newhospitals

გლიცერინი 25მლ ფლ

გლიცერინი 25მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
29227ნახვა

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გლიცერინი (1,2,3-პროპანტრიოლი) ან გლიცეროლი_ უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი) მოტკბო გემოთი, ჰიგროსკოპიული სითხე. იგი წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების, ლინიმენტის, სანთლების, საშოს ბურთულების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადებლად.

 

გამოშვების ფორმა:
სითხე

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის დროს. როგორც ენდო, -ასევე ეგზოგენური გლიცერინი განიცდის ჟანგვას ნახშირმჟავად და წყლის წარმოქმნით. სუფთა სახით გლიცერინს (გლიცეროლს) გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რომელიც ქრება წყლის (30-50%-მდე), ვაზელინის, ლანოლინის დამატების დროს. გლიცერინი ამცირებს ბევრი სამკურანლო საშუალებების გამაღიზიანებელ მოქმედებას. იგი თითქმის არ შეიწოვება კანით, თუმცა კარგად - ლორწოვანი გარსებით.

 

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება როგორც კანის და ლორწოვანი გარსების დამარბილებელი საშუალება, ასევე ყაბზობის დროს.

 

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში, მშრალი დამსკდარი კანის დროს, გლიცერინი ინიშნება აპლიკაციის სახით. როგორც საფაღარათო საშუალება, სანთლების და ოყნის სახით (2-5მლ).

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, მათ შორის მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება მომატებული შეწოვა სისხლში, იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინური ინფარქტი. შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.

 

წინააღმდეგჩვენება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები და სიმსივნეები, საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვა, კანის დესტრუქციული პროცესები.

 

შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახუფულ მდგომარეობაში. ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე.

 

გამოშვების ფორმა:
25მლ სითხე ფლაკონში.

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
АО «ГАЛИЧФАРМ »
УКРАИНА

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.