newhospitals

გალიდორი 100მგ #50ტ

გალიდორი 100მგ #50ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1775ნახვა
[code]
ჰალიდორი 100მგ



შემადგენლობა
- ყოველი ტაბლეტი შეიცავს 100მგ ბენციკლანის ფუმარატს აქტიური ნივთიერების სახით.
- სხვა კომპონენტები: ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კარბომერი 934 პ, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლივინილაცეტატი, სახამებელი.

გამოყენების ჩვენებები
ბენციკლანი - ჰალიდორის ტაბლეტების აქტიური კომპონენტი - არის სისხლძარღვების გამაფართოვებელი და გლუვი კუნთების მომადუნებელი საშუალება.
აღნიშნული თვისებების წყალობით, ეს პრეპარატი ეფექტურია სისხლძარღვების დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სპაზმები.
- დადგენილია მისი ეფექტურობა ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის სპაზმებთან, მაგალითად, სხვადასხვა ეტიოლოგიის გასტროენტერიტები (განსაკუთრებით, ინფექციური წარმოშობის), ინფექციური და ანთებითი კოლიტები, მსხვილი ნაწლავის ფუნქციონალური დაავადებანი, ტენეზმები, პოსტოპერაციული მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, მდგომარეობა ქოლეცისტექტომიის შემდეგ, ნაწლავების მოტორიკის მოშლა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში), შარდის ბუშტის ტენეზმები, ასევე თირკმლების კენჭოვანი დაავადების დამატებითი თერაპია (თირკმლების კოლიკის დროს ანალგეტიკებთან კომბინაციაში), მომზადება გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდებისათვის.

უუჩვენებები
ინექციის გაკეთება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- პრეპარატის აქტიური ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციების დროს;
- სუნთქვის სისტემის, თირკმლების ან ღვიძლის მწვავე დაავადებების დროს;
- გულის მძიმე დაავადების დროს (გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა) ან თუ პაციენტს ახალი გადატანილი აქვს გულის შეტევა;
- ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი მდგომარეობების დროს;
- ახლად გადატანილი ინსულტის ან ბოლო 12 თვის მანძილზე;ქალა-ტვინის ტრავმის დროს
- ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ამ შემთხვევაში, აუცილებლია ექიმთან კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები
ჰალიდორის ტაბლეტების მიღების დროს რეკომენდებულია ლაბორატორიული გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება (მაგალითად, ყოველ 2 თვეში), განსაკუთრებით, როდესაც დაავადება მოითხოვს ამ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ჰალიდორის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სარწმუნო მონაცემების არარსებობისას, რაც მიღებულ იქნა ადამიანის გამოკვლევისას, ამ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში საჭიროებს გულდასმით ანალიზს.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
მკურნალობის კურსის დასაწაყისში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია უბედურ შემთხვევათა მომატებულ რისკთან, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ პაციენტი იღებს ან აპირებს, რომ მიიღოს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი ჰალიდორის ტაბლეტებთან ერთად, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა. ასეთი პრეპარატებია:
- სედაციური საშუალებები (შეიძლება გაძლიერდეს მათი ეფექტები);
- საშუალებები, რომლებიც იწვევენ სიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობის მომატებას (ვინაიდან არსებობს გულის რითმის სიხშირის მომატების რისკი);
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც დაბლა წევენ სისხლში კალიუმის დონეს (მაგალითად, ქინიდინი).
როგორც გალიდორმა, ასევე ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ არითმიის მომატება;
- ფუტკარას პრეპარატები – (მატულობს არითმიის რისკი);
- ბეტა-ბლოკატორები (ჰიპერტონიისა და გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალებები). ჰალიდორის ტაბლეტების გამოყენებისას შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ პრეპარატების დოზირების კორექცია;
- საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის კალციუმის არხების ბლოკატორები. შეიძლება გაიზარდოს ამ ნივთიერებების ეფექტები;
- ნებისმიერი პრეპარატი, რომლის გვერდით ეფექტებს შორისაა სპაზმები ან კრუნჩხვითი მდგომარეობა;
- ასპირინი (შეიძლება გაიზარდოს თრომბოციტების აგრეგაციაზე მისი შემაფერხებელი ეფექტი).

საავადმყოფოში მოხვედრისას ან სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, თუ მოსალოდნელია ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებების გამოყენება, პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, რომ ის იღებს ჰალიდორის ტაბლეტებს. ამ პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებების ეფექტები.

მიღების წესი და დოზები
ჰალიდორის ტაბლეტების გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ჩვეულებრივი დოზები:
სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ ბენციკლანის ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 300 მგ-ს (1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ). მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 ტაბლეტამდე დღეში 3-ჯერ.
შინაგანი ორგანოების სპამზის მოსახსნელად ექიმმა შეიძლება დანიშნოს 1-2 ტაბლეტის ერთჯერადი მიღება. ეს დოზა შეიძლება განმეორდეს დღეში მაქსიმუმ 4 ტაბლეტის მიღწევამდე. სხვა სქემით მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

თუ პაციენტი პრეპარატს იღებს ყოველდღე ერთსადაიმავე დროს, უნდა შემცირდეს ტაბლეტის მიღების დავიწყების ალბათობა.

ერთი დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში, ეს დოზა გამოიტოვება და გრძელდება ტაბლეტის მიღება განრიგის მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ასეთ შემთხვევაში, პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები.
ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვების გახშირება, არტერიული წნევის დაწევა, წინასწარგანწყობა კოლაფსის მიმართ, შარდის შეუკავებლობა, ძილიანობა, შფოთვა, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ეპილეპტიფორმული კრუნჩხვითი შეტევები.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ზედოზირებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. კრუნჩხვითი შეტევების დროს რეკომენდებულია ბენზოდიაზეპინის გამოყენება. მონაცემები დიალიზის საშუალებით ბენციკლანის გამოდევნის შესახებ არ არსებობს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ჰალიდორის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისათვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- ტუჩების ან ყელის შეშუპება, რასაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
- კოლაფსი.
აღნიშნული გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება, თუმცა ისინი ძალიან რთული ხასიათისაა. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს, რომ პაციენტს აღენიშნება რთული ალერგიული რეაქცია გალიდორზე და მას შესაძლოა დასჭირდეს სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ამ პრეპარატის მიღების დროს შეიძლება არ აღინიშნოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. ჰალიდორის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, დისკომფორტი მუცლის არეში, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა ან პირღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის მოშლა, ტრემორი, უძილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება. ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ცნობიერების გარდამავალი არევა ან ჰალუცინაციები ვლინდება ძალიან იშვიათად. ზოგიერთ შემთხვევებში (მაგ. ზედოზირებისას), შეიძლება გამოვლინდეს ეპილეპტიფორმული კრუნჩხვითი შეტევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს არითმიები, განსაკუთრებით ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური ეფექტები.
კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები.
ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გარდამავალი მომატება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
სხვა არასასურველი მოვლენები: შეუძლოდ ყოფნა, სხეულის წონის მომატება.

თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ან რაიმე სხვა არასასურველი გვერდითი ეფექტი, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მოცემული, მან კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს.

გამოშვების ფორმა
50 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ფლაკონში.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება 15-250C ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.

მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის ა.ო.
უნგრეთი

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.