გოლდ რეი #10კაფს
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
გოლდ რეი / Gold Ray სავაჭრო დასახელება:გოლდ რეი, Gold Ray საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
- წამლის ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა:
კაფსულის გარსი: მუქი ვარდისფერიდან მოვარდისფრო-ყავისფრამდე შეფერილობის. კაფსულის შიგთავსი: ყავისფერ-წითელი რბილი მასა მოყვითალო ელფერით. შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატურალური ფუტკრის რძე (ლიოფილი¬ზატი HAD 5,8%) 1000 მგ
ბეტა-კაროტინი (ვიტამინ A-ს პროვიტამინი) 2500 სე
ხორბლის ღივების ზეთი 500 მგ
ნივრის ფხვნილი 100 მგ
და¬მ¬ხ¬მარე ნივთიერებები:
ეთილვანილინი, სოიოს ლე¬ციტინი 45%, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტი-პი I), ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი II). ფარმაკოლოგიური თვისებები:
გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეულ აქტი¬ური ნივთიერებების კომ-პლექსს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შე-ნარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. პრეპარატში შემავალი კომპონენტები დადებით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე (ზრდიან ემოციური და ფიზი¬კური დატვირთვის მიმართ ამტანობას), ასევე, მისი ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებზეც.
ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინომჟა-ვებით. მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციუ¬ლი ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა და ქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწეს¬რიგებას, აღმოფხვრავს შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას. გააჩნია იმუნომოდულაციური ეფექტი. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს. გააჩ-ნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი.
ბეტა-კაროტინი წარმოადგენს ვიტამინ A-ს პროვიტამინს. მისი ვიტამინ A-დ გარ-დაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე. აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციო-ნირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძოლაში. ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, მათ შორის გა-ციების, მიმართ. გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნა-ლოდ. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპრო-ფილაქტიკო და სამკურნალო საშუა¬ლებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდანტური მო-ქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით. ზრდის "სასარგებლო" ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ხორბლის ღივების ზეთი ვიტამინ E-ს წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიო-ქსიდანტს. ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებე-ლი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას. ხელს უწყობს ვიტამინ A-ს ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, გააჩნია ანტიკან-ცეროგენული მოქმედება. გარდა ამისა, ვიტამინი E ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთად კომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროს-კლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურ დისფუნქციას, როგორც მამა-კაცებში, ასევე ქალებში.
ნივრის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნო¬ლოგიით, იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაბას, გააჩნია ანტიკან-ცეროგენული მოქმედება, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ. გამოყენების ჩვენებები:
- გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციული ჩარე-ვების, ტრავმების, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
- ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ., სპორტ¬სმენებში);
- კლიმაქტერული პერიოდი;
- უნაყოფობა;
- პოტენციის დაქვეითება;
- არაბალანსირებული კვება;
- სახსრების დეგენერაციული დაავადებები;
- კანის დაავადებები;
- მხედველობის დარღვევები;
- ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენ-ტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე. განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება დღის მეო¬რე ნახევარში რეკომენდებული არ არის. გვერდითი მოქმედება:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამ-ოვლენილი არ არის. გამოშვების ფორმა:
კაფსულები; 10 ცალი/2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგი¬ლას არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.