იბუპრენი 100მგ/5მლ 100მლ სიროფ
შემადგენლობა:
სიროფის თითოეული 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს იბუპროფენის 100მგ-ს. დამცავი ნივთიერების სახით გამოყენებულია მეთილ პარაბენი და პროპილ პარაბენი; გემოსთვის ემატება ასპარტამი და საქაროზა; საღებავი ნივთიერების სახით გამოყენებულია ქინოლინის ყვითელი, ფდ და ც ყვითელი #6 (კაშკაშა ყვითელი ფსფ). ფარმაკოლოგიური თვისებები:იბუპროფენი წარმოადგენს ანალგეტიკური და სიცხისდამწევი თვისებების მქონე ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებას. ანთებისსაწინაღმდეგო მოქმედება განპირობებულია ციკლოოქსიგენაზის ბლოკირების გზით პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვით. პრეპარატს აქვს ცენტრალური და პერიფერიული სიცხისდამწევი მოქმედება, რაც განპირობებულია ცნს-ის არაქიდონის მჟავის ციკლოოქსიგენაზის ბლოკირებითა და დაზიანებულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების წარმოქმნის პროცესების ინჰიბირებით. იბუპროფენი წარმოადგენს პერიფერიულ ანალგეტიკურ საშუალებას. უფრო მაღალი დოზით გამოყენებისას ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას.
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის შეწოვა შეადგენს დაახლოებით 80%-ს. საკვებთან ერთდროული მიღებისას შეწოვის სიჩქარე მცირდება, თუმცა, ამასთან, არ იცვლება შეწოვის ხარისხი. მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას პრეპარატი აღწევს ორალური მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
იბუპროფენი 90-99%-ით უერთდება პლაზმის ცილებს. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 საათს. მეტაბოლიზდება ოქსიდაციის გზით არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 60% მეტაბოლიტების სახით და დაახლოებით 10% შეუცვლელი პრეპარატის სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ჩვენება:
იბუპრენის პედიატრიული სიროფი გამოიყენება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან:
- სიცხისდამწევი საშუალების სახით სხეულის მომატებული ტემპერატურის სიმპტომური მკურნალობისათვის;
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილისას. უკუჩვენება:
იბუპრენის პედიატრიული სიროფი არ გამოიყენება იბუპროფენის, სიროფის სხვა კომპონენტების ან სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. გაფრთხილებანი:
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და ჰემორაგიების განვითარება გასტროინტესტინული სისტემის მხრიდან ჩივილების არსებობის გარეშე. ამიტომ, ხანგრძლივი დანიშვნისას, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა გასტროინტესტინული ტოქსიურობის გამოვლინებების მიმართ, განსაკუთრებით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის დავადებების მქონე პაციენტებში.
იბუპრენის სიროფის მიღებისას მხედველობითი ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
პრეპარატმა, შესაძლებელია, წყლის შეკავება და შეშუპება გამოიწვიოს, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში გულის უკმარისობისა და ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში.
7კგ-მდე წონის მქონე ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენმა, შესაძლებელია, მოახდინოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება კოაგულაციის დარღვევების მქონე პირებში და ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას.
ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში (ასტ-ს და ალტ-ს მაჩვენებლების ნორმაზე 3-ჯერ მეტი გაზრდისას) იბუპროფენით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დიურეტიკების ერთდროული დანიშვნისას და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პირები პრეპარატის მიღებისას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. კრეატინინის დონის მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. იბუპროფენის სიროფის შემადგენლობაში ასპარტამის შემცველობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში. გამოყენება ორსულებსა და მეძუძურებში:
ორსულებსა და მეძუძურებში იბუპრენის სიროფის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. გვერდითი მოვლენები:
იბუპროფენის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, გულისრევა და ღებინება, დიარეა ან შეკრულობა, მუცლის შებერვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტროინტესტინული სისხლდენა, ნევროზულობა, გამონაყარი, ქავილი, შუილი ყურებში, მხედველობის დარღვევა, მადის დაქვეითება, შეშუპება, სითხის შეკავება, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიის ჩათვლით, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი და აპლასტიური ანემია.
მოულოდნელი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
კონტროლირებად კვლევებში დადგენილი იქნა, რომ ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იბუპროფენი უმნიშვნელო გავლენას ახდენს პროთრომბინის დროზე. მაგრამ, ვინაიდან, პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გასტროინტესტინული სისხლდენა და თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება, პაციენტები, ანტიკოაგულანტებისა (მაგ. ვარფარინის) ან თრომბოლიტიკური პრეპარატების ერთობლივი დანიშვნისას, აუცილებელია იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგიერთ პაციენტში, ფუროსემიდის ან თიაზიდური ჯგუფის სხვა დიურეტიკებისა და იბუპროფენის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია აღნიშნული პრეპარატების ნატრიურეტიკული ეფექტის შემცირება. არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლებელია გამოიწვიონ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მოქმედების შემცირება.
თირკმლით ლითიუმის გამოყოფის შემცირების გამო, იბუპროფენი, ლითიუმის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდისა და ტოქსიური ეფექტების წარმოქმნის მიზეზს წარმოადგენს. ლითიუმისა და იბუპროფენის ერთდროული გამოყენება რეკომენდირებული არ არის. იბუპროფენის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია უკანასკნელის პლაზმური კონცენტრაციის მომატება. აღნიშნული მდგომარეობა გასათვალისწინებელია არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებების დანიშვნისას დიგიტალიზირებულ პაციენტებში.
არასტეროიდულმა ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცნს-ზე ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების მომატება.
მეტოტრექსატთან არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებების ერთდროული დანიშვნისას გასათვალისწინებელია მეტოტრექსატის ტოქსიურობის შესაძლო მომატება.
ციკლოსპორინისა და არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებების და ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნეფროტოქსიურობის რისკი.
სტეროიდული პრეპარატებისა და არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების რისკის შესაძლო მომატება. მიღების წესი და დოზირება:
ცხელების მკურნალობა:
ცხელებისსაწინააღმდეგო ეფექტი გრძელდება 6-8 საათის განმავლობაში. უფრო მაღალი დოზის მიღება ამ პერიოდს არ ახანგრძლივებს. დოზის რაოდენობა რეგულირდება შემდეგი ტაბულის მიხედვით: ასაკი 5 მგ/კგ
სხეულის ტემპერატურა ≤ 39°C 10ს მგ/კგ
სხეულის ტემპერატურა > 39°C მგ - ზომა მგ - ზომა 6-11 თვე 25 - 1/4 50 - 1/2 12-23 თვე 50 - 1/2 100 - 1 2-3 წელი 75 - 3/4 150 - 1 1/2 4-5 წელი 100 - 1 200 - 2 6-8 წელი 125 - 1 1/4 250 - 2 1/2 9-10 წელი 150 - 1 1/2 300 - 3 11-12 წელი 200 - 2 400 - 4
იბუპროფენის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სხეულის მასის 40მგ/კგ-ს.
ტკივილის მკურნალობა:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილის სამკურნალოდ 6-12 წლის ბავშვებში ინიშნება 10 მგ/კგ ყოველ 6-8 საათში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სხეულის მასის 40მგ/კგ-ს.
იუვენილური ართრიტის მკურნალობა:
რეკომენდირებული დოზა შეადგენს ბავშვის სხეულის მასის 30-40მგ/კგ-ს, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. დაავადების მწვავე პერიოდის გარდა, შესაძლებელია საკმარისი აღმოჩნდეს ბავშვის სხეულის მასის 20მგ/კგ ოდენობით დანიშნული დოზა. 4 დოზაზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში არ ინიშნება.
გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ხელოვნური ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა. შესაძლებელია ტუტე სასმელის და ფორსირებული დიურეზის გამოყენება. შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად აქტივირებული ნმახშირის გამოყენებამ შესაძლებელია იბუპროფენის შეწოვის შემცირება გამოიწვიოს. შენახვის პირობები:
ინახება შეფუთული, 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. გამოშვების ფორმა:
100მლ მოცულობის ფლაკონები. რეგისტრაციის მფლობელი და წარმოების მისამართი:
ეჩზაჩიბაში ილაჩ სან.ვე თიჯ.ა.შ.
კუჩუკკარიშტირანი 39780 ლულებურგაზი