newhospitals

ჰიმეკრომონი 400მგ #20ტ

ჰიმეკრომონი 400მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5548ნახვა

შემადგენლობა:

ჰიმეკრომონის ერთი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ აქტიურ ნივთიერებას ჰიმეკრომონს

 

დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

 

წამლის ფორმა:
ტაბლეტები

 

შეფუთვა:
პირველადი - 10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგიან ბლისეტრში.
მეორადი - 2 (ორი) ბლისტერი გოფრირებულ მუყაოს კოლოფში.

 

მოქმედების მექანიზმი:
ჰიმეკრომონს სანაღვლე გზების გლუვ მუსკულატურაზე გააჩნია შერჩევითი სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი) მოქმედება, რასაც თან ახლავს გამოხატული ნაღვლმდენი ეფექტი. იგი აუმჯობესებს ნაღვლის სადინრების გლუვი მუსკულატურის ფუნქციონალურ აქტივობას მასზე პირდაპირი ზემოქმედების გზით. პრეპარატი ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული წნევის შემცირებით ამსუბუქებს ნაღვლის გამოდევნას ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან.

 

ჩვენებები:
სანაღვლე გზების ჰიპერკინეტიკური დისკინეზია (სანაღვლე გზების ფუნქციონალური დარღვევები); გაურთულებელი, დისპეფსიური ქოლელითიაზი შეტევის არ არსებობის ან უფრო მსუბუქი კრიზის პირობებში, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის ფუნქციონალური დარღვევები, ქრონიკული ქოლეცისტიტი; არაობსტრუქციული ქოლესტაზი; დისპეფსიური ჩივილები; ყაბზობა და საჭმლის მონელების მოცულობითი ფაზისა და ცხიმების რეზორბციის დარღვევები გამოწვეული ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციით.

 

უკუჩვენებები:
ამ სამკურნალო საშუალების დანიშვნა არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
ჰიმეკრონომის ან ტაბლეტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შესახებ მონაცემების არსებობისას; თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებებისას; წვრილი და მსხვილი ნაწლავის მძიმე ანთებითი დაავადებებისას; ნაღვლის მწვავე კრიზის დროს; ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებისას, სანაღვლე გზების მექანიკური დახშობის დროს; სისხლის შედედების მოშლისას.

 

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების სახისა და მიზეზების ზუსტი განსაზღვრა. მექანიკურმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში მოცულობისა და წნევის მომატება.
ჰიმეკრომონი სიფრთხილით გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს (პანკრეატიტის დროს), მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე საშუალებების შესახებ
ტაბლეტის შემადგენლობაში შედის ხორბლის სახამებელი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ რისკთან იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ გლუტენის აუტანლობა (ცელიაკია).

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ჰიმეკრომონის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ გამოკვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში.
თუ არსებობს ჰიმეკრომონის გამოყენების ჩვენებები, რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტა, ვინაიდან გამოკვლევები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა ჰიმეკრომონი დედის რძეში, არ ჩატარებულა.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე:

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცალკეული მედიკამენტების შესაძლო არასასურველი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტმა ყოველთვის უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, როდესაც ის იწყებს სხვა პრეპარატების მიღებას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს პრეპარატები ნაყიდია ექიმის დანიშნულების გარეშე.
ჰიმეკრომონისა და მეთოკლოპრამიდის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ორივე პრეპარატის თერაპიული მოქმედების ურთიერთდათრგუნვა.
აუცილებელია ჰიმეკრომონითა და პერორალური ანტიკოაგულანტებით (შედედების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატები) ერთდროული მკურნალობის თავიდან აცილება, ვინაიდან ამ შემთხვევაში არსებობს ამ უკანასკნელთა მოქმედების გაძლიერების საშიშროება.
ჰიმეკრომონის გამოყენება შეიძლება სხვა სპაზმოლიტიკებთან და ანალგეზიურ საშუალებებთან კომბინაციაში.

 

მიღების წესი და დოზები:
1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა - 10-14 დღე.
ბავშვები
ჰიმეკრომონის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვთა ასაკში არ არის დადგენილი. ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში.
დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია მკრუნალ ექიმთან კონსულტაცია.
მორიგი დოზის გამოტოვებისას, პაციენტმა დოზა უნდა მიიღოს მაშინვე, როგორც კი გაახსენდება. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, პაციენტმა ეს დოზა ჩვეულებისამებრ უნდა მიიღოს. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება (გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით), ხოლო შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.

 

ჭარბი დოზა:
ჰიმეკრომონის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი.

 

გვერდითი მოქმედება:
როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, ჰიმეკრომონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. თუმცა, აღნიშნული რეაქციები ყველა პაციენტს არ აღენიშნება. შესაძლებელია, რომ ამ პრეპარატის მიღებისას პაციენტს საერთოდ არ აღენიშნოს რაიმე სახის გვერდითი რეაქცია.
ცალკეულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ქავილი, კანის გაწითლება და გამონაყარი კანზე; დიარეა, რომელიც ქრება დოზის შემცირებისას და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას; სისხლის შედედების შეფერხების მიმართ მიდრეკილება; ძალიან იშვიათად, ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში, შეიძლება გამოვლინდეს მწვავე ალერგიული რეაქციები (ანგიოშეშუპება, ანაფილაქსური რეაცქიები).

 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C-ზე.

 

ვარგისიანობის ვადა:
მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით

 

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:
სს „სოფარმა", სოფია 1220, ილიენსკის ქ. 16, ბულგარეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.