ჰეპასოლი A ინფ/ხსნ 500მლ ფლ
ჰეპასოლი A
HEPASOL A
შემადგენლობა:
1 ლ ხსნარი შეიცავს:
ვაშლის მჟავა-14.260გლ ნიკოტინამიდი-0.100გლ
ნატრიუმი-37.000მმოლლ პირიდოქსინი-0.080გლ
კალიუმი-40.000მმოლლ ასპარაგინი-10.000მმოლლ
ქლორი-40.000მმოლლ არგინინი-28.900გლ
სორბიტი-50.000გლ პანთენოლი-0.200გლ
რიბოფლავინი-0.012გლ
ჰეპასოლი წარმოადგენს ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარს, ხსნარი არ უნდა შეიცავდეს მექანიკურ მინარევებს.
ხსნარის pH: 4.7-5.7
ხსნარი უნდა იყოს სტერილური და აპიროგენული.
ფორმა:
საინფუზიო ხსნარი ფლაკონებში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ხსნარი პარენტერალური კვებისათვის. გააჩნია დეზინტოქსიკაციური და ჰეპატოპროტექტული მოქმედება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ჰეპასოლ A-ს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია L-არგინინის და L-ვაშლის მჟავას მოქმედებით მეტაბოლურ პროცესებზე. ვაშლის მჟავა, ოქსალაცეტატის მეშვეობით, გადადის ასპარტატში, რომლის დროსაც თავისუფლდება ამიაკის ერთი მოლეკულა, რომელიც მონაწილეობს შარდოვანას სინთეზში. ასპარტატი და ციტრულინი უკავშირდებიან არგინინის წინამორბედს, ატფ-ს, რომელიც აუცილებელია შარდოვანას წარმოქმნისათვის, და რომელიც მიიღება ლიმონმჟავას ციკლიდან.
ამიაკის დეტოქსიკაციის პროცესში მონაწილეობით, შარდოვანას და ტრიკარბონმჟავას ციკლი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან, ვინაიდან აუცილებელი ენერგია მიიღება სწორედ ლიმონმჟავას ციკლიდან. გარდა ამისა ალფა-კეტოგლუტარის მჟავას, მჟაუნძმარმჟავას, პიროყურძნის მჟავას და ვაშლის მჟავას შესწევთ უნარი შებოჭონ ამიაკის მოლეკულები არაატოქსიური ნაერთების სახით, როგორიცაა მაგ, ასპარაგინმჟავა, ალანინი და გლუტამინის მჟავა. ჰეპასოლი შეიცავს აგრეთვე სორბიტს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფრუქტოზად და რომელიც ხმარდება ორგანიზმის მიერ დაკარგული ენერგიის აღდგენას. და გლიკოგენის სინთეზს.
B ჯგუფის ვიტამინები, როგორც კოფერმენტის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, წარმოქმნიან ფუნქციონალურ რგოლს შუალედურ მეტაბოლიზმში.
ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ვიტამინები მათი ენზიმური მოქმედებით ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე, ახორციელებენ ღვიძლის დაცვას. ისინი აჩქარებენ დაზიანებული ღვიძლის პარენქიმის აღდგენის პროცესს და ხელს უწყობენ დეტოქსიკაციას.
ვიტამინი B12 რეზორბციის შემდეგ გარდაიქმნება ფლავინმონონუკლეოტიდის კოფერმენტად, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება ფლავინადენინდინუკლეოტიდად. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია და კოფერმენტების შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.
ნიკოტინის მჟავას ამიდი გარდაიქმნება დეპო ფორმად-პირიდინ ნუკლეოტიდად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვით პროცესებში. ლაქტოფლავინთან ერთად, ნიკოტინის მჟავას ამიდი მონაწილეობს შუალედურ მეტაბოლიზმში და ტრი-ფოსფოპირიდინის ნუკლეოტიდის ფორმით მონაწილეობს ცილის სინთეზში. ნიკოტინის მჟავა ამცირებს დაბალი სიმკვრივის მქონე შრატისმიერი ლიპოპროტეინების მაჩვენებლებს და ამავე დროს ზრდის მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების მაჩვენებლებს, რის გამოც იგი გამოიყენება ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ.
D-პანთენოლი, როგორც კოფერმენტ-A, წარმოადგენს ფუნდამენტურ ერთეულს შუალედურ მეტაბოლიზმში, იგი მონაწილეობს ნახშირწყლების, გლუკონეოგენეზის მეტაბოლიზმში, ცხიმოვანი მჟავების კატაბოლიზმში, აგრეთვე სტეროლის, სტეროიდული ჰორმონების და პორფირინის სინთეზში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) წარმოადგენს მრავალი ჯგუფის ფერმენტების და კოფერმენტების შემადგენელ ნაწილს. იგი მონაწილეობს ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. აღნიშნული ვიტამინი აუცლებელია პორფირინის შენების და ჰემოგლობინის და მიოგლობინის სინთეზში.
ფარმაკოკინეტიკა:
განაწილება:
რიბოფლავინი ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში. რიბოფლავინი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში ორგანიზმში არსებული მისი დოზის პროპორციულად. ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი რეზორბციის შემდეგ სწრაფად ნაწილდებიან ყველა ქსოვილებში. ნიკოტინამიდი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ნიკოტინის მჟავა გადადის დედის რძეში. პირიდოქსინი აქტიური მეტაბოლიტების სახით გროვდება ღვიძლში. პირიდოქსინის ყველაზე დიდი რაოდენობა ორგანიზმში გვხვდება კუნთებში, შემდეგ ღვიძლში და ც.ნ.ს-ში. პირიდოქსინფოსფატი ცირკულაციაში იმყოფება შრატისმიერ ალბუმინებთან შეკავშირებული სახით. იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში.
მეტაბოლიზმი:
სორბიტოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში ფრუქტოზის წარმოქმნით, ამავე დროს მისი ნაწილი მეტაბოლიზდება პირდაპირ გლუკოზად. არგინინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროლიზის გზით და ამ დროს წარმოიქმნება შარდოვანა და ორნიტინი. რიბოფლავინი ორგანიზმში გარდაიქმნება ფლავინმონონუკლეოტიდ ფერმენტად, ხოლო შემდგომ ფლავინადენინდინუკლეოტიდად. აღნიშნული ფერმენტების დაახლოვებით 60% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. ნიკოტინამიდი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს N-მეთილნიკოტინამიდი. რეზორბციის შემდეგ პირიდოქსინი ღვიძლში ტრანსფორმირდება აქტიურ მეტაბოლიტებად პირიდოქსილფოსფატად და პირიდოქსამინფოსფატად.
გამოყოფა: არგინინი თითქნმის მთლიანად განიცდის რეზორბციას თირკმელებში და გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის სახით. რიბოფლავინი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად ნაწილობრივ მეტაბოლიტების სახით. მაღალ დოზებში გამოიყოფა უცვლელი სახით. მოზრდილებში შარდთან ერთად გამოიყოფა ნიკოტინამიდის და მისი მეტაბოლიტების დაახლოვებით 12%. პირიდოქსინის არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად. ვენაში შეყვანილი პირიდოქსინის დაახლოვებით 2% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. პანთოტენის მჟავას დაახლოვებით 70% გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენება:
ღვიძლის კომა და პრეკომა, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, პორტო-კავალური ანასტომოზის დადების შემდგომი მდგომარეობა, ქსოვილების მასიური დაზიანების შედეგად გამოწვეული (დამწვრობა) სისხლში ამიაკის რაოდენობის მომატება.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის და მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, ჰეპასოლ A –ს შემადგენლობაში შემავალი არგინინი იწვევს ფოსფორის რაოდენობის შემცირებას და კალიუმის რაოდენობის მომატებას. არგინინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილ პაციენტებში. D-პანთენოლის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ჰემოფილიით და ტერმინალური ილეიტით დაავადებულ პაციენტებში. პირიდოქსინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მის მიმართ ალერგიული რეაქციის დროს. ნიკოტინამიდის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის დაავადების და კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადების დროს. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ნაღვლის ბუშტის დაავადებებით შეპყრობილ, აგრეთვე აღნიშნულ ვიტამინებზე ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებს.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, გადაღლილობა, გაძლიერებული ოფლდენა, ტემპერატურის მომატება, ციანოზი, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები. არგინინის ინფუზია ღვიძლის მძიმე დაავადებებით ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს ჰიპერკალიემიას. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია ჰიპოფოსფატემია. ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება. პირიდოქსინის ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლებელია ნეიროპათიური სინდრომის განვითარება.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არგინინთან ერთად თიაზიდური დიურეზული საშუალებების და ამინოფილინის შეყვანა იწვევს სისხლში ინსულინის რაოდენობის მომატებას. ესტროგენები და ორალური კონტრაცეპტივები იწვევენ არგინინით გამოწვეულ ზრდის ჰორმონის რაოდენობის მომატებას და არგინინზე გლუკაგონური და ინსულინური პასუხის შემცირებას. არგინინისა და სპირინოლაქტონის ურთიერთქმედება იწვევს ლეტალური გამოსავლის მქონე მძიმე პოტენციურ ჰიპერკალიემიას. არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან. იზონიაზიდი, პენიცილამინი, ორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის მეტაბოლიზმს და მასზე ბიოლოგიურ მოთხოვნილებას. რიბოფლავინი მნიშვნელოვნად აქვეითებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომიცინის და ლინკომიცინის აქტივობას. რიბოფლავინი შეითავსებელია სტრეპტომიცინთან.
სიფრთხილე:
მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლში კალიუმის რაოდენობის სისტემატური კონტროლი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატით მკურნალობა დამოკიდებულია სისხლში ამიაკის საწყის კონცენტრაციაზე და ავადმყოფის მდგომარეობის დინამიკაზე. ვენაში წვეთოვანი ინფუზიის სახით შეჰყავთ 500 მლ ხსნარი 40 წვეთიწუთში სიჩქარით. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 12სთ-ში.
შენახვის ვადა:
2 წელი
შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15-25 °C ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
საინფუზიო ხსნარი ფლაკონებში 500მლ
მწარმოებელი:
“HEMOPHARM”
იუგოსლავია