ჰერბექსი მწვანე ჩაი #10პაკ
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid.
Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid.
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10. შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ქლორფენირამინის მალეატი - 4,0 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 10,0 მგ, პარაცეტამოლი - 500,0 მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120,0 მგ. დამხმარე ნივთიერებები:
ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, მწვანე ჩაის არომატი, კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა (უწყლო).
პაკეტის (საშე) საერთო წონა - 15 გ. ათქ კოდი: RO5X. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს;
მაღალ ტემპერატურას;
ყელის ტკივილს;
სურდოს. ჩვენებები:
გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად. მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით. სიფრთხილის ზომები:
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.
პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება. განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
15 წლამდე ასაკის ბავშვები; სიფრთხილით გამოიყენება:
არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს. გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 10-25°C ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა:
2 წელი. გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს "ბათფარმა".
საქართველო. 6007, ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.