newhospitals

ჰელმიზოლი 200მგ #6ტ

ჰელმიზოლი 200მგ  #6ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
5115ნახვა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰელმინთური პრეპარატი

 

შემადგენლობა:
1 აბი შეიცავს 200 მგ ალბენდაზოლს.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰელმიზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის, ფართო მოქმედების სპექტრის მქონე პრეპარატს. ახდენს ჰელმინთის ფერმენტ - მალეატდეჰიდროგენაზას ბლოკირებას, რის შედეგადაც ირღვევა გლუკოზის აბსორბცია, ჰელმინთი იფიტება და კვდება. პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
მაქსიმალური კონცენტრაციას აღწევს 2 სთ-ის შემდეგ. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 8,5 სთ-ია. პრეპარატი გამოიყოფა შარდით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პრეპარატის მიღება არ საჭიროებს დიეტას, კვების რეჟიმის დაცვას და ეფექტურია, როგორც მონო, ასევე პოლიინვაზიების დროს.

 

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ნემატოდოზების, ცესტოდოზების და ექინოკოკოზის სამკურნალოდ. მის მიმართ მგრძნობიარენი არიან: Ascaris lumbricoides, Enterobius vermicularis, Ancylostoma duodenalis, Necator americanus, Trichuris trichuria, Strongiloides stercoralis, Taenia saginata, Taenia solium, Hymenolepis nn.Trichostrongylus spp, Trichinella spirale, Gnatostoma spinigerum, Toxocara canis, Echinoccocus granulosus, Echinococcus multilocularis.

 

გამოყენების წესი და დოზირება:
ნემატოდოზების და ცესტოდოზების სამკურნალოდ 2 წლამდე ინიშნება 200 მგ ერთხელ დღეში 1-3 დღე, ხოლო 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში 400 მგ ერთხელ დღეში 1-3 დღე. სასურველია 21 დღის შემდეგ მკურნალობის კურსის გამეორება. ექინოკოკოზის სამკურნალოდ ინიშნება: 12 წლამდე 7,5 მგ კგ-ზე 2-ჯერ დღეში 8-30
დღე. ტარდება 3 კურსი 14 დღიანი ინტერვალებით. 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში 400 მგ 2-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში. აუცილებელია 3-6 კურსის ჩატარება 14 დღიანი ინტერვალებით.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევებისას (ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში).

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ანორექსია, თავბრუსხვევა,
თავის ტკივილი, ნეიტროპენია.

 

გამოშვების ფორმა:
ჰელმიზოლი 200 მგ აბები #6 და #40.

 

მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.