გინოტრან-ფორტე L #7ვაგ.სუპოზ
საერთაშორისო დასახელება - metronidazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პროტოზოას, მიკრობების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:750მგ 7ც სანთელი ყოველი სანთელი შეიცავს 750მგ. მეტრონიდაზოლს, 200მგ. მიკონაზოლის ნიტრატეს და 100მგ. ლიდოკაინს. ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სანთლები შეიცავენ მიკონაზოლის ნიტრატს-ანტიფუნგალური, მეტრონიდაზოლს- ანტიბაქტერიული და ანტიტრიქომონადული მოქმედებისთვის და ლიდოკაინს ადგილობრივი ანესთეზიისთვის მიკონაზოლის ნიტრატი იმიდაზოლის ჯგუფის სინთეზური პრეპარატია, რომელსაც აქვს ანტიფუნგალური მოქმედების ფართო სპექტრი, ეფექტურია სოკოს პათოგენური გამომწვევების მიმართ - Candida albicans - ის, გრამ (+) ბაქტერიების ჩათვლით. მოქმედების ეფექტურობა გაპირობებულია ციტოპლაზმურ მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით.
მეტრონიდაზოლი 5-ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედების პრეპარატია. იგი ეფექტურია ანაერობული ბაქტერიების მიმართ Gardnerella vaginalis, Trichomonas vaginalis და ანაერობული სტრეპტოკოკების მიმართ.
მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი არ წარმოადგენენ არც სინერგისტებს და არც ანტაგონისტებს.
ლიდოკაინი ადგილობრივი საანესთეზიო პრეპარატია, რომელიც თრგუნავს ტკივილის შეგრძნებას
ფარმაკოკინეტიკა
მიკონაზოლის ნიტრატი: ინტრავაგინალური შეყვანისას მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შეიწოვება (1.4% მიღებული დოზიდან). პრეპარატის მიღებიდან მესამე დღეს სისხლში მიკონაზოლის ნიტრატი არ ვლინდება.
მეტრონიდაზოლი: ინტრავაგინალური მოხმარებისას მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა per os მიღებული მეტრონიდაზოლის დოზის 20%-ს შეადგენს. სისხლის ანალიზში გინოტრან ფორტე L -ის მიღებიდან მესამე დღეს მეტრონიდაზოლის დონე აღწევს 1.1-5.0 გ/მლ. ნივთიერება მეტაბოლიზდება ღვიძლში ორი ძირითადი მეტაბოლიტის სახით-ჰიდროქსილურ მეტაბოლიტად და აცეტილის მჟავის მეტაბოლიტად. ჰიდროქსილური მეტაბოლიტის 30 % გააჩნია მეტრონიდაზოლის აქტივობიდან მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი არის 6-11 საათია. per os ან ი/ვ-ად მიღებული მეტრონიდაზოლის 60-80% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად, ასევე უცვლელი სახით - მიღებული დოზის 20%.
ლიდოკაინი: ლიდოკაინის ეფექტი ვლინდება მიღებიდან 3-5 წუთის შემდეგ. ლიდოკაინი აბსორბირდება დაზიანებული კანიდან და ლორწოვანიდან, მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა საშარდე სისტემით როგორც მეტაბოლიტების ასევე შეუცვლელი სახით (10% მიღებული დოზიდან). პრეპარატის მიღებიდან მესამე დღეს აბსორბირებულია ლიდოკაინის უმნიშვნელო კონცენტრაცია 0.04-1უგ/მლ. ჩვენებები:
გამოიყენება C. Albicans - ით გამოწვეული ვაგინალური კანდიდოზის, Gardnerella vaginalis - ით და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის, Trichomonas vaginalis - ით გამოწვეული ტრიქომონადული ვაგინიტის და აგრეთვე შერეული ინფექციების დროს. მიღების წესები და დოზები:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენება.
თუ ექიმის მიერ გამოყენების სხვა მეთოდი არაა გათვალისწინებული, ერთი ვაგინალური სანთელი გამოიყენება ერთხელ დღე-ღამეში, ძილის წინ, 7 დღის განმავლობაში.
რეციდივისა და მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენება 1 სანთელი ღამით, 14 დღის განმავლობაში.
ვაგინალური სანთლები უნდა იყოს მოთავსებული ღრმად საშოში შეფუთვაში არსებული ერთჯერადი სათითურების მეშვეობით.
ხანდაზმულთათვის (65 წლის ასაკის ზევით): იგივე რეკომენდაციებია, რაც ახალგაზრდებისთვის.
ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება
არაა რეკომენდებული ქალიშვილებისთვის.
არ შეიძლება მათი დალევა ან სხვა გზით გამოყენება. გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში ვლინდება მგრძნობელობის მომატების სიმპტომები-წვა, ქავილი, საშოს გაღიზიანება, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, იშვიათად კანის გამონაყარი. სისტემური გვერდითი მოვლენები მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალური გამოყენებისას უმნიშვნელოა, რადგან ამ შემთხვევაში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ძალიან დაბალია სისტემურ გამოყენებასთან შედარებით (2-12%).
მიკონაზოლის ნიტრატმა, ისევე როგორც სხვა ანტიფუნგალურმა იმიდაზოლის წარმოებულმა ვაგინალურმა სანთლებმა მათი გამოყენებისას, 2-6% შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიონ ვაგინალური ირიტაცია (წვა, ქავილი). სერიოზული ირიტაციის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. მეტრონიდაზოლის სისტემური გამოყენებისთვის დამახასიათებელია გვერდითი ეფექტები: ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია, ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების გაუკუღმართება, ყაბზობა, პირის სიმშრალე და ლითონის გემო პირში, დაღლილობის შეგრძნება იშვიათად გვხვდება. ხანგრძლივი მოხმარებისას იშვიათად პერიფერიული ნეიროპათია და კრუნჩხვა. თუმცა მეტრონიდაზოლის მცირე დოზის გამო აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია.
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს! უკუჩვენება:
პრეპარატი არ გამოიყენება მასში შემავალი ნივთიერებებისა და მისი წარმოებულების მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობისას, ორსულობის I სამ თვეს, პორფირიის, ეპილეფსიის და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს. ორსულობა და ლაქტაცია:
მეტრონიდაზოლისა და ლიდოკაინის ორსულობის პერიოდში გამოყენების რისკის კატეგორიაა-B, მიკონაზოლის ნიტრატისთვის-C.
გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სანთლები გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ორსულობის II ტრიმესტრიდან ექიმის კონტროლის ქვეშ. იქიდან გამომდინარე , რომ მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება შეწყვეტილ უნდა იქნეს. მკურნალობის დამთავრებიდან 24-48 საათში შეიძლება ძუძუთი კვება შეიძლება აღდგეს.
არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში ლიდოკაინის შეღწევის შესახებ, ამიტომ მეძუძური ქალებისთვის ამ პრეპარატის გამოყენება არაა რეკომენდებული. განსაკუთრებული მითითებები:
დისულფირამის მსგავსი რეაქციების განვითარების საშიშროების გამო, მკურნალობის პროცესში და მკურნალობის დამთავრებიდან 2 დღის განმავლობაში არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის მიღება.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღება შეიძლება გახდეს პერიფერიული ნეიროპათიისა და კრუნჩხვითი მდგომარეობების ჩამოყალიბების მიზეზი. სანთლები არ უნდა იქნეს გამოყენებული კონტრაცეფციისთვის არსებული დიაფრაგმისა და პრეზერვატივის თანხლებით, პრეპარატი შეიძლება გახდეს რეზინის დაზიანების მიზეზი.
ტრიქომონადული ვაგინიტის მკურნალობისას აუცილებელია მოხდეს სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.
არსებობს მონაცემები თირკმელების უკმარისობის დროს მეტრონიდაზოლის დოზების შემცირების შესახებ. ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს მეტრონიდაზოლის კლირენსი გართულებულია. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის მიღებისას ჰეპატური ენცეფალოპათიით დაავადებულთათვის, რადგან სისხლში მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის მატება იწვევს დაავადების სიმპტომების გაძლიერებას. სადღეღამისო დოზა ასეთ პაციენტებში მცირდება 1/3-მდე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს 2-ჯერ.თირკმლის ფუნქციის დარღვევა თავის მხრივ არ მოქმედებს ლიდოკაინის ფარმაკოკინეტიკაზე, თუმცა შეიძლება გაიზარდოს მეტაბოლიტების დაგროვება. ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, საჭიროა კუჭის ამორეცხვა. პრეპარატს არ გააჩნია ანტიდოტი. ინიშნება სიმპტომატური თერაპია. ავადმყოფებში, რომელთაც მიღებული აქვთ 12 გ მეტრონიდაზოლი, შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევა. მეტრონიდაზოლის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს: ატაქსია, ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების გაუკუღმართება, ყაბზობა, პირის სიმშრალე და ლითონის გემო პირში, შარდის გამუქება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მეტრონიდაზოლის ქვემოთჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად გამოყენება:
ალკოჰოლი: ალკოჰოლის აუტანლობა.
ორალური ანტიკოაგულანტები: აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
ფენიტოინი: ფენიტოინის შემცველობა სისხლში იზრდება, ხოლო მეტრონიდაზოლისა-მცირდება.
ფენობარბიტალი: მეტრონიდაზოლის შემცველობის შემცირება სისხლში.
დისულფირამი: ფსიქოტონური რეაქციები (ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების ეფექტი).
ციმეტიდინი: მეტრონიდაზოლის შემცველობის გაზრდა სისხლში ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ლითიუმი: ლითიუმის ტოქსიკურობის მომატება.
ასთემიზოლი და ტერფენადინი: მიკონაზოლი და მეტრონიდაზოლი აინჰიბირებენ ამ პრეპარატების მეტაბოლიზმსდა ზრდიან შესაბამისად სისხლში მათ კონცენტრაციას.
მკურნალობის პროცესში მეტრონიდაზოლის გავლენა სისხლში ღვიძლის ფერმენტების, გლუკოზის, თეოფილინისა და პროკაინამიდის დონის მატებაზე. შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C ქვემოთ
არ გამოიყენოთ წამლის შენახვის ვადის გასვლის შემდგომ(მითითებულია კოლოფზე).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა: 2 წელი აფთიაქში გაცემის წესი:
იყიდება ექიმის რეცეპტით! მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
EMBİL İLAÇ SANAYİİ LTD.ŞT
თურქეთი