გევისკონი 10მლ #20პაკ.სუსპ.
საერთაშორისო დასახელება:
sodium alginat, potassium hidrocarbonateათქ.კლასიფიკაციის კოდი - A02EA01 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტაციდური საშუალებები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
150 მლ სუსპენზია
10 მლ 20ც საშეტი შემადგენლობა:
10 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 1000 მგ,
კალიუმის ჰიდროკარბონატი- 200 მგ დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, კარბომერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის საქარინატი, პიტნის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი. აღწერილობა:
წებოვანი სუსპენზია, თითქმის თეთრიდან ღია-ყავისფერამდე, პიტნის სუნით. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
შიგნით მიღებისას გევისკონ ფორტე სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავე შემადგენლობასთან. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, რომელიც ხელს უშლის გასტროეზოფაგული რეფლექსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში, გელი ხვდება საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის გევისკონ ფორტეს მოქმედების მექანიზმი სისხლის სისტემურ დინებაში შეწოვაზე დამოკიდებული არ არის. მიღების წესები და დოზები:
მიიღება შიგნით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5-10 მლ საკვების მიღებათა შემდეგ და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა- 40 მლ.
პაკეტების გამოყენება: პაკეტი გახსნამდე თითებით უნდა მოისრისოს შიგთავსის დაზელვით. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გევისკონი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია. განსაკუთრებული მითითებები:
10 მლ სუსპენზია შეიცავს 106 მგ (4.6 მმოლი) ნატრიუმსა და 78 მგ(2.0 მმოლი) კალიუმს. ეს გასათვალისწინებელია მარილის ძალიან შეზღუდული შემცველობით დიეტის დაცვის აუცილებლობისას, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენების დროს, რომლებსაც შეუძლიათ პლაზმაში შემცველობის დონის გაზრდა. 10 მლ სუსპენზია შეიცავს 200 მგ (2.0 მმოლი) კალციუმის კარბონანტს. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა ჰიპერკალციემიით.
ნეფროკალცინოზით და თირკმლის კალციუმის შემცველი კენჭების რეციდივირებადი წარმოქმნით.
7 დღის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესების არარსებობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ გააჩნია. ჭარბი დოზირება:
შესაძლოა აღინიშნოს მუცლის შებერილობა. მკურნალობა სიმპტომურია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ცნობილი არ არის. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის გასვლის შემდეგ არ შეიძლება. აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ, დიდი ბრიტანეთი