იბუზამი - ნარინჯისფერი სუსპენზია
სავაჭრო დასახელება:
იბუზამი აღწერა: ნარინჯისფერი სუსპენზია სპეციფიური სუნით. შემადგენლობა: 5 მლ სუსპენზია შეიცავს: იბუპოფენი 100.0 მგ პარაცეტამოლი 125.0 მგ [u] დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა (უწყლო), სორბიტოლი (70% ხსნარი), მაგნიუმის ალუმინის სილიკატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის ცელულოზა, ფორთოხლის ყვითელი საღებავი (E110), ფორთოხლის არომატიზატორი, არომატიზატორი პარამოლი. გამოშვების ფორმა: სუსპენზია ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ). ათქ კოდი: M01AE51. გამოყენების ჩვენებები: უფროსებში: გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომისას (ოსტეოართროზის, ართროპატიების, ოსტეოქონდროზის, თავის და კბილის ტკივილის დროს, ნევალგიის, მიალგიის, მყესების დაჭიმულობის დროს, ამოვარდნილობებისას და მოტეხილობებისას, დისმენორეას დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში ტკივილების დროს). საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომისას დეგენერაციული ჩონჩხ-კუნთოვანი დაავადებისას (ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი და სხვ.); რევმატული ართრიტის გამწვავება და სხვა ანთებითი არტროპათიისას; რბილი ქსოვილის არასახსროვანი რევმატიული დაზიანებებისას (მიოზიტი, ფიბრომიალგია და სხვა); ტრავმების (დაზიანება, მოტეხილობა და ამოვარდნილობა, მყესების დაჭიმულოდა და ა.შ.) და ოპერაციებისას; პოსტოპერაციულ პერიოდში; ნევრალგია, მიალგია, ლუმბაგო, ფიბროზიტი, ტენდოვაგინიტი, კბილის ტკივილი (კარიესი, პერიოდინტიტი, კბილის ექსტრაქციის შემდეგ); თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი და ცხელება; დისმენორეა; ცხელება ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას. პრეპარატის სიცხის დამწევი საშუალების სახით მიღების მიზანშეწონილობა ყოველ შემთხვევაში განისაზღვრება სიმპტომების, ცხელების ხასიათის და ამტანობის მიხედვით. ბავშვებში: (დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით) ტონზილიტი, ზედა სასუნტქი გზების მწვავე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ფარინგიტი, ტრაქეიტი, ლარინგიტი), სხეულის მაღალი ტემპერატურის დასაწევად გაციების და სხვა ინფექციურ-ანტებითი დაავადებებისას.გამოყენების წესი და დოზირება: მიიღება შიგნით, საკვების მიღების შემდეგ. უფროსებში და 12 წელზე ზემოთ ბავშვებში: 15 მლ 3-ჯერ დღეში. ბავშვებში: დღიური დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით: 2-3 წლის ასაკი (სხეული სწონა 11-15 კგ)-5 მლ 3 ჯერ დღეში, 4-5 წელი (16-21 კგ)-10 მლ 2-ჯერ დღეში, 6-8 წელი (22-26 კგ) - 10 მლ 3-ჯერ დღეში. ინტერვალი მიღებებს შორის - მინიმუმ 4 სთ. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებისას მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 8 სთ-ს. ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარტის მიღება არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნის მანძილზე გამაყუჩებელი საშუალების სახით და 3 დღეზე მეტი ხნით სიცხის დამწევის საშუალების სახით. გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ! გვერდითი მოქმედებები: ხანდახან შესაძლოა ალერგიული რეაქციები კანზე (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ცხელება), ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა. მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ასევე სისხლის სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია). უკუჩვენებები - მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში. - კუჭ-ნაწლავის სისხლდენა; - ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული დარღვევა; - ბრონქული ასთმა (ასპირინზე დამოკიდებულება); - მხედველობის ნერვის დაზიანება; - გლუკოზა-6 ფოსფატდეჰიდროგენაზის გენეტიკური არ არსებობა; - სისხლის სისტემის დაავადება; - 2 წლამდე ასაკი. ჭარბი დოზირება სიმპტომები: ღებინება, გულისრევა, კუჭის ტკივილი, რთულ შემთხვევებში ღვიძლის უკმარისობის განვითარება და კომური მდგომარეობა. მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარტის მიღება, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა პირველი 4 საათის განმავლობაში, ადსორბენტების მიღება, საშუალებების შეყვანა, რომლებიც ზრდიან გლუტატიონის წარმოქმნას (აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანა ან მიღება პირველი 12 სთ განმავლობაში) და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. უსაფრთხოების ზომები: პრეპარტი მიიღება სიფრთხილით ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გულის ქრონიკული უკმარისობისას, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულურ პრეპარატებს და ორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს. პრეპარტის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას (5 დღეზე მეტი ხნით) აუცილებელია პერიფერიული სისხლის და ღვიძლის ფუნქციონალური კონტროლი. ურთიერთზემოქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა მოერიდოთ იბუზამის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ბარბიტურატების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების, რიფამპიცინის ერთად მიღებას. იბუზამმა შესაძლოა შეასუსტოს ფუროსემიდის და თიაზიდური დიურეზულების შარდმდენი მოქმედება, გააძლიეროს ქლორამფენიკოლის (ლევომიცეტინის) ციტოტოქსიურობა. ეთანოლთან, გკს, კორტიკოტროპინთან კომბინაცია ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერიზიულ-წყლულოვან დაზიანებებს. კოფეინი აძლიერებს იბუპროფენის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი ფლაკონის შენახვის ვადა[/b ] - 6 კვირა. აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ექიმის რეცეპტით. შეფუთვა: სუსპენზია 60მლ-იან ქარვისფერ ფლაკონში, პირველადი გახსნის ალუმინის თავსახურით, საზომ ჭიქასთან და ფურცელჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. მწარმოებლის ინფორმაცია: დეფი ჰელსკერ პვტ ლტდ, ინდოეთი