newhospitals

ჰელიქს პლიუსი

ჰელიქს პლიუსი
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
10614ნახვა
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ. შეიცავს

√ გოგრის თესლი 200 მგ. √ შავი კაკლის ფოთლის ექსტრაქტი  10 მგ. √ ნივრის ექსტრაქტი 0.5 მგ. √ მწარე აბზინდა 0.5 მკგ.√ ურცის ექსტრაქტი 250 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, გლიცერინი, მაყვლის არომატიზატორი, კონსერვანტები (ბატრიუმის ბენზოატი), მჟავის სტაბილიზატორი (ლიმონმჟავა), დამატკბობელი (ნატრიუმის სახარიდი).

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:  გოგრის თესლის გარეკანის ექსტრაქტი ხასიათდება ძლიერი ანტიჰელმინთური მოქმედებით, ეფექტურია ყველა სახის ჭიით ინვაზიის დროს (მახვილათი, ასკარიდათი და ლამბლიათი ინფიცირების  შემთხვევაში). გოგრის თესლი არ შეიცავს ალერგენებს ! სამედიცინო ლიტერატურაში არ არსებობს ინფორმაცია მისი ალერგიული რეაქციის შესახებ. შავიკაკლის ფოთლის ექსტრაქტი მდიდარია C , B1, B2 და B3 ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, იოდით, რკინით, საკვები ბოჭკოთი, ტანინებით, იუგლონითა და იუგლონის მჟავით. ყველა ამ კომპონენტს გააჩნია ანთების-საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, ანტიფუნგალური, იმუნომასტიმულირებელი და ლორწოვანის დამცველობითი მოქმედება, არეგულირებს ლორწოს სეკრეციას და ნაღვლის გამოყოფას. შავი კაკლის ფოთლის ექსტრაქტის ანტიჰელმინთური მოქმედება განპირობებულია ჭიის ფერმენტების ბლოკირებით, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ პარაზიტის ენერგეტიკულ ცვლაში, იგი ანადგურებს ჰელმინთებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ნივრის ექსტრაქტს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ანტიოქსიდანტური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს  მადას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას და უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური ფლორის ჩამოყალიბებას. ნივრის ექსტრქტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. მწარე აბზინდას გააჩნია ანტიჰელმინთური მოქმედება, აგრეთვე გამოიყენება ლამბლიოზის სამკურნალოდ, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და მეტაბოლიზმს, გამოირჩევა ძლიერი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ურცის ექსტრაქტს გააჩნია ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი, მადის მასტიმულირებელი და იმუნომასტიმულირებელი  მოქმედება.

ჩვენება:

* ჭიებით ინვაზია (ენტერობიოზი, ასკარიდოზი)

* პროტოზოებით ინვაზია (ლამბლიოზი, ამებიაზი)

* დისპეფსია, მეტეორიზმი

* ქოლეცისტიტი

* გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

* ქრონიკული კოლიტი

* სუსტი იმუნური სისტემა

* მადის დაქვეითება

უკუჩვენება: ორსულობა, ლაქტაცია.

დოზირება და მიღების წესი:

ბავშვები 1 - 5 წელი: 5 მლ. ორჯერ დღეში

ბავშვები 5 - 1 წელი: 5 მლ. სამჯერ დღეში

მოზრდილები 12 წლის ზევით:  10 მლ. ორჯერ დღეში.

ჰელიქს პლიუსი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 15 - 20 დღეს. მკურნალობის განმეორებითი კურსი შესაძლოა ჩატარდეს 20- 30 დღიანი შესვენების შემდეგ.

ჰელიქს პლიუსი პრეპარატი მთელი ოჯახისათვის !

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC - ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი !

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !

გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ, მაყვლის გემოთი, მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით  მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.                                   

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.