ჰეპაროიდ ლეჩივა
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ჰეპაროიდ ლეჩივაპრეპარატის საერთაშორისო დასახელება: ჰეპარინოიდი
სამკურნალო ფორმა და დანიშნულება: გარეგანი გამოყენების მალამო.
სამკურნალო ფორმის აღწერილობა: "ზეთი წყალში" ემულსიის ტიპის მალამო, თეთრი ან მოთეთრო ფერის სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 30 გრ მალამო შეიცავს 60 მგ ჰეპარინოიდს (აქტივობა U/მგ). დამხმარე ნივთიერებები: თხვადი პარაფინი, მყარი პარაფინი, ცეტილ სტეარილალკოჰოლი, სტეარინი, თეთრი ცვილი, სატურა ლონგის მონოგლიცერიდი, ალკოჰოლი C12 - C16 ოქსიეთილენატი, პროპილენგლიკოლი, ტროლამინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დემინერალიზებული წყალი, ფილიგრან არომატიზატორი. ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ჰეპაროიდ ლეჩივა არის გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო, ანტითრომბოზული საშუალება. პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება, შედედების საწინააღმდეგო აქტივობა. ამცირებს სისხლის მომატებულ შედედებას ანთების ან დაზიანების ზონაში ტრავმების დროს, ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას; აჩქარებს ჰემატომების გაწოვას, ამცირებს შეშუპების განვითარებას და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამის შედეგად მცირდება დაძაბულობის შეგრძნება და ტკივილები ტრავმის ან ანთების ადგილას.
ჩვენებები: ზედაპირული ვენების სხვადასხვა ეტიოლოგიისა და ლოკალიზაციის ფლებიტები და თრომბოფლებიტები (მათ შორის ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ქრონიკული უკმარისობა, გართულებული ფლებიტებით, თრომბოფლებიტებით, პერიფლებიტებით, კანის საფარების ტროფიკული დარღვევებით); პერიფლებიტი წვივის ტროფიკული წყლულის დროს; ბუასილი (გარდა მწვავე სისხლმდენი ბუასილისა). ადგილობრივი გართულებების მკურნალობა ფლებომასკლეროზირებელი თერაპიის ჩატარების შემდეგ, ნაწიბუროვანი ქსოვილის აღდგენა ჰიპერტროფული ნაწიბურების დროს. რბილი ქსოვილების დაზიანებები, პოსტტრავმატული შეშუპებები, ჰემატომები, ტენდოვაგინიტები, მყესებისა დაჭიმულობა. პრეპარატი გამოიყენება უფროსებსა და ბავშვებში, ჩვილი ასაკიდან. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინოიდების, პარაბენის, პროპილენგლიკოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰემორაგიული დიათეზები, პურპურას, თრომბოციტოპენიის სხვადასხვა ფორმები, ჰემოფილია, სხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია მომატებულ სისხლდენასთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება: ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად ან კანის დიდ მონაკვეთებზე, პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის გამოყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის, მშობიარობის დროს სიხლდენების განვითარების შესაძლებლობის გამო.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის დადება არ შეიძლება ღია ჭრილობის ზედაპირზე, კანის საფარის დაზიანებულ ზედაპირზე, ლორწოვან გარსებზე, თავი ავარიდოთ მალამოს თვალში მოხვედრას. პრეპარატის გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს საქმიანობაზე, რომელსაც ესაჭიროება მომატებული ყურადღება, მოძრაობათა კოორდინაცია, ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების მაღალი სიჩქარე, მაგალითად: სატრანსპორტო საშუალებების მართვა მძღოლებში, მექანიზმებთან მომუშავე პირებში, სიმაღლეზე მუშაობისას და ა.შ. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევითი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება, მოცემულ შემთხვევაში ბავშვს უნდა გამოვურეცხოთ კუჭი და მივმართოთ ექიმს.
გამოყენების მეთოდები და დოზები: მალამო ჰეპაროიდ ლეჩივა იდება 1 მმ-მდე სისქით დაზიანბულ ადგილზე და მის გარშემო დღეში 2-3-ჯერ 4-5 საათის ინტერვალით და ფრთხილად შეიზილება საბოლოო შეწოვამდე. ფართო ჰემატომების დროს მალამოთი დამუშავებულ კანზე შეიძლება დავადოთ გაუმტარი საფენი, უმჯობესია ღამით. ვენების დაავადებების დროს შეიძლება დაიდოს მომჭერის საფენი ჰეპაროიდის მალამოთი. წვივის ტროფიკული წყლულის არსებობისას მალამო მის გარშემო უნდა შეიზილოს. პრეპარატ ჰეპაროიდ ლეჩივათი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად ადგენს და როგორც წესი 1-2 კვირას შეადგენს. ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტ ხანს. ჩვეულებრივ, ვენების დაავადებების დროს პრეპარატ ჰეპაროიდ ლეჩივას გამოყენება კომპლექსური თერაპიის ნაწილს შეადგენს, ამიტომ აუცილებელია ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა (სხვა სამკურნალო საშუალებების, მომჭერი საფენების ან ელასტიური წინდების ერთდროული გამოყენება). თუ რბილი ქსოვილების დაზიანების მკურნალობის შემთხვევაში სამი დღის განმავლობაში დადებითი დინამიკა არ შეინიშნება ან გვერდითი მოვლენები ვითარდება, მაშინ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს. გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივად პრეპარატი ჰეპაროიდ ლეჩივა ხასიათდება კარგი ამტანობით, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის საფარის ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნების გამოვლენა: შეწითლება, გამონაყარი ან კანის ქავილი; ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ძალიან დიდ უბნებზე ან მაღალი დოზების გამოყენებისას, შესაძლებელია ჰემორაგიული გართულებების განვითარება რეზორბციული მოქმედების შედეგად. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მივმართოთ ექიმს პრეპარატ ჰეპაროიდ ლეჩივათი შემდომი მკურნალობის შესაძლებლობის საკითხის გადასაწყვეტად. პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს ყველა გვერდითი მოვლენის შესახებ, იმათი ჩათვლით, რომლებიც არ არის აღნიშნული არსებულ ინსტრუქციაში. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული პრეპარატ ჰეპაროიდ ლეჩივას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ჰეპაროიდ ლეჩივას გამოყენება არ შეიძლება გარეგანი გამოყენების სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ტეტრაციკლინს, ჰიდროკორტიზონს, სალიცილის მჟავას. სიფრთხილეა საჭირო ანტიკოაგულანტების ერთობლივი დანიშვნისას, შედედების საწინააღმდეგო მოქმედების შესაძლო გაძლიერების გამო.
გამოშვების ფორმა: მალამო, 30 გრ-იან ტუბებში. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას 10-25C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებლის დასახელება და მისამართი: ლეჩივა ს/ს 102 37 პრაღა 10, დოლნი მეხოლუპი 130, ჩეხეთის რესპუბლიკა.