newhospitals

გლუკოვანსი 2.5მგ/500მგ #30ტ

გლუკოვანსი 2.5მგ/500მგ #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3464ნახვა

 

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები შეფუთვაში 30 ც. 1 ტაბ. შეიცავს მეტფორმინს 500მგ და გლიბენკლამიდს 2,5მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტფორმინი განეკუთვნება ბიგუანიდების ჯგუფს, ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატების ხარჯზე, ასევე აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლების შეწოვის პროცესს და თრგუნავს ღვიძლში გლუკონეოგენეზს, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და დაბალი სიხშირის ლიპოპროტეინებს, გლიბენკლამიდი განეკუთვნება სულფონილშარდოვანის 2 თაობის პრეპარატებს, ის იწვევს პანკრეასის ბეტა-უჯრედების სტიმულაციას და ხელს უწყობს ინსულინის სეკრეციას

 

 

ჩვენება:
2 ტიპის დიაბეტი მოზრდილებში

 

უკუჩვენება:
1 ტიპის დიაბეტი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კეტოაციდოზი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მძიმე ინფექციები, მიოკარდიუმის ინფარქტი, პორფირია, ალკოჰოლიზმი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ორსულობა, ლაქტაცია, მიკონაზოლის მიღება

 

გვერდითი მოვლენები:
ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულის რევა, ერითემა, თრომბოციტოპენია, ანემია, ალკოჰოლის მიღებისას --,,ანტაბუსის ეფექტი,,

 

განსაკუთრებული მითითება:
მიკონაზოლის და ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური კომა. კორტიკოსტეროიდებთან ერთად პრეპარატის დანიშვნის დროს შეიძლება განვითარდეს კეტოაციდოზი.

 

დოზირება:
ინდივიდუალურია, საშუალოდ საწყისი დოზაა 1 აბი ჭამის დროს, მაქსიმალური-4 აბი დღის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდება ყოველ 2 კვირაში ექიმის მიერ.

 

მწარმოებელი:
MERCK SANTE საფრანგეთი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.