ჰეპასოლი ნეო 8% 500მლ ფლ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშუალებები პარენტერალური კვებისათვის; ამინომჟავების ხსნარები ღვიძლის უკმარისობის დროს გამოსაყენებელი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:საშუალებები პარენტერალური კვებისათვის; ამინომჟავების ხსნარები ღვიძლის უკმარისობის დროს გამოსაყენებელი
8% საინფუზიო ხსნარი 500 მლ ფლაკონში სამკურნალო ფორმა:
საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
1000 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
L- ვალინი 10.08 გ
L-იზოლეიცინი 10.40 გ
L-ლეიცინი 13.09 გ
L-ლიზინი (L---ლიზინის მონოაცეტატის ფორმით 6.88 გ
9.71 გ)
L- მეთიონინი 1.10 გ
L-ტრეონინი 4.40 გ
L-ფენილალანინი 0.88 გ
L-ტრიფტოფანი 0.70 გ
L-ალანინი 4.64 გ
L-არგინინი 10.72 გ
გლიცინი 5.82 გ
L-ჰისტიდინი 2.80 გ
L- პროლინი 5.73 გ
L- სერინი 2.24 გ
L-ცისტეინი N-აცეტილ L-ცისტეინის ფორმით 0.52 გ
0.70 გ
დამხმარე ნივთიერებები:
გაყინული ძმარმჟავა 4.42გ
საინექციო წყალი 1000მლ-მდე
ენერგეტიკული ღირებულება 1344კჯ/ლ (320 კკალ/ლ)
თეორეული ოსმოლარობა 770მოსმ/ლ ფარმაკოლოგიური თვისებები:
ავლენს მეტაბოლურ, ჰეპატოპროტექტულ და დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკა
ჰეპასოლ-ნეო არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ამინომჟავების ხსნარს. ჰეპასოლ-ნეოს შემადგენლობაში შედის რვავე შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია (L-ვალინი, L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, L- ლიზინი, L- მეთიონინი, L- ტრეონინი, L-ფენილალანინი, L- ტრიფტოფანი;), 2 პირობით ცვლადი ამინომჟავა (L- არგინინი და L- ჰისტიდინი), რომლებიც სინთეზირდება არასაკმარისი რაოდენობით ზოგიერთი პათოფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს და 5 ცვლადი ამინომჟავა, რომლებიც უზრუნველყოფენ ღვიძლის დაავადებით მქონე პაციენტების ადექვატურ ნივთიერებათა ცვლას. ამინომჟავები იმყოფებიან L- ფორმით, რაც უზრუნველყოფს მათ პირდაპირ მონაწილეობას ცილების ბიოსინთეზში (აზოტის შემცველობა -სულ 12.9 გ/ლ). L- არგინინი ხელს უწყობს ამიაკის შარდოვანად გარდაქმნას, აკავშირებს ამონიუმის ტოქსიკურ იონებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღვიძლში ცილების კატაბოლიზმით.
L- ალანინი და L- პროლინი ამცირებს ორგანიზმის მოთხოვნას გლიცინზე (ეს ამინომჟავა სუსტად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამასთან მისი შეცვლისას შესაძლებელი ხდება ჰიპერამონიემიის განვითარება).
L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, და L- ვალინი (შეუცვლელი ამინომჟავები გვერდითი განშტოებებით) პირდაპირ შეითვისება პერიფერიული ქსოვილების მიერ (მათი მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული ღვიძლის დაზიანების ხარისხზე), ამცირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არომატული ამინომჟავების შეთვისებას და შესვლას, ამცირებენ რა ღვიძლის ენცეფალოპათიის გამოვლენას, ანორმალიზებენ ორგანიზმში ენერგეტიკულ და აზოტურ ბალანსს.
ჰეპასოლ-ნეო ხელს უწყობს ამინომჟავების დარღვევის კორეგირებას ღვიძლის უკმარისობის დროს, ასევე ხელს უწყობს ცილების ამტანობის გაუმჯობესებას ღვიძლის ციროზით, ჰეპატიტით დაავადებულებში და ღვიძლის ენცეფალოპათიის სიმპტომების გამოხატულების შემცირებას. არ შეიცავს ნახშირწყლებს და ელექტროლიტებს.
ფარმაკოკინეტიკა
ჰეპასოლ-ნეო შეიცავს სხვადასხვა ამინომჟავებს, რომლებიც ნორმაში მუდმივად ხვდებიან ორგანიზმში საკვებთან ერთად.
ამინომჟავები, რომლებიც ორგანიზმში შეჰყავთ ინფუზიით, ხვდებიან ორი შესაძლო მეტაბოლური გზიდან ერთ-ერთში: ანაბოლური გზა, რომლებშიც ამინომჟავები უკავშირდებიან პეპტიდური კავშირებით და ქმნიან სპეციფიურ პროტეინებს, და კატაბოლური გზა, რომელშიც ხდება ამინომჟავების ტრანსამინაცია. სრული პარენტერალური კვების ფარგლებში პრეპარტის შეყვანისას გლუკოზასთან და ცხიმებთან ერთად (ნახშირწყლების და ცხიმების თანაფარდობა 70:30) 10.5 მგ აზოტი/კგ/საათი, ამინომჟავები სისხლში ბალანსირებულ კონცენტრაციას აღწევენ 3 საათის შემდეგ.
ამინომჟავები შეიძლება გამოიყენონ შეუცვლელი სახით მათი კონცენტრაციის სწრაფი მომატებისას სისხლში. ამინომჟავების ნახევრაგამოყოფის პერიოდი (ჯანსაღ სუბიექტებში) არის 5-15 წუთი (დროის ამ მოკლე პერიოდის მანძილზე ამინომჟავები შეიძლება გამოყენებული იყოს პროტეინების სინთეზისთვის). ცილების სინთეზიის პროცესში გამოუყენებელი ამინომჟავების ნარჩენები ექვემდებარებიან დეზამინაცაის, რომლის პროცესშიც წარმოიქმენბა ორგანიზმის მიერ გამოყოფილი შარდოვანა. არგინინი თითქმის მთლიანად რეაბსორბირდება თირკმლის მილაკებში.
ამოინომჟავების მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ორგანიზმის ყველა ქსოვილში. მათი გახლეჩვის ხარისხი დამოკიდებულია სტრესის გამოხატულებაზე, რომელსაც ექვემდებარება ორგანიზმი. სტრესი აჩქარებს ამინომჟავების მეტაბოლიზმს და აძლიერებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევას, რაც თავის მხრივ ამცირებს ამინომჟავების მეტაბოლიზმს. სტრესიც აჩქარებს მათ მეტაბოლიზმს, ხოლო თირკმელების ფუნქცის შემცირება - თრგუნავს.
ჰეპასოლ-ნეოს გადასხმისას შეუცვლელი ამინომჟავების შეთვისების ხარისხი შეადგენს 99%-ს, ხოლო ჩანაცვლებადის - 97%-ს, ამასთან შეუცვლელი ამინომჟავების საერთო და თირკმელების კლირენსი შეადენს 0.5 ლ/წთ, ხოლო ცვლადი ამინომჟავების უმრავლესობისთვის - 0.6 ლ/წთ, ანუ 3 მლ/წთ. ჩვენებები:
თერაპია და პარენტერალური კვება (ნაწილობრივი და სრული - ნახშირწყლების და ცხიმოვანი ემულსიების ხსნარების დამატებისას) ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას (ღვიძლის უკმარისობა) თავის ტვინის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლის ენცეფალოპათია) და მის გარეშე; ღვიძლისმიერი კომის და პრეკომატოზური მდგომარეობების მკურნალობა. მიღების წესები და დოზები:
ჰეპასოლ-ნეოს საინფუზუო ხსნარით მკურნალობა ხორციელდება სისხლში ამიაკის კონცენტაციის და დაავადების სიმძიმის ხარისხზე დამოკიდებულების მიხედვით.
ჰეპასოლ-ნეო შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად.
რეკომენდირებულია ინფუზიის განხორციელება 1.0-1.25 მლ/სხეულის მასის კგ/სთ (30-35 წვეთი/წუთი) სიჩქარით, რაც შეესაბამება 0.08-0.1 გ ამინომჟავა/სხეულის მასის კგ /სთ.
შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე - 1.25 მლ/სხეულის მასის კგ/სთ (შესაბამისად 0.1 გ ამინომჟავა/სხეულის მასის კგ/სთ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 18.75 მლ/სხეულის მასის კგ (1.5 გ ამინომჟავა /სხეულის მასის კგ/დღეღამეში) ანუ 1300 მლ 70 კგ ავადმყოფისთვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ნევროლოგიური სიმპტომატიკის სრულ გაქრობამდე. გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გვერდითი ეფექტები არ არის ცნობილი. უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
• ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა
• ჰიპერჰიდრატაცია
• ჰიპონატრიემია
• ჰიპოკალიემია
• ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ღვიძლისმიერი კომის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ ორი მდგომარეობიდან რომელია ავადმყოფის სიცოცხლისთვის სახიფათო).
• გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში)
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
• ბავშთა ასაკი - 18 წლამდე (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი). ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი. განსაკუთრებული მითითებები:
ჰეპასოლ-ნეოს ხსნარის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ მითითებული ჩვენებების მიხედვით. მოცემული პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ელქტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ორგანიზმის ჰიდრატაციის ხარისხის, თირკმელების ფუნქციის მდგომარეობის პერიოდული კონტროლი.
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი დაუზიანებელი ფლაკონიდან! ჭარბი დოზირება:
სიმტომები: გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, ციებ-ცხელება, ტაქიკარდია, "ღვიძლის" ფერმენტების და ნარჩენი აზოტის აქტივობის მატება.
შეყვანის მომატებულმა სიჩქარემ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია და პერიფერიული შეშუპებების, მათ შორის ფილტვების შეშუპების გამოვლენა. მკურნალობა: რეკომენდირებულია პრეპარატის ინფუზიის შეწყვეტა, და სიმპტომატური მკრნალობის დაწყება (სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს). სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არსებობს მონაცემები ჰეპასოლ-ნეოს in vivo კომპონენტების ურთიერთქმედების შესახებ თეოფილინთან, რაც იწვევს კლირენსის მომატებას. Aარსებობს ასევე მრავალრიცხოვანი მონაცემები in vitro ურთიერთქმედების შესახებ, რის გამოც არ არის რეკომენდირებული ჰეპასოლ-ნეოს ხსნარში სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩამატება. სამკურნალო პრეპარატები, რომელთა შეყვანა შესაძლებელია ჰეპასოლ-ნეოსთან ერთად: ანტიბიოტიკები - ამიკაცინი, ამპიცილინი, ცეფოტაქსიმი, ნეტილმიცინი, პენიცილინი, ერითრომიცინი, გენტამიცინი, ქლორამფენიკოლი, კლინდამიცინი, ცეფტრიაქსონი, დოქსიციკლინი, პიპერაცილინი, ტეტრაციკლინი, ტობრამიცინი და ვანკომიცინი; სხვა პრეპარატები - ამინოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ციმეტიდინი, ციტარაბინი, დიგოქსინი, დოფამინი, ფამოტიდინი, ფიტომენადიონი, ფტორურაცილი, ფოლის მჟავა, ფუროსემიდი, ჰეპარინი, ქლორპრომაზინი, ინსულინი, კალციუმსი გლუკონატი, ლიდოკაინი, მეთილდოფა, მეთილპრედნიზოლონი, მეტოკლოპრამიდი, მეთოტრექსატი, მორფინი, ნიზატიდინი, ნორეპინეფრინი, პროპრანოლოლი, რანიტიდინი და რიბოფლავინი. შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ვადა 2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 15-25°C, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ჰემოფარმ ა.დ
სერბეთი