გლუკანტიმი 1.5გ/5მლ #5ა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.1 მლ 1 ამპ.
მეგლუმინის ანტიმონატი..........................0.3 გ 1.5 გ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს. ფარმაკოკინეტიკა:
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ. ჩვენებები:
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი. დოზირების რეჟიმი:
დღიური დოზა - 60 მგ/კგ წონაზე. პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს - 1/2, მესამე - 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა. მკურნალობის კურსი - 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით). აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება. გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში - სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები. უკუჩვენებები:
ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა -5 წელი. Sanofi-Aventis