newhospitals

გრიპოსტადი® ცხელი სასმელი

გრიპოსტადი® ცხელი სასმელი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9682ნახვა

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტი: ერთი პაკეტი 5 გ ფხვნილით შეიცავს 600 მგ პარაცეტამოლს.

 

სხვა ინგრედიენტები:

50 მგ ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), ასპარტამი, ეთილცელულოზა, გაუწყლოებული კოლოიდური სილიციუმი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ლიმნის არომატი. ერთი პაკეტი შეიცავს 3,8 გ ნახშირწყლებს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარაცეტამოლი არის სამედიცინო პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება ანალგეზიური/სიცხის დამწევი საშუალებების ჯგუფს.

 

ჩვენება:

მსუბუქი და საშუალო სიძლიერის ტკივილი. _ ცხელება. პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისათვის 10 წლის ასაკიდან, მოზარდებისა და მოზრდილებისათვის.

 

წინააღმდეგჩვენებები:

ცხელი სასმელის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებისათვის: _ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დადგენილი თანდაყოლილი უკმარისობით (ჰემოლიზური ანემიის განვითარების რისკი) _ მომატებული მგრძნობელობით პრეპარატის მიმართ. _ ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის, რადგანაც ამ პრეპარატის შემადგენლობაში შედის შაქრის შემცვლელი ნივთიერება ასპარტამი, რომელიც გარდაიქმნება ფენილალანინად. ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია დოზირების სხვა ფორმები ასპარტამის გარეშე. პრეპარატი შეიცავს სუკროზას (შაქარი), ამიტომ იგი წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან იშვიათი მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევით_ალდოლაზა B-ს უკმარისობით, გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციითა ან დისაქარიდების აუტანლობა.


სიფრთხილის ზომები:

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (მაგ. ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ჰეპატიტით გამოწვეული). _თირკმელების ფუნქციის დარღვევები. _ ჟილბერის სინდრომი (ღვიძლის კონსტიტუციონალური დისფუნქცია). _ ანალგეზიური საშუალებების არარეკომენდირებული მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია თავის ტკივილის განვითარება, რომელიც არ იკურნება პრეპარატის უფრო მაღალი დოზებით მიღებისას. ზოგადად, ანალგეზიური საშუალებების ჩვეულმა მიღებამ, განსაკუთრებით, სხვა ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებთან კომბინაციაში, შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის შეუქცევადი დაზიანება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია).

 

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღონ პარაცეტამოლი ხანგრძლივად, მაღალ დოზებში, ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რადგანაც არ არის დამტკიცებული მისი უსაფრთხოება ამ შემთხვევებში. პარაცეტამოლი ექსკრეტირდება დედის რძესთან ერთად. რადგანაც აქამდე არ გამოვლენილა უარყოფითი ზემოქმედება ბავშვზე, ყოველთვის არ ხდება საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა პარაცეტამოლის მიღებისას.

 

პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:

გრიპოსტადი® ცხელი სასმელი არ გამოიყენება 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის. ამ შემთხვევაში, ხელმისაწვდომი სხვა პრეპარატები სიროფის ან სანთლების სახით პარაცეტამოლის დაბალი შემცველობით.


ავტომობილის მართვა, მექანიზმებით სარგებლობა ან მყარი საყრდენის გარეშე მუშაობის შემთხვევა:

არ არის საჭირო სიფრთხილის სპეციალური ზომების მიღება.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული მიღებისას პრეპარატებთან, რომლებიც იწვევს ღვიძლში ფერმენტების ინდუქციას, როგორიცაა, მაგ. ზოგიერთი საძილე მედიკამენტები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, პარაცეტამოლის სხვა მხრივ სრულიად უვნებელმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. იგივე შეეხება ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასაც. პარაცეტამოლისა და ქლორამფენიკოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეანელოს ამ უკანასკნელის ექსკრეცია, და, აქედან გამომდინარე, გააძლიეროს პრეპარატის ტოქსიკურობა. პარაცეტამოლისა და კუმარინის წარმოებულების ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ჯერ ვერ იქნა დადგენილი. აქედან გამომდინარე, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ორალურ ანტიკოაგულანტებს (პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას), გრიპოსტადი® ცხელი სასმელის ხანგრძლივი გამოყენება საჭიროებს სამედიცინო კონტროლს. პარაცეტამოლისა და Aძთ-ს (ზიდოვუდინი) ერთდროული მიღებისას იზრდება სისხლის თეთრი უჯრედების რიცხვის შემცირების რისკი (ნეიტროპენია). აქედან გამომდინარე, იმ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ Aძთ-თი, გრიპოსტადი® ცხელი სასმელი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის რჩევით. ერთდროული მიღებისას პრეპარატებთან, რომლებიც აყოვნებს კუჭის დაცლას, მაგ. პროპანტელინთან, შესაძლებელია, შემცირდეს აბსორბცია და პარაცეტამოლის მოქმედების დაწყება. ერთდროული მიღებისას პრეპარატებთან, რომლებიც აჩქარებს კუჭის დაცლას, მაგ. მეტოკლოპრამიდთან, შესაძლებელია, დაჩქარდეს აბსორბცია და პარაცეტამოლის მოქმედების დაწყება. გრიპოსტადი® ცხელი სასმელის გამოყენებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

 

დოზირება და მიღების წესი, მკურნალობის ხანგრძლივობა:

შეასრულეთ დოზირების და/ან თქვენი ექიმის ინსტრუქციები გრიპოსტადი® ცხელი სასმელით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისათვის.

 

გრიპოსტადი® ცხელი სასმელის რა რაოდენობა უნდა გამოიყენოთ და რამდენად ხშირად იხმარება ეს პრეპარატი?

სხეულის წონა (კგ) ასაკი (წლები) გრიპოსტადი® ცხელი სასმელის ერთჯერადი დოზა გრიპოსტადი® ცხელი სასმელის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა > 40 კგ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები 1 პაკეტი 6 პაკეტამდე _ 40 კგ 10-დან 12 წლამდე 1 პაკეტი 3 პაკეტი დოზირების ინტერვალი შეადგენს 4-8 საათს, ხოლო Dდღის განმავლობაში (24 საათში) შესაძლებელია 3-4 დოზის მიცემა.


შენიშვნა:

ღვიძლისა ან თირკმელების ფუნქციების დარღვევისა ან ჟილბერის სინდრომის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზების შემცირება, ან დოზირების ინტერვალების გაზრდა. მოათავსეთ ერთი პაკეტის შიგთავსი ჭიქაში, დაამატეთ ცხელი წყალი ფხვნილის გასახსნელად, კარგად მოურიეთ და დალიეთ ცხელ მდგომარეობაში. გრიპოსტადი® ცხელი სასმელის მიღებამ ჭამის შემდეგ შესაძლებელია, შეაფერხოს მისი მოქმედების დაწყება. პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების მიღება აუცილებელია რამდენიმე დღის განმავლობაში და დაბალ დოზებში, თუ ექიმმა ან სტომატოლოგმა არ გირჩიათ სხვანაირად.

 

ჭარბი დოზირება:

გრიპოსტადი® ცხელი სასმელის დოზის გადაჭარბება თავდაპირველად (პირველი დღე) შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, ღებინებას, ოფლიანობას, ძილიანობასა და ზოგადად შეუძლოდ ყოფნას. თუნდაც მეორე დღე გამოირჩეოდეს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებით, ღვიძლის პროგრესულმა დაზიანებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს ღვიძლისმიერი კომა მესამე დღეს. პარაცეტამოლით ინტოქსიკაციაზე ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ, რჩევისათვის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ექიმს, რომელიც მიიღებს შემდეგ ზომებს: ღებინების გამოწვევა, ან კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენური თერაპია ანტიდოტებით, როგორებიცაა: ცისტეამინი ან აცეტილცისტეინი, რომლებიც ინიშნება პრეპარატის მიღებიდან 8 სთ-ის განმავლობაში პარაცეტამოლის უჯრედების დამაზიანებელი მეტაბოლიტების გასანეიტრალებლად. დიალიზმა შეიძლება შეამციროს პარაცეტამოლის კონცენტრაცია პლაზმაში. პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის სამკურნალო შემდგომი თერაპიული ღონისძიებები დამოკიდებულია მოწამვლის ხარისხზე, სტადიასა და კლინიკურ სიმპტომებზე. გთხოვთ, არ აღადგინოთ დავიწყებული დოზა, უმჯობესია, განაგრძოთ გრიპოსტადი® ცხელი სასმელის მიღება რეკომენდაციის მიხედვით. თუ პრეპარატი მიიღება რეკომენდაციის თანახმად, სიფრთხილის სხვა ზომების მიღება არ არის საჭირო. ანალგეზიური საშუალებების არარეკომენდირებული მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების უცაბედი შეწყვეტის შედეგად შესაძლებელია, განვითარდეს თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ნევროზულობა და ვეგეტატიური სიმპტომები. პრეპარატის მოხსნის შემდეგ ეს სიმპტომები სუსტდება რამოდენიმე დღეში. ამ პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების განმეორებითი მიღება და მათ ხელმეორედ გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

გვერდითი მოვლენები:

იშვიათია ჰიპერემიისა და ძალიან იშვიათია ალერგიული რეაქციების (გამონაყარის ჩათვლით) შემთხვევები. უკიდურესად იშვიათია სისხლის ფორმულის დარღვევის შემთხვევები (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ცალკეულ შემთხვევებში აგრანულოციტოზი, პანციტოპენია). არსებობს მონაცემები ცალკეულ შემთხვევებში ბრონქოსპაზმის განვითარების შესახებ წინასწარ განწყობილ პირებში (ანალგეზიური საშუალებებით გამოწვეული ასთმა). არსებობს მოქმედ ნივთიერებასთან, პარაცეტამოლთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების ცალკეული შემთხვევები (სახის შეშუპება, ქოშინი, ოფლიანობა, გულისრევა, ჰიპოტონია შოკის განვითარებამდეც კი). თუ თქვენ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართში, აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმსა ან ფარმაცევტს.

 

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

პირველადი შეფუთვა შეიცავს 10 პაკეტს 5გ ფხვნილით.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

 

ფარმაცევტული კომპანია:

STADA Arzneimittel AG, Stadastraßev 2-18, 61118 Bad Vilbel, Germany ტელ: + 49 6101 603-0, ფაქსი: + 49 6101 603-259, ინტერნეტი: www.stada.de

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.