newhospitals

გლემაზი

გლემაზი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4568ნახვა
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - 4 მგ გლიმეპირიდი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება, III თაობის სულფონილშარდოვანას წარმოებული.

 

ჩვენება:
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (2 ტიპი), როდესაც დიეტური თერაპია და ფიზიკური დატვირთვები არაეფექტურია.

 

დოზირება და მიღების წესი:
გლიმეპირიდის დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლის საფუძველზე. პრეპარატი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, საკმაო რაოდენობით სითხესთან ერთად, ნოყიერი საუზმის წინ. საწყისი დოზა შეადგენს - 1 მგ 1-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათან (1 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 მგ-8 მგ. მკურნალობა ხანგრძლივია.

 

უკუჩვენება:
ინსულინდამოკიდებული (I ტიპი) შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური პრეკომა და კომა. მომატებული მგრძნობელობა გლიპერიდის და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი, ასევე სულფონილშარდოვანას პრეპარატების მიმართ. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. თირკლმის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ისეთი მდგომარეობები, როდესაც აღინიშნება საკვების შეწოვის დარღვევა, ჰიპოგლიკემიის განვითარება( ინფექციური დაავადებები). ლეიკოპენია. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.


შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 25C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 2 წელი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.