გლუკოტონი 80მგ #40ტ GMP
შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - გლიკლაზიდის 0.08 გ-ს.
მოქმედების მექანიზმი:II თაობის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება (სულფონილშარდოვანას წარმოებული). გლუკოტონი ნახშირწყლების ცვლაზე ზემოქმედებასთან ერთად გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზეც, ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა-უჯრედების მიერ ინსულინის გამომუშავებასა და გლუკოზის ინსულინსეკრეტორულ მოქმედებას. ამასთან, აძლიერებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიგა ფერმენტების (მათ შორის გლიკოგენ-სინთეტაზას) აქტივობას, ამცირებს საკვების მიღებასა და ინსულინის სეკრეციას შორის დროის შუალედს.
გლუკოტონი აღადგენს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკს (სულფონილშარდოვანას წარმოებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით), ამცირებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აძლიერებს სისხლძარღვთა ფიბრინოლიზურ აქტივობას, არეგულირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას და აფერხებს მიკროთრომბოზისა და ათეროსკლეროზის განვითარებას, ანელებს დიაბეტური რეტინოპათიის განვითარებას არაპროლიფერაციულ სტადიაზე. გლუკოტონის ხანგრძლივი მიღებისას დიაბეტური ნეფროპათიის დროს მცირდება პროტეინურია. პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას, რადგან იგი უპირატესად მოქმედებს ინსულინის სეკრეციის ადრეულ პიკზე და არ იწვევს ჰიპერინსულინემიას.
გლიკლაზიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ერთჯერადად 80 მგ-ის მიღების შემდეგ სისხლში ჩმახ მიიღწევა დაახლოებით 4 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 94,2%. გლიკლაზიდი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და წარმოიქმნება 8 მეტაბოლიტი. გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით მეტაბოლიტების სახით, 1%-ზე ნაკლები - შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. თ1/2 - 12 სთ. ჩვენება:
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის). უკუჩვენება:
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით იუვენილური); კეტოაციდოზი; მძიმე დამწვრობები და ინფექციები; დიაბეტური პრეკომა და კომა; ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციათა მნიშვნელოვანი დარღვევები; ორსულობა, ლაქტაცია; სულფონილშარდოვანას წარმოებულებისადმი მაღალი მგრძნობელობა. უსაფრთხოების ზომები:
გლუკოტონი ინიშნება ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ დაბალკალორიულ დიეტასთან (ნახშირწყლების მცირე შემცველობით) ერთად.
ქირურგიული ჩარევებისა და დეკომპენსირებული დიაბეტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ინსულინის პრეპარატების გამოყენების საკითხი.
იატროგენული ჰიპერგლიკემიის დროს საჭიროა გლუკოტონის დოზის თანდათანობითი გაზრდა და უშედეგობის შემთხვევაში გადასაწყვეტია მკურნალობაში ინსულინის დროებითი ჩართვა.
ზომიერი ჰიპოგლიკემიის (ოფლიანობის გაძლიერება, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, სისუსტე), ასევე ძლიერი ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის დოზის კორექცია. ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით, ინსულინდამოუკიდებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა რეკომენდებულია ჰიპოგლიკემიური და/ან დაბალკალორიული რეჟიმის დაწყებით. პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით და თანდათანობით. აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება, გლუკოტონთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას, აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებისას ან შიმშილისას, მოსალოდნელი ჰიპოგლიკემიის განვითარების შესახებ.
სულფანილამიდები, ფენილბუტაზონი, კლოფიბრატი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, სალიცილატები, ეთანოლის შემცველი პრეპარატები გლუკოტონთან ერთდროული დანიშვნისას აძლიერებენ მის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას. მაო-ს ინჰიბიტორები, თეოფილინი, კოფეინი ზრდიან ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. ბეტა-ადრენობლოკატორები გლუკოტონთან ერთდროულად დანიშვნისას აძლიერებენ მის მოქმედებას და ახდენენ ჰიპოგლიკემიის გამოვლინებების ნიველირებას.
გლუკოკორტიკოსტეროიდები (გარეგანი მოქმედების პრეპარატების ჩათვლით), დიურეტიკები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა, თიაზიდის წარმოებულები), ესტროგენები, პროჟესტინო-ესტროგენები, პროჟესტოგენები, დიფენინი, რიფამპიცინი, ბარბიტურატები ამცირებენ გლუკოტონის აქტივობას. გლუკოტონისა და მიკონაზოლის პრეპარატების ერთდროული დანიშვნა უკუნაჩვენებია.
პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ გლუკოტონით, რეგულარულად და განსაკუთრებით მკურნალობის პირველ დღეებში, კონტროლი უნდა გაუწიონ გლუკოზის დონეს უზმოზე და ჭამის შემდეგ, ასევე საჭიროა სისხლში გლუკოზის დღიური დონის განსაზღვრა.
გლუკოტონის დოზის გადაჭარბებისას (ძირითადი სიმპტომია ჰიპოგლიკემია) მძიმე შემთხვევებში - ცნობიერების დარღვევისას, საჭიროა დაუყოვნებლივ გლუკოზის ჰიპერტონული ხსნარის (40%) ინტრავენური შეყვანა. დოზირება და მიღების წესი:
დოზირება ხდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
საშუალო დღიური დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (დილას და საღამოს ჭამის დროს). დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით დღიურმა დოზამ შეიძლება შეადგინოს 1-4 ტაბლეტი. გვერდითი მოვლენები:
იშვიათად - გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, (როგორც წესი შექცევადი და მცირდება პრეპარატის ჭამის დროს მიღებისას); ალერგიული რეაქციები - ქავილი, ერითემა, ჭინჭრის ციება; ერთეულ შემთხვევებში - თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია (ჩვეულებისამებრ შექცევადი). ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 0.08 გ, შეფუთვაში 40 ტაბლეტი. დანიშნულება:
ექიმის რეცეპტის მიხედვით! მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. "ჯი-ემ-პი"