გინეზოლი 100მგ #7 ვაგ.სანთ

გინეზოლი 100მგ #7 ვაგ.სანთ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3048ნახვა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორიები: 
ბლისტერში 7 ც.
1 სუპ.
მიკონაზოლის ნიტრატი . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერება - ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი
2% ვაგინალური კრემი: ტუბში 45 გ
1 გ
მიკონაზოლის ნიტრატი . . . . . 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მინერალური ცხიმი და გამოხდილი წყალი

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიფუნგალური საშუალება მოქმედების ფართო სპექტრით.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. აქტიურია Candida spp; Aspergillas spp; Dimorphous fungi; Cryptococcus fungi; Pityrosporum sp; Tupoiopsis glabrata;-ს უმეტესობასთან მიმართებაში. გინეზოლი ახდენს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედების კვდომას, აქტიურია აგრეთვე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.

 

ჩვენებები:
ვაგინალური და ვულვოვაგინალური კანდიდოზების ადგილობრივი მკურნალობა, განმეორებითი და სუპერინფექციები გამოწვეული გრამდადებითი მიკროორგანიზმებით.

 

დოზირების რეჟიმი:
სუპოზიტორიები: 1 სუპოზიტორია საშოში ერთხელ დღეღამეში ძილის წინ 7 დღის განმავლობაში.

კრემი:
ჰიგიენური პროცედურების შემდეგ:

ქალები:
მცირე რაოდენობით კრემი გამოიყენება ვულვის დაზიანებულ უბანზე, გარეგანად ან აპლიკატორის მეშვეობით საშოში, ერთხელ ღამით 6-7 დღის განმავლობაში.

 

მამაკაცები:
მცირე რაოდენობით კრემი გამოიყენება სასქესო ასოზე ერთხელ ღამით 6-7 დღის განმავლობაში.
თუ დაავადების სიმპტომები 7 დღის მკურნალობის შემდეგ არ ქრება აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება სურათის სრულ ალაგებამდე.

 

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები: გაღიზიანება, ქავილი, წვის შეგრძნება, ძალიან იშვიათად: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი ან გამონაყარი კანზე.

 

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ბავშვთა ასაკი 12 წლამდე. ორსულობის I ტრიმესტრი.

 

განსაკუთრებული მითითებები
სანთლებისა და კრემის შემადგენლობაში შემავალმა მინერალურმა ცხიმოვანმა ნივთიერებებმა შესაძლოა დააზიანონ კონდომისა და დიაფრაგმის ლატექსური ზედაპირი, რის გამოც მკურნალობის პერიოდში ამ ტიპის ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ იქნება უსაფრთხო.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიკონაზოლი ახდენს კუმარინული ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიფენინის მოქმედების პოტენცირებას.

 

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
4 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

SAGMEL, INC.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.