newhospitals

ჰეპოლამი #30კაფს

ჰეპოლამი #30კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4257ნახვა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორები

 

ქვეყანა: საქართველო

 

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 

ჯენერიკი:  Extra.Picrorrhiza,Eclipta,Phyllanuts

 

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტი

 

ზოგადი დახასიათება: 

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულები მწვანე ფერის კორპუსითა და თავსახურით, შევსებული მოყავისფრო ფხვნილით;
სიროფი: ყავისფერი, გამჭვირვალე სიროფი დამახასიათებელი სუნით.

 

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: პიკრორიზა (Picrorrhiza kurroa) - 125 მგ, ეკლიპტა (Eclipta alba) - 50 მგ, ფილანტუსი (Phyllanthus niruri) - 75 მგ, ტინოსპორა (Tinospora cordifolia) - 50 მგ, ბერჰავია (Boerhaavia diffusa) - 35 მგ, ბაკოპა (Bacopa monnieri) - 20 მგ, გრძელი წიწაკა (Piper longum) - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ბრონოპოლი, ჟელატინი, საღებავები: Brilliant Blue (E 133), Tartrazine (E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
სიროფის 10 მლ შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: პიკრორიზა (Picrorrhiza kurroa) - 125 მგ, ეკლიპტა (Eclipta alba) - 50 მგ, ფილანტუსი (Phyllanthus niruri) - 75 მგ, ტინოსპორა (Tinospora cordifolia) - 50 მგ, ბერჰავია (Boerhaavia diffusa) - 35 მგ, ბაკოპა (Bacopa monnieri) - 20 მგ, გრძელი წიწაკა (Piper longum) - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ასპარტამი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი, საღებავი : Sugar Caramel Colour (E 150), არომატიზატორები: სიმწარის შემამცირებელი არომატიზატორი, ფორთოხლის ტკბილი არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი.

 

გამოშვების ფორმა:
კაფსულები.
სიროფი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰეპოლამი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. ჰეპოლამს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. პრეპარატი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციურ აქტივობას ღვიძლის დაავადებების დროს, იცავს ღვიძლს ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან. როგორც დამხმარე საშუალება, ხელს უწყობს ორგანიზმის გათავისუფლებას სხვადასხვა ნივთიერებებზე, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან. ჰეპოლამი აძლიერებს მადას ანორექსიის დროს.
პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:
Picrorrhiza kurroa-ს ექსტრაქტს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებითა და სამკურნალო საშუალებებით დაზიანებისაგან.
Eclipta alba-ს და Bacopa monnieri-ს ექსტრაქტებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისება, აუმჯობესებენ პაციენტის საერთო მდგომარეობას.
Boerhaavia diffusa-ს ექსტრაქტი აუმჯობესებს ნაღვლის სეკრეციას.
Phyllanthus niruri-ს და Tinospora cordifolia-ს ექსტრაქტებს გააჩნიათ იმუნომოდულაციური აქტივობა.
ჰეპოლამში შემავალი სამკურნალო მცენარეები ავლენენ პროფილაქტიკურ და თერაპიულ ეფექტს ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. აფერხებენ ღვიძლის ფიბროზის განვითარებას და ასტიმულირებენ რეგენერაციას.

 

ჩვენება:
• ქრონიკული ჰეპატიტი;
• ღვიძლის ციროზი;
• ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია;
• ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანების პრევენცია;
• ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება;
• ანორექსია.

 

მიღების წესი და დოზირება:
ჰეპოლამის კაფსულები და სიროფი მიიღება პერორალურად.
კაფსულები: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში.
სიროფი: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით - 10-10 მლ 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სიროფის სახით, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანების პრევენციისა და ანორექსიის შემთხვევაში, დოზით 5-5 მლ 2-ჯერ დღეში.
დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.
სიროფის გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

 

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა;
- ლაქტაცია.

 

ჰიპერდოზირება:
მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე არ არსებობს.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

 

შეფუთვა:
კაფსულები: 30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
სიროფი: 100 მლ სიროფი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში დოზირებული ხუფით. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სიროფის გაყინვა დაუშვებელია. სიროფი ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი:
შპს "ავერსი-რაციონალი" (საქართველო).

 

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.