაობა;
_ სიმსივნეების სხივური თერაპია;
_ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა;
_ ადამიანის ორგანიზმზე ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ფაქტორების გავლენა (ჰაერის დაბინძურება, ტოქსიური ნივთიერებები სასმელ წყალში, საკვებ პროდუქტებში და სხვა);
- ხანშიშესული ადამიანები.

 

გამოყენების წესი და დოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით - 1-2 კაფსულა დღეში;
მკურნალობის მიზნით - 2-3 კაფსულა დღეში.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

უსაფრთხოების ზომები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა A ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან
ერთად. პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ ორგანიზმში ვიტამინ A-ს რაოდენობას. C ვიტამინი აქვეითებს ვარფარინის აქტივობას.

 

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზირებით პრეპარატის მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

 

გამოშვების ფორმა:
იმუვიტი - რბილი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

 

მწარმოებელი:
KOÇAK FARMA, Turkey.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.