newhospitals

იდეოსი საღეჭი #30ტ

იდეოსი საღეჭი #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2732ნახვა
საერთაშორისო დასახელება - colecalciferol, calcium carbonate

ACT კლასიფიკაციის კოდი - A12AX
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები

 


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საღეჭი აბი #30

კალციუმის კარბონატი 1.25 გ, რაც შეესაბამება 500მგ ელემენტარულ კალციუმს, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 400 ს.ე.
დამხმარე ნივთიერებები საკმარისი 1 ტაბლეტისათვის: სორბიტოლი, ქსილიტოლი, პოლივიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.
აღწერილობა: მომგრვალებული გვერდებით ითხკუთხედი თეთრი ფერის ტაბლეტები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. პრეპარატი ავსებს ვიტამინ D3-ისა და კალციუმის დეფიციტს ორგანიზმში.

 

ჩვენებები:
ვიტამინი D3 და კალციუმის დეფიციტის კორექცია ხანდაზმულებში. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისათვის.

 

მიღების წესები და დოზები:
მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს ანუ თითო ტაბლეტი დილას და საღამოს. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები და არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა ან ფაღარათი, მეტეორიზმი, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. კალციუმის რაოდენობის მომატება სისხლში ან შარდში ხანგრძლივი მკურნალობისას.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია; შარდ-კენჭოვანი დაავადება (კალციუმის კენჭების წარმოქმნა); ოსტეოპოროზი განპირობებული ხანგრძლივი იმობილიზაციით. პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა და სარკოიდოზი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ კალციუმსა და 600 ს.ე.; ვიტამინი D3. ორსულობის დროს დაუშვებელია ვიტამინი D3 დოზის გადაჭარბება. პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიური და ფიზიკური განვითარების დარღვევა. პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ვიტამინი D3 და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდებულია კალციურიის კონტროლი და, თუ კალციურიის დონე აღემატება 7,5 მმოლ/24სთ. (300მგ/24სთ), საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება. მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ხანდაზმულებში კალციუმის სადღეღამოსო დოზა შეადგენს 1,5 გ, D3 შეადგენს 500 - 1000 ს.ე.

 

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება ვლინდება ჰიპერკალციურიისა და ჰიპერკალციემიის სახით. პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პოლიდიფსია, პოლიურია, ყაბზობა. მკურნალობა: კალციუმისა და D3 მიღების შეწყვეტა, რეჰიდრატაცია. ქრონიკულად ვიტ. D3 დოზის გადაჭარბებამ, ჰიპერკალციემიის შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებისა და ქსოვილების კალციფიკაცია. ხანგრძლივმა დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის ჩალაგება ქსოვოლებში და სისხლძარღვებში.
თუ გამოტევეთ პრეპარატის ერთი ან რამოდენიმე დოზის მიღება, არ გააორმაგოთ შემდგომი დოზა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საგულე გლიკოზიდები: კალციუმისა და ვიტ. D3 მიღება აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას (რითმის დარღვევის რისკი). საჭიროა მკაცრი კლინიკური დაკვირვება, თუ საჭიროა ელექტროკარდიოგრამის და კალციემიის კონტროლი; ბიფოსფონატი, ნატრიუმის ფტორიდი; რეკომენდებულია 2 საათიანი ინტერვალის დაცვა კალციუმის მიღებამდე (ბიფოსფონატისა და ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის დაქვეითების რისკი ნაწლავებში); თიაზიდური დიურეზული საშუალებები: რეკომენდებულია კალციემიის კონტროლი (ქვეითდება შარდით კალციუმის გამოყოფა); ტეტრაციკლინის მიღება: საჭიროა 3 საათიანი შუალედის დაცვა კალციუმის მიღებამდე (შესაძლებელია ტეტრაციკლინის შეწოვის დაქვეითება); მაღალი დოზებით ვიტამინი D3 დამატებითი დანიშვნისას აუცილებელია კალციურიის და კალციემიის ყოველკვირეული კონტროლი; ფენიტოინი, ბარბიტურატები: შესაძლებელია ვიტამინი D3 მოქმედების დაქვეითება; გლუკოკორტიკოიდები: შესაძლებელია ვიტამინი D3 მოქმედების დაქვეითება; საკვები: შესაძლებელია ურთიერთქმედება საკვებთან (მაგალითად საკვებთან, რომელიც შეიცავს მჟაუნმჟავას, ფოსფატებს, ფიტინის მჟავას.)

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში. მოარიდეთ ბავშვებს.
გამოყენების ვადა: 3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი
საფრანგეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.