გეპარინის მალამო 25გ ტუბ(ალტაი
შემადგენლობა:
ჰეპარინის მალამო შეიცავს (100 გ გაანგარიშებით) 10.000 სე ჰეპარინს, 4 გ ანესთეზინს, 0,08 გ ბენზილნიკოტინს, 100 გ-მდე ფუძეს.
მალამო წარმოადგენს არაჟნის კონსისტენციის მქონე ერთგვაროვან მასა,თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად. ჰეპარინის მალამო კანზე დატანების შემდეგ ავლენს ზომიერად გამოხატულ ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უშლის თრომბის განვითარებას და გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიური თვისება.
გამოყენების ჩვენება:
- ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპება;
- ტრავმები და დაჟეჟილობა (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების)
წინააღმდეგჩვენება:
ჰეპარინის მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილეა საჭირო:
ჰეპარინის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენის დროს, აგრეთვე ღია ჭრილობებსა და ლორწოვან გარსზე, აგრეთვე ჩირქოვანი პროცესების არსებობისას.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სისხლძარღვებიდან მომატებული სისხლდენის შემთხვევაში.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები იშვიათია სისტემურ სისხლმიმოქცევაში მისი დაბალი შეღწევადობის გამო.
მიღების წესი და დოზირება:
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე (0,5-1,0 გ-ის ოდენობით 3-5 სმ დიამეტრის მქონე უბანზე) და ფრთხილად შეიზელენ კანზე.
გარეგანი ჰემოროიდული კვანძის თრომბოზის დროს პრეპარატით გაჟღენთილ ნახვევს უშუალოდ აფიქსირებენ თრომბულ კვანძზე. იგივე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ტამპონი, რომელიც ასევე გაჟღენთილია პრეპარტით, რომელიც შეჰყავთ უკანა ტანში.
მალამო შეჰყავთ 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად ანთებითი მოვლენის გაქრობამდე. პრეპარატი საშუალოდ გამოიყენება 3-დან 7 დღემდე. მკურნალობის შედარებით ხანგრძლივი კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ.
გამოშვების ფორმა:
ჰეპარინის მალამო ტუბებში, ქილებში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან და ბავშევბისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაიცემა ურეცეპტოთ.