newhospitals

გრიმოდინი

გრიმოდინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
52602ნახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება გრიმოდინი

გრიმოდინი მიეკუთვნება ეპილეფსიისა და პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატთა ჯგუფს.
ეპილეფსია: გრიმოდინი გამოიყენება ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ (კრუნჩხვები, რომლებიც თავდაპირველად ლოკალიზებულია თავის ტვინის გარკვეული უბანში, მიუხედავად იმისა ვრცელდება თუ არა შემდგომში ტვინის სხვა უბნებში). ექიმი ეპილეფსიის სამკურნალოდ გრიმოდინს დაგინიშნავთ იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარე მკურნალობა თქვენს მდგომარეობას ბოლომდე ვერ აკონტროლებს. გრიმოდინი უნდა მიიღოთ თქვენს მიმდინარე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, თუ სხვა მითითება არ გაქვთ. გრიმოდინის გამოყენება ცალკეც შეიძლება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.
პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: გრიმოდინი გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალოდ. პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი (თავდაპირველად აღმოცენდება ზედა ან ქვედა კიდურებში) შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, მაგალითად, დიაბეტმა ან სარტყლისებრმა ლიქენმა. ტკივილის შეგრძნებები აღიწერება, როგორც სიმხურვალე, წვა, ფეთქვა, ჩხვლეტა, მოვლითი, მწვავე, სპაზმური, ყრუ, მსუსხავი, დაბუჟება, ნემსის ჩხვლეტის მაგვარი და ა.შ.2. პრეპარატ გრიმოდინის გამოყენებამდე
გრიმოდინი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: - გრიმოდინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიის (ჰიპერსენსიტიურობის) დროს.

 

პრეპარატ გრიმოდინის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

 თირკმლის დაავადებების შემთხვევაში - ისეთი ნიშნების განვითარებისას, როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. - გრიმოდინის მსგავსი ანტიეპილეფსიური საშუალებებით მკურნალობისას, პაციენტთა მცირე რიცხვში შეინიშნებოდა საკუთარი თავის დაზიანების ან თვითმკვლელობის განზრახვა. თუ თქვენ მსგავსი აზრები გაგიჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება:

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენს მიერ ამჟამად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილის, შესახებ. მორფინის შემცველი ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების შესახებ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რადგან მორფინმა შესაძლოა გაბაპენტინის ეფექტი გააძლიეროს. გრიმოდინი არ ურთიერთქმედებს სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან ან ორალურ კონტრაცეპტივებთან. გრიმოდინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე. შარდის ანალიზის საჭიროების შემთხვევაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს პერსონალს, რომ გაბაპენტინს ღებულობთ. ალუმინის და მანგანუმის შემცველ ანტაციდებთან ერთად გრიმოდინის მიღებისას, კუჭიდან მისი შეწოვა მცირდება. ამის გამო, გრიმოდინის მიღება რეკომენდირებულია ანტაციდების მიღებიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ.
პრეპარატ გრიმოდინის გამოყენება საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად: გრიმოდინის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან, ისე მის გარეშე.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ექიმისგან სხვა დანიშნულება არ გაქვთ, ორსულობის პერიოდში ნუ მიიღებთ გრიმოდინს. რეპროდუქციული ასაკის ქალებში აუცილებელია ეფექტური კონტრაცეფციის გამოყენება. სპეციალური კვლევები ორსულ ქალებში გრიმოდინის გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ გულყრების სამკურნალო სხვა პრეპარატები ზრდის ნაყოფის დაზიანების რისკს, განსაკუთრებით რამდენიმე მათგანის ერთდროულად მიღების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, თქვენი ექიმის რჩევაზე დაყრდნობით, ორსულობის პერიოდში, შეძლებისდაგვარად, მხოლოდ ერთი ანტიეპილეფსიური საშუალება უნდა მიიღოთ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება უეცრად, რადგან ამან შეიძლება კრუნჩხვების რეციდივი გამოიწვიოს, რაც საზიანო იქნება თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს დაორსულების ან ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში; ასევე, თუ ორსულობას გეგმავთ გრიმოდინის მიღების პერიოდში. პრეპარატის აქტიური ნივთიერება გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. იმის გამო, რომ ბავშვზე გრიმოდინის გავლენა უცნობია, არაა რეკომენდირებული ძუძუთი კვება მისი გამოყენების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა:

გრიმოდინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება. თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებებისა და რთული მექანიზმების მართვისგან და პოტენციურად სახიფათო აქტიობებისგან, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ პრეპარატი არ გირღვევთ აღნიშნული აქტიობების განხორციელების უნარს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გრიმოდინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: კაფსულები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ ალერგიული ხართ ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.3. გრიმოდინის გამოყენების წესი გრიმოდინის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის დანიშნულება. რაიმე ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის თქვენთვის საჭირო დოზას ექიმი განსაზღვრავს. თუ თქვენ გრძნობთ, რომ გრიმოდინის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზევით) გრიმოდინს ღებულობენ ჩვეულებრივი წესით, გარდა იმ შემთხვევისა თუ თირკმელები აწუხებთ. თირკმელების დაავადების შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება განსხვავებული დოზით ან მიღების განსხვავებული გრაფიკით დაინიშნოს. კაფსულები ყოველთვის მთლიანად გადაყლაპეთ და უხვად დააყოლეთ წყალი. არ შეწყვიტოთ გრიმოდინის მიღება ექიმის გარეშე.
პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილი: კაფსულები ან ტაბლეტები მიიღეთ იმ რაოდენობით, რაც დაგინიშნათ ექიმმა. ჩვეულებრივ, დოზას თანდათანობით ზრდიან. საწყისი დღიური დოზა, როგორც წესი, მერყეობს 300-დან 900მგ-მდე. შემდგომში, ექიმმა შეიძლება საფეხურებრივად გაზარდოს დღიური დოზა მაქსიმუმ 3600მგ-მდე, რაც გადანაწილდება 3-ჯერად მიღებაზე - დილით, შუადღეს და საღამოს.
ეპილეფსია: ზრდასრულებსა და მოზარდებში: კაფსულები ან ტაბლეტები მიიღეთ იმ რაოდენობით, რაც დაგინიშნათ ექიმმა. ჩვეულებრივ, დოზას თანდათანობით ზრდიან. საწყისი დღიური დოზა, როგორც წესი, მერყეობს 300-დან 900მგ-მდე. შემდგომში, ექიმმა შეიძლება დღიური დოზა გაზარდოს საფეხურებრივად მაქსიმუმ 3600მგ-მდე, რაც გადანაწილდება 3-ჯერად მიღებაზე - დილით, შუადღეს და საღამოს.
6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში: ბავშვისთვის დოზას, მის წონაზე გადაანგარიშებით, განსაზღვრავს ექიმი. მკურნალობა იწყება დაბალი დოზით, რომელიც თანდათან იზრდება, დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. ეპილეფსიის საკონტროლოდ ნორმალური დოზაა დღეში 25-35 მგ/კგ, რაც, ჩვეულებრივ, 3 ნაწილად იყოფა, და მიიღება ყოველდღიურად, 3-ჯერ დღეში: დილით, შუადღეს და საღამოს.
გრიმოდინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი გაბაპენტინი ჭარბად: დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ დარჩენილი კაფსულები ან ტაბლეტები და კონტეინერი ეტიკეტით, რათა საავადმყოფოში ზუსტად დაადგინონ რა მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ გრიმოდინის მიღება: გრიმოდინის გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე მიიღეთ, თუ ჯერ არა დამდგარა შემდეგი დოზის მიღების დრო. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ შეწყვიტეთ გრიმოდინის გამოყენება: ნუ შეწყვეტთ გრიმოდინის მიღებას ექიმის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, 1 კვირის განმავლობაში. გრიმოდინის ექიმის ნებართვის გარეშე, უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი. პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.4. შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, გრიმოდინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი: (10-დან 1-10 პაციენტში):
• ვირუსული ინფექცია
• ძილიანობა, თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა
• დაღლილობის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა

ხშირი: (100-დან 1-100 პაციენტში):
• პნევმონია, სასუნთქი გზების და საშარდე სისტემის ინფექციური დაავადებები, ყურის ანთება
• სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
• ანორექსია, გაზრდილი მადა
• გარშემომყოფთა მიმართ გამოხატული აგრესია, დაბნეულობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, დეპრესია, შფოთვა, ნევროზულობა, აზროვნების გაძნელება
• კონვულსიები, უნებლიე მკვეთრი მოძრაობები, მეტყველების გაძნელება, მეხსიერების დაკარგვა, ტრემორი, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, კანის მგრძნობიარობის გაზრდა, შეგრძნებების შესუსტება, კოორდინაციის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, რეფლექსების გაძლიერება, შესუსტება ან არარსებობა
• მხედველობის დაბინდვა ან გაორება
• თავბრუსხვევა
• სისხლის მაღალი წნევა, სისხლის მოწოლა ან სისხლძარღვების გაფართოება
• სუნთქვის გაძნელება, ბრონქიტი, ყელის ტკივილი, ხველება, ცხვირის სიმშრალე
• ღებინება, გულისრევის შეგრძნება, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, ღრძილების ანთება, დიარეა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, პირის ან ყელის სიმშრალე, მეტეორიზმი
• სახის შეშუპება, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, აკნე
• სახსრების, კუნთების, ზურგის ტკივილი, კონვულსიური მოძრაობები
• თვითკონტროლის დაქვეითება
• ერექციის გაძნელება
• კიდურების შეშუპება, ან შეშუპება, რომელიც ვრცელდება სახეზე, ტანზე და კიდურებზე, სიარულის გაძნელება, სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გრიპის მსგავსი სიმპტომები
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, წონის მომატება
• შემთხვევითი ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა

იშვიათი:(1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
• სისხლის ფირფიტების რაოდენობის დაქვეითება
• ალერგიული რეაქციები, მაგ. ჭინჭრის ციება
• ჰალუცინაციები
• არანორმალური მოძრაობები, როგორიცაა კრუნჩხვა, მკვეთრი მოძრაობები, და გაშეშება
• შუილი ყურებში
• აჩქარებული გულისცემა
• პანკრეასის ანთება
• ღვიძლის ანთება, კანის და თვალების სიყვითლე
• კანის მწვავე რეაქციები, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ტუჩების და სახის შეშუპება, კანის გამონაყარი და დაწითლება, თმის ცვენა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა
• გაბაპენტინის მიღების უეცარი შეწყვეტით გამოწვეული არასასურველი მოვლენები (შფოთვა, ძილის დარღვევა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი, ოფლიანობა), ტკივილი გულმკერდის არეში
• სისხლში გლუკოზის შემცველობის ფლუქტუაცია დიაბეტიან პაციენტებში, სისხლის ანალიზების არანორმალური პასუხები, რაც ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს. გარდა ამისა, კლინიკური დაკვირვებებით, ბავშვებში ხშირია აგრესიული ქცევა და უნებლიე მკვეთრი მოძრაობები. აქ ჩამოთვლილ გვერდით

მოვლენათაგან თუ რომელიმემ მძიმე ხასიათი მიიღო, ან თუ შენიშნეთ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.5. გრიმოდინის შენახვის პირობები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე. ნუ მიიღებთ გრიმოდინს მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მუყაოს კოლოფზეა აღნიშნული. მოხმარების ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო რიცხვში. პრეპარატს ნუ გაატანთ კანალიზაციის წყალს და ნუ გადაყრით საოჯახო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების გადაყრის საშუალებების შესახებ რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. საჭირო ზომების მიღებით გარემოს დაბინძურებისგან დაიცავთ.

 

დამატებითი ინფორმაცია: 

გრიმოდინის შემადგენლობა: პერპარატის აქტიური ნივთიერებაა გაბაპენტინი, რომელიც თითოეული მყარი კაფსულის შემადგენლობაში შედის 100მგ, 300მგ ან 400მგ რაოდენობით. გრიმოდინის კაფსულების სხვა ინგრედიენტებია: კაფსულის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი სიმინდის სახამებელი ტალკი კაფსულის გარსი: 100მგ კაფსულის გარსი (nº3, ღია მწვანე და სპილოს ძვლის ფერი): თავი: ინდიგოკარმინი (E132) - DC&C ლურჯი 2 ქინოლინის ყვითელი (E104) ტიტანის დიოქსიდი (E171) ჟელატინი ფუძე: რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) ტიტანის დიოქსიდი (E171) ჟელატინი 300მგ კაფსულის გარსი (nº0, ღია მწვანე და თეთრი): თავი: ინდიგოკარმინი (E132) - DC&C ლურჯი 2 ტიტანის დიოქსიდი (E171) რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) ჟელატინი ფუძე: ტიტანის დიოქსიდი (E171) ჟელატინი 400მგ კაფსულის გარსი (nº0, ღია მწვანე და თეთრი): თავი: ინდიგოკარმინი (E132) - DC&C ლურჯი 2 ტიტანის დიოქსიდი (E171) რკინის ოქსიდი ყვითელი (E172) ჟელატინი ფუძე: ტიტანის დიოქსიდი (E171) ჟელატინი


როგორ გამოიყურება გრიმოდინი და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში:
მყარი კაფსულა გრიმოდინი გამოდის ბლისტერის სახით PVC+PVD/A1. 100მგ კაფსულებისთვის არსებობს 20, 50, 60, 100 ან 120 ცალიანი შეფუთვა. 300მგ ან 400მგ კაფსულებისთვის - 50, 60, 100 ან 120 ცალიანი შეფუთვა. შეფუთვის ყველა აღნიშნული სახე არ ხვდება გაყიდვაში.


სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
სს ფარმაცევტული საწარმო ეგისი კერესტურის ქუჩა, 30-38 1106 ბუდაპეშტი, უნგრეთი 


მწარმოებელი:

ვესტ ფარმა - Producoes de Especialidades Farmaceuticas, S. A. ჟოაო დე დეუს ქუჩა #11, ვენდა ნოვა, 27000-486, ამადორა, პორტუგალია ატლანტიკ ფარმა - Producoes Farmaceuticas, S. A. ტაპადა გრანდეს ქუჩა #2, აბრუნეირა, 2710-089 სინტრა, პორტუგალია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.