newhospitals

იმუვიტი

იმუვიტი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
10005ნახვა
შემადგენლობა:

ერთი რბილი კაფსულა შეიცავს:
ნატურალური ß-კაროტინი (პროვიტამინ A) 20 მგ.( 26 000 სე)
С ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) 200 მგ.
E ვიტამინს (დ-ა ტოკოფეროლი) 200 მგ.
სელენის სფუძველი (შელენჰეფე) 50მგ (50 მკგ.სელენი)

ფარმაკოლოგიური თავისებურებები: A ვიტამინი (ß-კაროტინი), C და E ვიტამინები, აგრეთვე სელენის საფუძველი მიეკუთვნებიან ანტიოქსიდანტებს, ეფექტურ საშუალებას თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ოქსიდანტური თვისებების წყალობით იმუვიტი იცავს უჯრედის მემბრანის სტრუქტურას და ააქტივებს უჯრედულ ფუნქციებს. ამ გზით ხელს უწყობს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ზრდას. ორგანიზმში მოხვედრისთანავე ß-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად და პოზიტიურად მოქმედებს მხედველობაზე, ზრდის პროცესზე, ორგანიზმის განვითარებაზე, ეპითელური უჯრედების გამრავლებასა და დიფერენციაზე, აგრეთვე აუცილებელია იმუნური სისტემისა და რეპროდუქციისათვის. C ვიტამინი აძლიერებს ქსოვილთა რეგენერაციის უნარს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარიანობას გარემოს მავნე ფაქტორების მომართ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ავტონომიური პროცესების რეგულაციაში. აადვილებს კორტიზონის სინთეზს, და აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ქოლესტერინის ნაღვლის მჟავებად გარდაქმნის პროცესში. E ვიტამინი ანტიოქსიდანტური თვისებების გარდა, წარმოადგენს იმუნური სისტემის სტიმულატორს, ხელს უშლის ლიპიდების პეროქსიდაციას, ხელს უწყობს კაპილარული, მიტოქონდრიალური და ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას. იცავს უჯრედულ სტრუქტურებს, ზრდის ერითროციტების წინააღმდეგობის უნარს. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. სელენის ფუძე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედშიდა მიტოქონდრიალური ენზიმების ანტიოქსიდანტური თვისებების გამოვლენაში. გარდა ამისა ასრულებს დაცვით ფუნქციას თრომბოციტების ჰემოსტაზში, აგრეთვე კარდიოვასკულარული დაავადებების დროს. ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მენოპაუზის დროს, ხანშიშესულებში და გარემოს დაბინძურების პირობებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნილება იმუვიტზე.

ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები: იმუვიტი ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ß-კაროტინი, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება A ვიტამინად და ტრანსპორტირდება სისხლში ცილების მეშვეობით. ასკორბინმჟავას დაახლოებით 25% უერთდება პლაზმის პროტეინებს. E ვიტამინი ტრანსპორტირდება ლიპოპროტეინების მიერ. სისხლში სელენი მცირე რაოდენობით ფიქსირდება. იმუვიტი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, ყველა ქსოვილში, და გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენება: გამოიყენება დამატების სახით ვიტამინების ნაკლებობის ფონზე, რომლებსაც შეიცავს ეს პრეპარატი.
უკუჩვენება: უკუნაჩვენებია იმ პაციენტთათვის, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტების მიმართ და აგრეთვე A ჰიპერვიტამინოზების დროს.
სიფრთხილის ზომები: ძირითადად სერიოზული გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც იღებენ კონტრაცეპტივებს და ანტიკოაგულანტებს ამ პროდუქტის მიღება სარისკოა. გამოყენება ორსულებსა და მეძუძურ დედებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორგანიზმის მოთხოვნილება A, C, E ვიტამინებისა და სელენის მიმართ იზრდება. ასეთი მდგომარეობების დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი ეფექტები: მითითებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, ჰიპერდოზირებისას შესაძლოა განვითარდეს დიარეა და ტკივილი მუცლის არეში
მოულოდნელი ეფექტების განვითარების შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს! სხავა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: არ გამოიყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ სხვა A ვიტამინს.Oორალური კონტრაცეპტივები ორგანიზმში ამცირებენ С ვიტამინის რაოდენობას. С ვიტამინი ამცირებს ვარფარინის აქტივობას, ხოლო ალფა-ტოკოფეროლი ამცირებს K ვიტამინის შეწოვას ორგანიზმში.
მიღების წესი და დოზირება: პ რ ო ფ ი ლ ა ქ ტ ი კ ი ს მ ი ზ ნ ი თ - 1-2 რბილი კაფსულა დღეში ერთხელ მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ი ს მ ი ზ ნ ი თ - 2-3 კაფსულა დღეში ერთხელ

შენახვის წესი: შეინახეთ შესაფუთში, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25°C.

გამოშვების ფორმა: ბლისტერები, რომლებიც შეიცავს 30 რბილ კაფსულას.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.