გენტამიცინის მალ.0.1% 15გ(ნიჟფ
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
გენტამიცინი
გენტამიცინი
წამლის ფორმა:
მალამო 0.1%.
აღწერილობა:
თეთრიდან მოყვითალო ფერამდე მალამო. შემცველობა:
100 გ მალამო შეიცავს: გენტამიცინის სულფატს 0.1 გ და დამხმარე ნივთიერებებს (ნავთის მყარი პარაფინი, ვაზელინი) - 100 გ-მდე. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბიოტიკი, ამინოგლიკოზიდი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
გენტამიცინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკია. მაღალეფექტურია გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Shigella spp., Klebsiella spp., Serratia spp., Proteus ინდოლი-დადებითი და ინდოლი-უარყოფითი, Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter spp. პრეპარატი ასევე აქტიურია გრამდადებითი აერობული კოკების მიმართ: Staphylococcus spp. (მ.შ. მდგრადი პენიცილინებისა და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ). პრეპარატის მიმართ მდგრადია: Neisseria meningitis, Treponema pallidum, Streptococcus spp. ზოგიერთი შტამი, ანაერობული მიკროორგანიზმები. გამოყენების ჩვენებები:
მალამო გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
იგი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკროფლორის მიერ: პიოდერმია, ზედაპირული ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, პარონიქიები, სიკოზი, სებორეის ინფიცირებული დერმატიტი, ვულგარული ფერის მჭამელები, განმეორებითი ბაქტერიული ინფიცირება კანის სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ. ორსულობა. გამოყენების წესი და დოზები:
მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-3-ჯერ დღეში ჩირქისა და ნეკროზული მასების მოშორების შემდეგ. ფართო დამწვრობებისას მალამოს დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200გ. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება (სიწითლე, ქავილი) და ალერგიული რეაქციები (გამონაყარი). ამ შემთხვევაში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს. გამოშვების ფორმა:
გენტამიცინი, მალამო 0.1% 10 ან 15 გ ტუბებში. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. შენახვის პირობები:
სია ბ. არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
ღსს "ნიჟფარმი"
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88