newhospitals

ჰექსიკონი 16მგ #10ვაგ.სუპ(ნიჟფ

ჰექსიკონი 16მგ #10ვაგ.სუპ(ნიჟფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7182ნახვა

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
ჰექსიკონი

 

საერთაშორისო დუაპატენტებელი სახელწოდება:
ქლორჰექსიდინი

 

ქიმიური სახელწოდება:
(4-ქლორფენილ)-3,12-დიამინო-2,4,11,13-ტეტრააზატეტრადეკანდიიმიდამიდი (-D-გლუკონატას სახით)

 

წამლის ფორმა:
ვაგინალური სუპოზიტორები

 

აღწერა:
თეთრი ან თეთრი მოყვითალო შეფერილობის სუპოზიტორები.

 

შემადგენლობა:
ერთი სუპოზიტორია შეიცავს: 0,016 გ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატს, პოლიეთილენოქსიდის ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 2,94-დან 3,25გ-მდე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება (ATC: G01AX).

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰექსიკონი __ ანტისეპტიკური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის, აქტიურია გრამ-დადებით და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Treponema pallidum, Chlamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoea, Trichomonas vaginalis. პრეპარატის მიმართ მსუბუქად მგრძნობიარეა ზოგიერთი შტამი Pseudomonas spp., Proteus spp., ასევე მდგრადია მჟავა ბაქტერიების მდგრადი ფორმები, ბაქტერიების სპორები, სოკოები, ვირუსები.
ფარმაკოკინეტიკა: პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შემთხვევითი გადაყლაპვის დროს 300 მგ Cmax მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 0,206მკგ/ლ. ძირითადად გამოიყოფა ფეკალურ მასებთან (90%), 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით.

 

ჩვენებები:
ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი); მკურნალობა: კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ვულვის ქავილი.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

 

მიღების წესი და დოზები:
მიიღება ინტრავაგინალურად. მიღებამდე სუპოზიტორიას იღებენ კონტურული შეფუთვიდან.
სამკურნალოდ: 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 3-4-ჯერ 7-20 დღის განმავლობაში დაავადების ხასიათის მიხედვით.
ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის: 1 სუპოზიტორია არაუგვიანეს 2 საათისა სქესობრივი აქტის შემდეგ.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ქავილი.

 

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი ჰექსიკონი არ არის შეთავსებადი დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), ასევე შეუთავსებელია საპონთან.

 

გამოშვების ფორმა:
ჰექსიკონი __ ვაგინალური სუპოზიტორიები. 1 ან 5 სუპოზიტორია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, ერთი ან ორი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 5 სუპოზიტორით ან ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 1 სუპოზიტორით კოლოფში სამედიცინო გამოყენების შესახებ ინსტრუქციით.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება "ნიჟფარმი", რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 78-80-88
ფაქსი: (831-2) 78-80-03

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.