ჰეელი-ვალერიანაჰელი 30მლ ფლ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ. 100 გ (110 მლ) შეიცავს: Valeriana Q - 65 g, Lupulus Q, Crataegus Q, Hypericum D1 - შესაბამისად 5 გ, Melissa Q - 3 g, Chamomilla Q, Avena sativa Q - შესაბამისად 2 გ, Acidum picrinicum D5 - 10 g; Kalium bromatum D1, Ammonium bromatum D1, Natrium bromatum D1 - შესაბამისად 1 გ. ჩვენებები:
დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობებისას. მიღების წესები და დოზები:
ჩვეულებრივ - 15 წვეთი 3-ჯერ დღეში. საღამოს, ძლიერი აგზნების ან უძილობის შემთხვევაში 25 წვეთი. ჩვილებში 2 წლამდე 3 წვეთი 3-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე - 5 წვეთი, 6-დან 12 წლამდე - 10 წვეთი გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია. უკუჩვენება:
არ გააჩნია. განსაკუთრებული მითითებები:
მოქმედებს დამამშვიდებლად, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel ინიშნება როგორც ბრომის შემცველი (3:1000) მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, შიშის, მოუსვენარი მდგომარეობის, ტკივილის და ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს, სხვადასხვაგვარი უძილობისას, მ.შ., რაიმე დაავადებით გამოწვეული უძილობისას; კლიმაქტერიული ნევროზებისას უძილობის თანხლებით (Cralonin და Klimaktheel- თან ერთად).
პრეპარატი ნაჩვენებია, აგრეთვე, უძილობით მიმდინარე ცხელების და მწვავე ინფექციური დაავადებისას (Gripp-Heel, Bryaconeel, Traumeel S- თან ერთად).
პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება მძიმე ნარკოტიკული ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები. იგი დამამშვიდებლად მოქმედებს და არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel- ის მოქმედება შეიძლება გაძლიერებულ იქნეს სხვა ნაჩვენები ბიოლოგიური პრეპარატებით, მაგ., - Nux vomica-Homaccord, Hepeel - ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული უძილობისას (მჟავების მომატებული გამოყოფისას ღამის 2-დან 6 საათამდე, შემდგომი დაღლილობით დილით - გამოღვიძების შემდეგ). სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე. შენახვის პირობები და ვადები:
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე. აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია