newhospitals

ჰეპატოლანი Hepatolani

ჰეპატოლანი Hepatolani
ანოტაციის მომწოდებელია
0
4
რეკომენდაცია
0შეფასება
9083ნახვა
შიგნით მისაღები მცენარეული ნაკრების თხიერი ექსტრაქტი. კომბინირებული მცენარეული სამკურნალო საშუალება

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

 

აღწერილობა:
მოწითალო-მოყავისფრო სითხე,დამახასიათებელი სუნით და მომწარო გემოთი.

 

შემადგენლობა:
ჩვეულებრივი პირშუშხას (Armoracia lapatifolia) ფოთლები - 7 წილი
გვირილას (Matricaria Chamomilla ) ყვავილები - 1,5 წილი
ნეგოს (Helichrysum Officinalis) ყვავილები - 1 წილი
აბზინდას ( Artemisia absintum) ბალახი - 0,5 წილი
ეთანოლი 40% საჭირო რაოდენობით 100მლ თხიერი ექსტრაქტის მისაღებად

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰეპატოლანის ჰეპატოპროტექტორულ ეფექტს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსური მოქმედება. კერძოდ: ჩვეულებრივი პირშუშხას (Armoracia lapatifolia) ფოთლებში შემავალი ფლავანოიდები ხასიათდებიან ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს, აუმჯობესებენ უჯრედის სტაბილიზაციას, ცილებისა და ფოსფოლიპიდების სტიმულაციას, აჩქარებს ჰეპატოციდების რეგენერაციას და წარმოქმნას. გვირილას (Matricaria Chamomilla ) ყვავილებში შემავალი სესქვიპენტინებსა (ჰამაზულენი, აპიგენინი, ლუტეოლინი, ქვერცეტინი) და მათ წარმოებულებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და ანტივირუსული მოქმედება. ნეგოს (Helichrysum Officinalis) ყვავილებში შემავალ ფლავანოიდებს (ნარიგენინი და მისი გლიკოზიდები) ახასიათებს ნაღვლმდენი თვისება.იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული და მწვავე დაავადებების დროს. აბზინდას (Artemisia absintum) ბალახში შემავალ ეთეროვან ზეთსა და მწარე გლიკოზიდებს (აბსინტინი,ანაბსინტინი,არტაბინი, ანაბსინი) გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული ანტიჰელმინთური და ნაღვლმდენი აქტიურობა,მცენარისაგან დამზადებული ექსტრაქტი გამოიყენება,როგორც ჭიის დამდენი და ნაღვლმდენი საშუალება.

 

ჩვენებები:
გამოიყენება დამხმარე საშუალებად კომპლექსურ თერაპიაში, როგორც იმუნომოდულატორი
შემდეგი დაავადებებისას:
• ღვიძლის წამლისმიერი და ქრონიკული ინტოქსიკაცია;
• ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია;
• ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტი

 

გამოყენების წესი და დოზირება:
ერთი სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
ჩვეულებრივ მკურნალობის კურსი დაავადების სიმძიმის მიხედვით შეადგენს თვე-თვენახევარს.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება

 

უკუჩვენება:
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ ;
• ორსულობა და ლაქტაცია;
• ბავშვთა ასაკი;
ჭარბი დოზირება:

გულის რევის შეგრძნება, იშვიათად თავის ტკივილი. დოზის
გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

 

ურთიეთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

 

გამოშვების ფორმა:

250 მლ. ხსნარი მუქი ფერის პოლიმერული მასალის ფლაკონში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად იდება ჯგუფური შეფუთვის მუყაოს ყუთში.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქციის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შენახვის პირობები:

სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

მწარმოებელი:
შპს "თბილისის ფარმაცევტული ქარხანა".საქართველო
0144.კაიროს ქ.#4
ტელ: 599 35 26 19
ინდ. მეწარმე "ტრიფონ ზვიადაძის" დაკვეთით.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.