გრასალვა 300მკგ/1მლ შპრიცი

გრასალვა 300მკგ/1მლ შპრიცი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4342ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
filgrastim

 

 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
L03AA02

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰემოპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები; ლეიკოპოეზის მასტიმულირებელი პრეპარატები

 

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
300 მკგ 1ც
480 მკგ 1ც

 

აქტიური ნივთიერება:
გრასალვა 30 მლნ სე/მლ: 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლნ სე (300 მკგ) ფილგასტრიმს.
გრასალვა 48 მლნ სე/0,8 მლ: 0,8 მლ ხსნარი შეიცავს 48 მლნ სე (480 მკგ) ფილგასტრიმს.

 

დამხმარე ნივთიერებები:
ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი, პოლისორბატი
80, საინექციო წყალი.

 

აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

 

წამლის ფორმა:
ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 30 მლნ სე/მლ,
ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 48 მლნ სე/0,8 მლ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფილგასტრიმი, ადამიანის რეკომბინირებული გრანულოციტების კალონიების მასტიმულირებელი ფაქტორი. (გ-კმფ). ფილგასტრიმს გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური აქტივობა, როგორიც ადამიანის ენდოგენურ გ-კმფ-ს და ამ უკანასკნელისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ წარმოადგენს არაგლიკოზილირებულ ცილას და N- ბოლოში გააჩნია დამატებითი მეთიონინი. ფილგასტრიმი, რომელიც მიღებულია რეკომბინირებული დნმ-ს ტექნოლოგიით, გამოიყოფა ბაქტერია Escherichia coli- ს უჯრედებიდან, რომელთა გენეტიკურ აპარატშიც შეყვანილია გ-კმფ-ს ცილის მაკოდირებელი გენი.
ადამიანის გრანულოციტების კოლონიების მასტიმულირებელი ფაქტორი (გ-კმფ) - წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ფუნქციურად აქტიური ნეიტროფილების წარმოქმნას და მათ გადმოსვლას ძვლის ტვინიდან სისხლში. ფილგრასტიმი, რომელსაც გააჩნია გ-კმფ-ს თვისებები, შეყვანიდან პირველივე 24 საათში მნიშვნელოვნად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში და აგრეთვე მცირედით ზრდის მონოციტების რაოდენობას. მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე ზოგიერთ პაციენტში ფილგრასტიმმა შესაძლებელია გამოიწვიოს მოცირკულირე ეოზინოფილების და ბაზოფილების რაოდენობის უმნიშვნელო მომატება შედარებით საწყის მაჩვენებლებთან, თუმცა აღნიშნული პაციენტების ნაწილში ეოზინოფილია და ბაზოფილია შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატის მიღებამდეც.
ფილგასტრიმის რეკომენდირებული დოზის მიღებებს შორის ინტერვალში გამოვლინდა ნეიტროფილების რაოდენობის დოზა-დამოკიდებული მომატება, რის დროსაც აღნიშნული უჯრედების ქემოტაქსიური და ფაგოციტური აქტივობა ნორმალურია ან მომატებულია. მკურნალობის დასრულების შემდეგ ნეიტროფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში ქვეითდება 50%-მდე 1-2 დღის განმავლობაში და უბრუნდება ნორმალურ დონეს შემდეგი 1-7 დღის განმავლობაში.
ფილგრასტრიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ჩატარების შეემდეგ. ფილგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ფებრილური ნეიტროპენიის, ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰისპიტალიზაციის ხანგრძლივობას როგორც მწვავე მიელოლეიკოზის დროს ჩატარებული ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ, ასევე მიელობლასტური მკურნალობის შემდეგ (ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით), თუმცა არ ახდენს ზეგავლენას ცხელების სიხშირეზე და ინფექციურ გართულებებზე და არ ამცირებს ცხელების ხანგრძლივობას პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მიელობლასტური მკურნალობა შემდგომი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით.
ფილგრასტიმის მონოთერაპია ისევე, როგორც ქიმიოთერაპიის შემდეგ იწვევს პერიფერიულ სისხლში ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადასვლას. სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (პსღუ) აუტოლოგიური ან ალოგენური ტრანსპლანტაცია შესაძლებელია ჩატარდეს მაღალდოზიანი ციტოსტატიური მკურნალობის შემდეგ ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან ერთად ან ტრანსპლანტაციის დამატებითი მკურნალობის სახით. პსღუ-ს ტრანსპლანტაცია აჩქარებს სისხლმბადი ფუნქციის აღდგენას, აგრეთვე ამცირებს ჰემორაგიული გართულებების რისკს და ტრომბოციტური მასის გადასხმის საჭიროებას.
ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან შედარებით ფილგრასტიმის გამოყენება მობილიზირებული ალოგენური პსღუ-ს რეციპიენტებში იწვევს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უფრო სწრაფ დარეგულირებას. ნორმას უბრუნდება თრომბოციტების რაოდენობა და აღარ არის საჭირო თრომბოციტოპენიის კონტროლი. ჯანმრთელ დონორებში ფილგრასტიმის 10 მკგ/კგ სხეულის წონა/ დღეღამეში შეყვანა კანქვეშ ყოველდღიურად 4-5 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ქმნის პირობებს, რომ 2 ლეიკოფერეზის ჩატარების შემდეგ მიიღოს პსღუ-ს რაოდენობა, რაც ტოლია ან მეტია 4 x 106 CD 34+-უჯრედები/კგ რეციპიენტის სხეულის წონისა.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე ბავშვებში და მოზრდილებში (თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური) ფილგასტრიმი სტაბილურად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში, ამცირებს ინფექციების სიხშირეს და მათთან დაკავშირებულ გართულებებს.
შიდსის მქონე პაციენტებში ფილგასტრიმის დანიშვნა ხელს უწყობს ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს ანტრივირუსულ და/ან მიელოსუპრესიული თერაპიის გეგმაზომიერ განხორციელებას. ფილგასტრიმის მკურნალობის დროს არ გამოვლენილა შიდსის რეპლიკაციის მომატების შემთხვევები.
სხვა ჰემატოპოეზური ზრდის ფაქტორების მსგავსად ფილგრასტიმი in vitro ასტიმულირებს ადამიანის ენდოთელური უჯრედების პროლიფერაციას.

ფარმაკოკინეტიკა:
როგორც ინტრავენური, ასევე კანქვეშა ინექციის შემდეგ ფილგასტრიმის ელიმინაცია მიმდინარეობს I რიგის კინეტიკის შესაბამისად. სისხლის პლაზმიდან ფილგრასტიმის ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 3,5 სთ-ს, ხოლო კლირენსი ტოლია 0,6 მლ/წთ/კგ. ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის შემდეგ ფილგრასტიმის ხანგრძლივი, 28 დღემდე გამოყენებისას არ გამოვლენილა კუმულაცია და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა.
ფილგასტრიმის ინტრავენური და კანქვეშა ინექციის შემდეგ ვლინდება დადებითი ხაზოვანი დამოკიდებულება დოზასა და სისხლის შრატის კონცენტრაციას შორის. კანქვეშ ფილგასტრიმის თერაპიული დოზების შეყვანის შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში აჭარბებს 10 ნგ/მლ-ს 6-8 სთ-ს განმავლობაში. გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 150 მლ/კგ.

ჩვენებები:
გრასალვა ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით:
• ნეიტროპენიის ხანგრძლივობის და ფებრილური ნეიტროპენიის ეპიზოდების სიხშირის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო (გამონაკლისს წარმოადგენს მიელოლეიკოზი და მიელოდისპლაზიური სინდრომი).
• ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა, რის შემდეგაც დაგეგმილია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარება.
• სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია
• ხანგრძლივი მკურნალობის სახით ინიშნება ნეიტროფილების რაოდენობის მოსამატებლად და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად პატარა და მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე, ქრონიკული, თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤0,5 X 109/ლ) და ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე ან მორეციდივე ინფექციები.
• ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება მდგრადი ნეიტროპენიის დროს (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤1,0 X 109/ლ) შიდსის შორს წასული სტადიის მქონე პაციენტებში, როცა სხვა მკურნალობა არაეფექტურია ნეიტროფილების რაოდენობის გასაკონტროლებლად.
• ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით.

მიღების წესები და დოზები:
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო:
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 0,5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ სხეულის წონა 1-ჯერ დღეში. პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან არა უადრეს 24 საათის შემდეგ. გრასალვას შეყვანა შესაძლებელია ყოველდღიურად კანქვეშა ინექციების სახით ან ყოველდღიურად ხანმოკლე (30 წუთიანი) ინტრავენური ინფუზიის სახით განზავებული 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. "მიღების წესი"). სასურველია პრეპარატის შეყვანა კანქვეშა ინექციის გზით. ინტრავენური ინფუზიისას ფილგასტრიმის მოქმედების ვადა შესაძლებელია შემცირდეს.
გრასალვა შეჰყავთ ყოველდღიურად მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღვარს და არ მიაღწევს ნორმალური მაჩვენებლების დიაპაზონს. თუ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ტარდება მყარი სიმსივნეების, ლიმფომების და ლიმფოლეიკოზის გამო, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური მკურნალობის ჩატარების შემდეგ გრასალვას მიღება შესაძლებელია გახანგრზლივდეს 38 დღემდე. გრასალვას მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ტიპზე, დოზაზე და სქემაზე. ნეიტროფილების რაოდენობის გარდამავალი მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება ფილგასტრიმის მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელი მინიმუმის ზღვარს ან არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს. არ არის რეკომენდირებული მკურნალობის შეწყვეტა მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღვარს.
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით
საწყისი დოზა შეადგენს 1 მლნ. სე (10 მკგ)/ კგ სხეულის წონა დღეღამეში, ინიშნება 30 წუთიანი ან უწყვეტი 24 საათიანი ინტრავენური ინფუზიის ან უწყვეტი 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის სახით. ი/ვ და კანქვეშა ინფუზიის შემთხვევაში გრასალვა უნდა განზავდეს 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. "მიღების წესი").
გრასალვას პირველი დოზა შეჰყავთ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციიდან არაუგვიანეს 24 საათის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც გაივლის ნეიტროფილების რაოდენობის მაქსიმალური დაქვეითების მომენტი, მაშინ სადღეღამისო დოზა უნდა დარეგულირდეს გამომდინარე ნეიტროფილების რაოდენობის დინამიკიდან:

ნეიტროფილების რაოდენობა ფილგასტრიმის დოზა:
1,0x109/ლ-ზე მეტი ზედიზედ 3 დღის განამვლობაში ამცირებენ 0,5 მლნ სე-მდე (5 მკგ)/კგ/დღეღამეში
1,0x109/ლ-ზე მეტი ზედიზედ 3 დღის განამვლობაში ფილგასტრიმის მიღება წყდება
თუ მკურნალობის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა მცირდება 1,0x109/ლ-მდე, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის დოზა ხელახლა უნდა გაიზარდოს ზემოაღნიშნული სქემის შესაბამისად.

სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ან მიელოაბლაციური მკურნალობა სპღუ-ს შემდგომი აუტოლოგიური ტრანსფუზიით
სპღუ-ს მობილიზაციისთვის, რომელიც ტარდება მონოთერაპიის სახით, შეჰყავთ 1 მლნ. სე (10 მკგ)/კგ დღეღამეში 24 საათიანი უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის ან ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ზედიზედ 5-7 დღის განმავლობაში. ინფუზიის წინ გრასალვას აზავებენ 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. "მიღების წესი"). ჩვეულებრივ საკმარისია ერთი ან ორი ლეიკოფერეზის ჩატარება მე-5 ან მე-6 დღეს. დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარების შემთხვევაში საჭიროა გრასალვას იგივე დოზების მიღება ლეიკოფერეზის დასრულებამდე. მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ სპღუ-ს მობილიზაციისთვის ინიშნება 0,5 მლნ სე (5 მკგ)/ კგ დღეღამეში კანქვეშა ინექციის სახით, ქიმიოთერაპიის დასრულების პირველივე დღიდან და მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღურბლს და არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებლებს. ლეიკოფერეზი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა ნეიტროფილების რაოდენობა მოიმატებს <0,5 x 109/ ლ-დან >5,0 x 109/ლ-მდე. თუ პაციენტს არ ჩატარებია ინტენსიური ქიმიოთერაპია, ასეთ შემთხვევაში საკმარისი იქნება ერთი ლეიკოფერეზის გაკეთება. ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდირებულია დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარება.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის (მქნ) მქონე პაციენტები
თანდაყოლილი ნეიტროპენიის დროს გრასალვას საწყისი დოზა შეადგენს 1,2 მლნ. სე (12 მკგ)/კგ დღეღამეში ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. იდიოპათიური ან პერიოდული ნეიტროპენიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 0,5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ/დღეღამეში, ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.

დოზის კორექცია:
გრასალვა შეჰყავთ ყოველდღიურად მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა სტაბილურად არ გადააჭარბებს 1,5 x 109/ ლ-ს. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ საჭიროა განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა ნეიტროფილების აღნიშნული რაოდენობის შესანარჩუნებლად. ნეიტროფილების საჭირო რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა პრეპარატის ხანგრძლივად და ყოველდღიურად გამოყენება. 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ საწყისი დოზა შესაძლებელია გაორმაგდეს ან განახევრდეს გამომდინარე მკურნალობის ეფექტიდან. შედეგად ყოველ 1-2 კვირაში უნდა ჩატარდეს დოზის ინდივიდუალური კორექცია, რათა შენარჩუნდეს ნეიტროფილების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი 1,5x 109/ლ-დან 10 x 109/ ლ-მდე დიაპაზონში. მძიმე ინფექციების მქონე პაციენტებში დასაშვებია დოზის უფრო სწრაფი მომატება. მქნ-ს მქონე პაციენტებში დღეღამეში 2,4 მლნ. სე-ზე მეტი (24 მკგ)/კგ დოზის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

 

შიდსით დაავადებული პაციენტები
ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენა
საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მლნ. სე (1 მკგ)/ კგ დღეღამეში ყოველდღე, ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით, თუმცა დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმამდე, რაც შეადგენს 0,4 მლნ. სე (4 მკგ)/კგ/დღეღამეში - სანამ არ დარეგულირდება ნეიტროფილების რაოდენობა (2,0 x 109/ ლ-ზე მეტი).
ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება:
ნეიტროფილების რაოდენობის დარეგულირების შემდეგ უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა აღნიშნული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია დაიწყოს 30 მლნ. სე (300 მკგ)(სხეულის წონისგან დამოუკიდებლად) შეყვანა კანქვეშ დღეგამოშვებით. აუცილებელია ნეიტროფილების რაოდენობა იყოს 2,0 x 109/ ლ-ზე მეტი, ამიტომ შემდგომში ნეიტროფილების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის ინდივიდუალური კორექია. ჩვეულებრივ აღნიშნული დოზის შეყვანა შესაძლებელია კვირაში 3-ჯერ. ზოგჯერ >2,0 x 109/ ლ-ის ფარგლებში ნეიტროფილების რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციისთვის
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 მლნ. სე (10 მკგ)/კგ დღეღამეში 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის (იხ. "მიღების წესი") ან კანქვეშა ინექციის სახით 1-ჯერ დღეღამეში ზედიზედ 4-5 დღის განმავლობაში. ლეიკოფერეზი ტარდება მე-5, ან საჭიროების, შემთხვევაში მე-6 დღიდან, რათა მიიღონ 4 x 106CD34+ უჯრედი/კგ პაციენტის სხეულის წონა.
16 წლამდე ბავშვებში და 60 წელზე უფროს დონორებში ფილგასტრიმის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ მოიპოვება.
განსაკუთრებული მითითება დოზირების შესახებ
ბავშვები: სპღუ-ს და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პედიატრიულ პაციენტებში გრასალვა გამოიყენება ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილებში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ციტოტოქსიური მკურნალობა. განსაკუთრებული მითითება დოზირების შესახებ

ხანდაზმულები:
იმის გამო, რომ არ ჩატარებულა საკმარისი გამოკვლევები, ხანდაზმულებში დოზირების სპეციალური რეკომენდაციები არ არის მოწოდებული

 

მიღების წესი:
გრასალვას ანზავებენ მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარში (დექსტროზა), დაუშვებელია მისი განზავება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
განზავების შემდეგ პრეპარატი შესაძლებელია ადსორბირდეს მინის ან პლასტმასის მიერ.
თუ განზავებისას გრასალვას კონცენტრაცია ნაკლებია 1,5 მლნ. სე-ზე (15 მკგ) 1 მლ-ში, ასეთ შემთხვევაში ადსორბციის თავიდან ასაცილებლად პრეპარატს უნდა დაემატოს იმ რაოდენობის ადამიანის შრატის ალბუმინი, რომ ალბუმინის საბოლოო კონცენტრაციამ შეადგინოს 2 მგ/მლ. მაგალითად იმისთვის, რომ გრასალვას 30 მლნ. სე-ზე (300 მკგ) ნ
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.