newhospitals

გინოტრი #12ტ ვაგ.

გინოტრი #12ტ ვაგ.
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2370ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
neomycin, polymyxini B sulfas, nystatin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური სანთელი #12

შემადგენლობა:
თითოეული სუპოზიტორია შეიცავს:ნეომიცინის სულფატი 35000 ერთეული, ნისტატინი 100000 ერთეული, პოლიმიქსინი B სულფატი 35000 ერთეული.
თვისობრივი მახასიათებლები:
გინოტრი წარმოადგენს ფართო სპექტრის გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებას, რადგან მის შემადგენლობაში შედის ნეომიცინი და პოლიმიქსინი, ასევე გინოტრი მაღალეფექტურია ვაგინალური ტრიქიმონას დაკანდიდოზის მიმართ.

ჩვენებები:
გინოტრი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ვაგინალური ინფექციები.
- საშვილოსნოს ყელის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.
- ვაგინალური გამონადენი.
- გენიტალური ორგანოების ოპერაციის წინ ინფექციებისგან დასაცავად.

მიღების წესები და დოზები:
ერთი სუპოზიტორია თავსდება ვაგინაში ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 დღეს.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული ეგზემა, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის დროს.

უკუჩვენება:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის პირველ მესამედში, მეორე და მესამე ნახევარში ინიშნება ექიმის რჩევის გათვალისწინებით.

განსაკუთრებული მითითებები:
ალერგიის შემთხვევებში ინიშნება პეროლალურად მისაღები ანტიბიოტიკი. მკაცრად უნდა იქნას დაცული მკურნალობის განსაზღვრული პერიოდი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გინოტრის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში იზრდება ინგრედიენტებისადმი მგრძნობელობა. აქედან გამომდინარე იგი არ უნდა იქნას მიღებული სხვა პრეპარატებთან ერთად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტები უნდა იქნან აყვანილი კონტროლის ქვეშ.

შენახვის პირობები და ვადები:
არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნიდან უნდა გაიხარჯოს ერთი თვის განმავლობაში ოთახის ტემპერატურის პირობებში შენახვისას.

შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Kaspar-Chabani Pharma
სირია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.