ჰერბექსი (ასკილის)
სამკურნალო საშუალების დასახელება:
ჰერბექსი
Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid. გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10. შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ქლორფენირამინის მალეატი - 4,0 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 10,0 მგ, პარაცეტამოლი - 500,0 მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120,0 მგ. დამხმარე ნივთიერებები:[/i ნატურალური ასკილის ექსტრაქტი. ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, წითელი საღებავი E 124 და ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ასკილის არომატი. კალციუმის ფოსფატი, ლიმონის მჟავა (უწყლო). პაკეტის (საშე) საერთო წონა - 15 გ. ათქ კოდი: RO5X. კლინიკურ_ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება. სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს; მაღალ ტემპერატურას; ყელის ტკივილს; სურდოს. ჩვენებები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცხვირის ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად. მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით. სიფრთხილის ზომები:
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით. პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება. განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი; 15 წლამდე ბავშვები; სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს. გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 10-25C ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა:
2 წელი. გაცემის წესი. ურეცეპტოდ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სს "ჯიპისი" საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქ. # 6, ტელ: 95 28 02; 94 07 40. მწარმოებელი:
შპს `ბათფარმა". საქართველო. 6007, ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.