newhospitals

ფუნისტატინი 100000ერთ/მლ#1სუსპ

ფუნისტატინი 100000ერთ/მლ#1სუსპ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
11006ნახვა
შემადგენლობა:
ფუნისტატინის ორალური სუსპენზიის 1მლ შეიცავს 100.000 ერთეულ ნისტატინს, დამცავის მიზნით გამოყენებულია სოდიუმის ბენზოატი, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი, დამატკბობელი სოდიუმის საქარინი. არომატისთვის გამოყენებულია ბანანის ექსტრაქტი.

 

ფარმაკოლიგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიური თვისებები:
ნისტატინი, მოქმედებს საფუარისა და საფუარის მსგავსი სოკოების წინააღმდეგ და in vitro წარმოადგენს ფუნგოსტატიკური და ფუნგოციდური მოქმედების ანტიბიოტიკს. იგი იწარმოება "Streptomyces"-სგან, ნისტატინი ებმის სოკოს უჯრედებში არსებულ მემბრანულ სტერიოდებს, ცვლის მათი შეღწევადობის უნარს და აადვილებს უჯრედში არსებული ელემენტების უჯრედის გარეთ გამოდინებას. იგი არ მოქმედებს ტრიქომონასა და მსგავს ბაქტერიებზე.

 

ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები:
ორალური გამოყენების ნისტატინი, გასტროინტესტინალური გზით შეიწოვება მცირე რაოდენობით და რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, სისხლში რისკ-კონცენტრაციას არ აღწევს. ორალური გზით გამოყენებული ნისტატინი გამოიდევნება სწორი ნაწლავის საშუალებით.

 

პრეპარატის გამოყენება:
ნისტატინის ორალური სუსპენზია გამოიყენება პირის ღრუს კანდიდოზების სამკურნალოდ.

 

უკუჩვენება:
ფუნისტატინის ორალური სუსპენზია არ გამოიყენება ისეთი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში არსებული ნივთიერებების მიმართ.

 

განსაკუთრებული გაფრთხილება:
ორსულობა: კატეგორია C . მაგრამ ბავშვებში, რომელთა დედაბიც ორსულობის დროს მკურნალობდნენ ნისტატინით, არ დაფიქსირებულა არანაირი დაბადებისშემდგომი გვერდითი მოვლენა.

 

გვერდითი მოვლენები:
ნისტატინი არის არატოქსიკური პრეპარატი. გრძელვადიანი მოხმარებისას, როგორც სუსტ, ასევე ძლიერ ბავშვებს, ნებისმიერი ასაკის პაციენტებს, აღენიშნებათ მისი კარგი ამტანობა. ორალური გზით დიდი დოზების მიღებისას, იშვიათად აქვს ადგილი გულისრევის შეგრძნებას, ღებინება და ენტერალურ მოვლენებს.

მოულოდნელი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

დოზირება და მიღების წესი:
ახალშობილები:
გამოიყენება დღეში 4-ჯერ 2 მლ (200.000 ერთეული ნისტატინი). 2 მლ ნისტატინიდან 1 მლ. თავსდება პირის ღრუს ერთ მხარეს, მეორე 1 მლ კი მეორე მხარეს. დღენაკლულ და სუსტ ბავშვებში გამოიყენება დღეში 4-ჯერ, 1 მლ-ის ოდენობით.
ბავშვები და ზრდასრულები:
დღეში 4 ჯერ 4-6 მლ (400.000-600.000 ერთეული). მთლიანი დოზის ნახევარი თავსდება პირის ღრუს ერთ მხარეს, მეორე კი მეორე მხარეს. პრეპარატი უნდა დაყოვნდეს პირი დღუში ხანგრძლივი დროით. ნისტატინის ორალური სუსპენზიით მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე და ბალანსის სრულად აღდგენიდან 48 საათი.

 

სუსპენზიის მომზადების წესი:
ბოთლში ნიშნულის ნახევარამდე (1/2) უნდა დაემატოს ანადუღარი და გაგრილებული წყალი, შეინჯღრეს და რამოდენიმე წუთის შემდეგ ნიშნულის დარჩენილი ½ 1/2 ½ უნდა შეივსოს ასევე ანადუღარი და გაცივებული წყლით. 5 5 წუთის შემდეგ პრეპარატი მზადაა მოხმარებისთვის.
მიღების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა. ნისტატინის ორალური სუსპენზია ინახება მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილზე. დამზადებული სუსპენზია ვარგისია 10 დღის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები:
შევინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავისსავე შეფუთვაში. ფხვნილის სახით იგი ინახება 25 ½° ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

 

სავაჭრო სახელწოდება და შეფუთვის სახეობა:
ფუნისტატინის ორალური სუსპენზიის ფხვნილი: 48 დოზიან ბოთლებში. საწვეთურიანი თავსახურით.

 

ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი:
ს.ს "ნობელ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ"
მისამართი: სტამბოლი, ბეშიქთაში, ბარბაროს ბულვარი 76-78, თურქეთი.

 

გაცემის წესი:
რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.