newhospitals

გენტამიცინის სულ.4% 2მლ#10დარნ

გენტამიცინის სულ.4% 2მლ#10დარნ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4450ნახვა

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო სახელწოდება:
Gentamicinum;

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, უფერო სითხე;
შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს გენტამიცინის სულფატს გენტამიცინსა და უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით __ 0,04გ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პიროსულფატი ტექნიკური, ტრილონი ბ, საინექციო წყალი.

 

გამოშვების ფორმა:
ხსნარი ინექციისათვის.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება. ამინოგლიკოზიდები. ათქ J01G B03.

 

ფარმაკოლოგიი თვისებები:
გენტამიცინი __ მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ბაქტერიციდული ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Ataphylococcus (კოაგულაზოდადებითი, კოაგულაზოუარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზომაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus (ჯგუფი A ალფა-ჰემოლიტურები და Bბეტა-ჰემოლიტურები), Mycobacterium spp და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aureginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus spp, Klebsiella spp., Serratia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Providentia spp., yersina spp. გენტამიცინის მიმართ ხშირად რეზისტენტულია Streptococcus pneumoniae.
პრეპარატი არ მოქმედებს ანაერობებზე, სოკოებზე, ვირუსებზე. პრეპარატის მიმართ მიკრობების რეზისტენტულობა ვლინდება ნელა და ასეთ შემთხვევაში მის მიმართ მდგრადი შტამები ასევე რეზისტენტულები არიან ნეომიცინისა და კანამიცინის მიმართ.
ფარმაკოკონეტიკა:
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება შიდაკუნთოვანი შეყვანისას. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ვლინდება პარენტერალური შეყვანიდან 30-60 წუთის შემდეგ. გენტამიცინის სულფატი-დარნიცა ცუდად უკავშირდება პლაზმის ცილებს. თერაპიული კონცენტრაცია სტაბილურია მკურნალობის განმავლობაში. კარგად აღწევს ქსოვილებში, გოგირდოვანი ღრუები, ზურგის ტვინის სითხეში, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, პლაცენტაში. თერაპიულ კონცენტრაციებში აქტიური ნივთიერება განისაზღვრება ჭრილობაში, ჩირქში, გრანულაციებში.
გენტამიცინის სულფატი-დარნიცა პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. გამოიყოფა უცვლელი ფორმით თირკმლებით მაღალ კონცენტრაციებში. ეს იწვევს შარდში მნიშვნელოვნად მაღალ კონცენტრაციას, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ნახევარგამოყოფის პერიოდია 2-3 საათი.

 

ჩვენებები:
გენტამიცინის სულფატი-დარნიცა გამოიყენება სეფსისის, მენინგიტის, პერიტონიტის, სეპტიკური ენდოკარდიტის, სუნთქვის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს (პნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვების აბსცესი), თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციების დროს (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი), პროსტატიტის, ინფიცირებული დამწვრობებისა და სხვა დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია უპირატესად გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით, რომლებიც მდგრადია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, ან გრამდადებითი და გრამუარყოფითი გამაღიზიანებლების ასოციაციებით (შერეული ინფექცია).
პრეპარატი ასევე გამოიყენება ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების დროს ლეიკოზისა და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტებში, რაც ვითარდება ციტოსტატური სხივური თერაპიის ჩატარების ფონზე და იმუნოდეპრესანტების გამოყენების დროს.
პრეპარატი ინიშნება კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების (კონტაგიოზური იმპეტიგო, ზედაპირული ფოლიკულიტები, ფურუნკოლოზი, პიოდერმია, დერმატიტი და ეკზემა, პუსტულოზური აკნე, წყლულები, მათ შორის ვარიკოზული), მოყინვის, დამწვრობის, ჭრილობის, დაჟეჟილობის დროს და ა.შ.
გენტამიცინი სულფატი-დარნიცას დანიშვნის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს არამარტო შერეული ინფექციები, არამედ ისეთი სიტუაციები, როდესაც დადგენილია დაავადების გამომწვევი. ამ უკანასკნელთა მკურნალობისას გამოიყენება ანტიბიოტიკი ნახევრად სინთეზურ პენიცილინებთან __ კერბენიცილინთან, ამპიცილინთან ერთად.

 

მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი გამოიყენება ინტრაკუნთურად და ინტრავენურად (წვეთოვნით).
მძიმე ინფექციების დროს (სეფსისი, პერიტონიტის, ფილტვების აბსცესი, მენინგიტის და სხვ.) ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 14 წლის ზევით ბავშვებისათვის შეადგენს 0.8-1 მგ/კგ სხეულის წონისა, სადღეღამისო __ 2.4-3.2 მგ/კგ სხეულის წონისა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 5მგ/კგ სხეულის წონისა.
ადრეული ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით მძიმე ინფექციების დროს. სადღეღამისო დოზა ახალშობილებისათვის შეადგენს 2-5 მგ/კგ სხეულის წონისა, 1-5 წლის ბავშვებისათვის __ 1.5-3 მგ/კგ სხეულის წონისა, 6-14 წლის __ 3 მგ/კგ სხეულის წონისა. მაქსიმალური სადღერამისო დოზა ბავშვებში მიუხედავად ასაკისა შეადგენს 5 მგ/კგ სხეულის წონისა. სადღეღამისო დოზა მიიღება 2-3 მიღებაზე. შიდავენური ინექციები ტარდება 2-3 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ხდება შიდაკუნთოვან შეყვანაზე გადასვლა.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 7-10 დღე-ღამე.
საშარდე გზების ინფექციების დროს ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 14 წლის ზევით ბავშვებისათვის შეადგენს 0.4 მგ/კგ სხეულის წონისა, სადღეღამისო დოზა __ 0.8-1.2 მგ/კგ სხეულის წონისა. მწვავე ინფექციური დაავადების მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 მგ/კგ სხეულის წონამდე.

 

გვერდითი მოქმედება:
პარენტერალური შეყვანისას გენტამიცინის სულფატი-დარნიცას შეიძლება ჰქონდეს ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება, რაც, როგორც წესი, უკუქცევითი ხასიათისაა. ამდენად, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება თირკმლების ფუნქციის, ვესტიბულარული აპარატისა და სმენის კონტროლის ქვეშ (სულ მცირე კვირაში ერთხელ), ასევე სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 8მკგ/მლ-ს.
ზოგჯერ გენტამიცინის სულფატი-დარნიცას პარენტერალური შეყვანისას ადგილი აქვს ისეთ გართულებას, როგორიცაა ნერვ-კუნთოვანი გამტარობის ბლოკადა და სუნთქვის შეფერხება. ასეთ შემთხვევებში მიიღება ანტიქოლინესტერაზული პრეპარატები, კერძოდ, პროზერინი, ასევე კალციუმის პრეპარატები შიდავენურად.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (კამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს მადესენსიბილირებელი თერაპია.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თირკმლის ფუნქციის დარღვევა უპირატესად ვლინდება ურემიით დაავადებულებში. თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით. პრეპარატი უკუნაჩვენებია გამოხატული აზოთემიის, სმენის ნერვის, ვესტიბულარული აპარატის დაავადებების, მიასთენიის დროს, ასევე ორსულობის პერიოდში, თუ ეს განპირობებული არ არის სასიცოცხლო მაჩვენებლებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
პრეპარატის ტოქსიკური ეფექტები ძლიერდება იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებსაც გააჩნია ოტოტოქსიკური, ნეფროტოქსიკური მოქმედება, ასევე იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე:
- დიუერეტიკები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა);
- ანტიბიოტიკები (ცეფალოსპორინები, ცეფორინი, მეთიცილინი, ვანკომიცინი);
- სულფანილამიდები;
- ქინინის წარმოებულები;
- სალიცილატები;
- სინთეზური სისმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (ცისპლატინი);
- გულის გლიკოზიდები (დიგოქსინი).

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, პირღებინება, ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური მოქმედება.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია. ორგანიზმიდან გამოყოფის დაჩქარება ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.
გამოყენების თავისებურებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პარკინსონის დაავადება ან მიასთენია, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა თირკმლის ფუნქციისა და სმენის ორგანოების პერიოდული კონტროლი. მკურნალობის დროს აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება.
დაუშვებელია გენტამიცინის სულფატი-დარნიცას შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

 

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-250C ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა 3 წელი.

 

გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით.

 

შეფუთვა: 
2 მლ 4%-იანი ხსნარი ამპულებში; შეფუთვაში 10 ამპულა.

 

მწარმოებელი: 
დსს "ფარმაცევტული ფირმა "დარნიცა".

 

მისამართი:
02093, უკრაინა, კიევი, ბორისპოლის ქ. 13.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.