ჰეელი-ეუფორბიუმ კომპSN20მლ სპრ
ეუფორბიუმ კომპოზიტუმ ნაზენტროფენი სნ - Euphorbium compositum nasentropfen SN
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
20 მლ-იანი ფლაკონი პულვერიზატორით ცხვირის წვეთები: 100 გ ხსნარი შეიცავს: Euphorbium D4, Pulsatila D2, Luffa operculata D2, Mercurius bijodatus D8, Hepar sulfuris D10, Argentum nitricum D10 - შესაბამისად 1 გ. ასევე ნატრიუმჰიდროგენფოსფატ-დიჰიდრატი, ნატრიუმმონოჰიდროგენფოსფატ-დიჰიდრატი, საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
წვეთები: 100 გ ხსნარი შეიცავს: Euphorbium D3, Pulsatila D2, Luffa operculata D6, Mercurius bijodatus D8, Mucosa nasalis suis D8, Hepar sulfuris D10, Argentum nitricum D10, Sinusitis-Nosode D13 - შესაბამისად 1 გ. Ethanol 45 vol% ჩვენებები:
ცხვირის წვეთები: სხვადასხვა გენეზის რინიტები (ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული), მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტები, როგორც დამხმარე საშუალება ოზენას მკურნალობისას; გაზაფხულის სურდოს დროს, ცხვირიდან სუნთქვის გასაუმჯობესებლად.
წვეთები: მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, ევსტაქიიტი, შუა ყურის ანთება მიღების წესები და დოზები:
ცხვირის წვეთები: 1-2 შესხურება ორივე ნესტოში 3-5-ჯერ დღეში. ბავშვებისათვის 6 წლამდე 1 შესხურება 3-4-ჯერ დღეში; შეიძლება დაენიშნოს ბავშვებს 1 წლამდე.
წვეთები: ჩვეულებრივ - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არაუმეტეს 2 საათისა; შემდეგ დოზა შეიძლება დავწიოთ - 10 წვეთი 6-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები:
წვეთები: გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვდენის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. უკუჩვენება:
არ გააჩნია. განსაკუთრებული მითითებები:
წვეთები: ჩვეულებრივ - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არაუმეტეს 2 საათისა; შემდეგ დოზა შეიძლება დავწიოთ - 10 წვეთი 6-ჯერ დღეში. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე. შენახვის პირობები და ვადები:
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე. აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია