newhospitals

გინო-პევარილი 150მგ სუპოზ.#3

გინო-პევარილი 150მგ სუპოზ.#3
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3639ნახვა

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება:  ეკონაზოლის ნიტრატი

 

სამკურნალწამლო ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორი 50 მგ, 150 მგ.

 

შემადგენლობა:
ვაგინალური სუპოზიტორების აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს ეკონაზოლის ნიტრატი (50 ან 150 მგ). სუპოზიტორებისთვის საფუძველს მყარი ცხიმი წარმოადგენს.

 

აღწერილობა:
მოყვითალო ან რძისფერ თეთრი ფერის სუპოზიტორები, მსუბუქი ცხიმის მაგვარი სუნით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

 

ქიმიური შემადგენლობა:
ეკონაზოლის ნიტრატი - ტრიაზოლური ფუნგიციდი ქიმიური დასახელებით 1-[2-[(4-ქლორფენილი) მეთოქსი]-2-(2,4 დიქლორფენილი)ეთილ]-, 1H-იმიდაზოლ მონონიტრატი. მოლეკულური ფორმულა: C18H15Cl3N2O.HNO3. მოლეკულური მასა: 444.7.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ეკონაზოლის ნიტრატი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით და აქტიურია დერმატოფიტების, საფუარა და ობის სოკოების მიმართ. ის აგრეთვე ხასიათდება გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიურობით. ეკონაზოლის ნიტრატი აზიანებს უჯრედულ მემბრანებს, რაც იწვევს სოკოვანი უჯრედის შეღწევადობის მომატებას. ეკონაზოლის ნიტრატის მოქმედების სამიზნეს წარმოადგენს უჯერი ცხიმოვანი მჟავების აცილური ჯგუფები, რომლებიც შედიან მემბრანული ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში.

 

ფარმაკოკინეტიკა:
საშოში შეყვანის შემდეგ ეკონაზოლის ნიტრატი სუსტად აბსორბირდება.

 

გამოყენების ჩვენებები:
გინო-პევარილი გამოიყენება ვულვო-ვაგინალური მიკოზების სამკურნალოდ.
დოზირება და გამოყენების წესები
50 მგ სუპოზიტორი: ერთი სუპოზიტორი შეჰყავთ ღრმად საშოში ძილის წინ დღე-ღამეში ერთხელ, არანაკლებ 14 დღის განმავლობაში. აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება, სუბიექტური სიმპტომების (ქავილი, ლეიკორეა) გაქრობის მიუხედავადაც კი.
150 მგ სუპოზიტორი: ერთი სუპოზიტორი შეჰყავთ ღრმად საშოში სამი დღის განმავლობაში. რეციდივის ან კულტურალური გამოკვლევის დადებითი შედეგისას მკურნალობიდან ერთი კვირის შემდეგ ატარებენ მკურნალობის მეორე კურსს.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

სიფრთხილის ზომები:
ლატექსური პრეზერვატივების ან დიაფრაგმისა და ვაგინალური ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ლატექსური ბარიერული კონტრაცეპტივების ეფექტურობა. ამ მიზეზით არ არის რეკომენდირებული გინო-პევარილის გამოყენება ერთდროულად დიაფრაგმასთან ან პრეზერვატივთან. პაცინტები, რომლებიც იყენებენ სპერმიციდულ კონტრაცეპტივებს, უნდა დაეკითხონ თავიანთ ექიმებს, რადგანაც პრეპარატებმა, რომლებიც ინიშნება ინტრავაგინალურად შეიძლება სპერმიციდული კონტრაცეპტივის ინაქტივირება მოახდინონ. არ არის რეკომენდირებული გინო-პევარილის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება გენიტალური დაავადებების (როგორც შიდა ასევე გარე დანიშნულების) სამკურნალოდ. ძლიერი გაღიზიანების შემთხვევაში აუცილებელია გინო-პევარილით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან იმიდაზოლის მიმართ, შესაძლოა აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა ეკონაზოლის ნიტრატის მიმართაც. 16 წლამდე ბავშვებში გინო-პევარილის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. გინო-პევარილის ასაკოვან ადამიანებში (65 წელს გადაცილებული) გამოყენების მონაცემები არასაკმარისია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსულობა
შესაძლებელია გინო-პევარილის შეწოვა საშოდან სისტემურ სისხლნაკადში. ამიტომაც არ არის სასურველი მისი ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ექიმი არ გადაწყვეტს, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს შესაძლებელია გინო-პევარილის გამოყენება, თუკი მისი პოტენციური სარგებელი ქალისათვის აღემატება ნაყოფიათვის შესაძლებელ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია აღწევს თუ არა ეკონაზოლოს ნიტრატი მეძუძური ქალის რძეში. პრეპარატის გამოყენების პერიოდში შეწყდეს ძუძუთი კვება.
ზეგავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკასთან მუშაობაზე
შესაბამისი მონაცემები არ არსებობს.

 

გვრდითი მოვლენები:
გინო-პევარილით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება წამოიქმნას არასასურველი მოვლენები: გაღიზიანება, საშოს ლორწოვანისა და ვულვის გაწითლება, ამ მიდამოებში ქავილი და წვა.

 

დოზის სიჭარბე:
დღეისათვის ეკონაზოლის ნიტრატის გადაჭარბებულად მიღების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ამ პრეპარატის შიგნით შემთხვევით მიღებისას შეიმჩნევა გულისრევა, პირღებინება და დიარეა. ამ დროს, აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური თერაპიის ჩატარება (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება).

 

შენახვის პირობები:
შენახვა 30°C-ზე ქვემოთ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა:
5 წელი
არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შეფუთვა:
50 და 150 მგ სუპოზიტორები ბლისტერებში.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი: 
ექიმის რეცეპტით

 

მწარმოებელი:
სილაგ აგ, შვეიცარია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.