ფორსეფი 0.5გ ფლ ვენის
გენერიული დასახელება:
Ceftriaxone
ერთი ფლაკონი შეიცავს:Ceftriaxone
კუნთში ინიექციისათვის:
ცეფტრიაქსონი- 0.5 გ; 1 გ (1 ამპულა 2მლ ან 4მლ ლიდოკაინის ხსნართან ერთად)
ვენაში ინიექციისთვის:
ცეფტრიაქსონი- 0.5გ; 1გ.
(1 ამპულა 5მლ ან 10მლ საინექციო წყალთან ერთად). ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფორსეფი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების III გენერაციის ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკს პარენტერალური გამოყენებისათვის. ფორსეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. in vitro იგი ხელს უშლის უმრავლესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდის პროცესს. იგი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების (უმრავლესი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული, როგორც პენიცილინაზას, აგრეთვე ცეფალოსპორინაზას) მიმართ.
in vitro და კლინიკური პრაქტიკის პირობებში ფორსეფი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მდგრადი), კოაგულაზო-უარყოფითი სტაფილოკოკები, Streptococcus pyogenes (B-ჰემოლიზური, A ჯგუფის), Streptococcus agalactiae ((B-ჰემოლიზური, B ჯგუფის), B-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (A და B ჯგუფის გარდა), Streptococcus viridans, Streptococcus pneumoniae.
შენიშვნა: მეტიცილინის მიმართ მდგრადი Staphylococcus spp., რეზისტენტულია აგრეთვე ცეფალოსპორინების, მათ შორის, ცეფტრიაქსონის მიმართ.
როგორც წესი, ენტეროკოკების უმრავლესი შტამები მაგ. Enterococcus faecalis, Enterococcus faecium და Listeria monocytogenes მდგრადია აგრეთვე ცეფტრიაქსონის მიმართ. გრამუარყოფითი აერობები:
Acinetobacter lwoffi, Acinetobacter anitratus (ძირითადად, A. baumanii), Aeromonas Hydrophila, Alcaligenes faecalis, Alcaligenes odorans, ალკალიგენომსგავსი ბაქტერიები,Borrelia burgdorferi, Capnocytophaga spp., Citrobacter diversus (მათშორის, C. amalonaticus), Citrobacter freundii, Escherichia coli, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Enterobacter spp. (ზოგიერთი), Haemophylus ducreyi, Haemophylus influenzae, Haemophylus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella oxytoca, klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (ადრე Branhamella catarralis წოდებული), Moraxella osloensis, Moraxella spp., (ზოგიერთი), Moraxella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, proteus mirabiles, Proteus penneri, Proteus vulgaris, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas spp., (ზოგიერთი), Providentia rettgeri, Providentia spp., (ზოგიერთი), Salmonella typhi, Salmonella spp. (ნეფიდოიტური), Serratia marcescens, Serratia spp. (ზოგიერთი), Shigella spp., Vibrio spp., Yersinia enterocolitica, Yersinia spp. (ზოგიერთი).
შენიშვნა:
ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი იზოლატები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას, მდგრადნი არიან ფორსეფის მიმართ.
შენიშვნა:
ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამები, ნახევრადრეზისტენტულნი არიან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა, ამინოპენიცილინები და ურეიდოპენიცილინები, ცეფტრიაქსონის მიმართ მგრძნობიარე I და II თაობის ცეფალოსპორინები და ამინოგლიკოზიდები. Treponema pallidum მგრძნობიარეა ცეფტრიაქსონის მიმართ, როგორცin vitro, აგრეთვე ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად. პირველადი და მეორადი ათაშანგის შემთხვევაში ფორსეფი ხასიათდება კარგი ეფექტით. ანაერობული პათოგენები:
Bacteroides spp., (მათ შორის B. fragilis ზოგიერთი შტამები), Clostridium spp., (გარდა C difficile),Fusobacterium nucleatum, Fusobacterium spp., Gaffkia anaerobica (ადრე Peptococcus წოდებული), Peptostreptococcus spp.
ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ზოგიერთი შტამები ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნის გამო მდგრადნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.
შენიშვნა: ბეტა-ლაქტამაზწარმომქმნელი Bacteroides spp. მრავალი შტამები (კერძოდ B. fragilis) მდგრადნი არიან. მდგრადია აგრეთვე Clostridium difficile. ფარმაკოკინეტიკა:
ფორსეფის საერთო კონცენტრაციებზე დამოკიდებული ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, ნახევრადგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.
შეწოვა:
ფორსეფის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-3სთ-ის განმავლობაში 1გ პრეპარატის კუნთებში ერთჯერადი ინექციის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 81მგლ-ს.
მრუდი "კონცენტრაცია-დრო"-ს ფართი სისხლის შრატში პრეპარატის კუნთებში და ვენაში ინექციის დროს ერთნაირია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა მისი კუნთებში ინექციების დროს შეადგენს 100%-ს.
განაწილება:
ფორსეფის მოცულობითი განაწილების კოეფიციენტი შეადგენს 7-12ლ-ს.
ვენაში შეყვანის დროს 1-2გ ცეფტრიაქსონი სწრაფად დიფუნდირებს ქსოვილებში და ინტერსტიციულ სითხეებში (მათ შორის, ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში, აგრეთვე თავზურგ-ტვინის, პლევრალურ და სინოვიალურ სითხეებში და წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში), სადაც პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება მისადმი მგრძნობიარე პათოგენების მიმართ შენარჩუნებულია 24სთ-ის განმავლობაში.
პლაზმის ცილებთან კავშირი:
ფორსეფი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ეს კავშირი მისი კონცენტრაციის უკუპროპორციულია: მაგ. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში არა უმცირეს 100მგლ-ია, ფორსეფის კავშირი ცილებთან შეადგენს 95%, ხოლო პრეპარატის კონცენტრაციისას 300მგლ-მხოლოდ 85%-ს.
ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინის დაბალი შემცველობის გამო ფორსეფის კონცენტრაცია მასში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.
პრეპარატის შეღწევადობა თავზურგ-ტვინის სითხეში:
ახალშობილებში და ბავშვებში ტვინის გარსის ანთების დროს ფორსეფი აღწევს თავზურგ-ტვინის სითხეში.
ბაქტერიული მენინგიტის დროს სისხლის შრატში არსებული პრეპარატის კონცენტრაციის საშუალოდ 17% დიფუნდირებს თავზურგ-ტვინის სითხეში, რაც დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ასეპტიური მენინგიტის დროს.
ფორსეფის 50-100მგკგ წონაზე დოზით ვენაში ინფუზიიდან 24სთ-ის შემდეგ, თავზურგ-ტვინის სითხეში პრეპარატის კონცენტრაცია აღემატება 1.4მგლ-ს.
მენინგიტით დაავადებულ მოზრდილებში ფორსეფის 50მგკგ წონაზე დოზით შეყვანიდან 2-2,5სთ-ის შემდეგ მისი კონცენტრაცია მრავალჯერ აღემატება იმ მინიმალურ დოზას, რომელიც აუცილებელია მენინგიტის გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმების დასათრგუნად.
პრეპარატი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და მცირე კონცენტრაციებში ექსკრეგირებს დედის რძეში.
მეტაბოლიზმი:
ფორსეფი არ განიცდის სისტემურ მეტაბოლიზმს. ნაწლავური ფლორის ზემოქმედებით იგი გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტად.
გამოყოფა:
ფორსეფის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22მლწთ-ში. თირკმლის კლირენსი-5-12მლწთ-ში. იგი უცვლელი სახით (50%-მდე), ხოლო 40-50% თირკმელების საშუალებით, ელიმინირდება ნაღველთან ერთად. მოზრდილებში პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8სთ-ს.
ახალშობილებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ახალშობილებში 8 დღემდე და 75 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში აღნიშნული პერიოდი ორჯერ უფრო ხანგრძლივია.
ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში ფორსეფის ფარმაკოკინეტიკა თითქმის არ იცვლება, ხოლო ელიმინაციის ნახევრადგამოყოფის პერიოდი უმნიშვნელოდ ხანგრძლივდება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყოფა ძლიერდება ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის პათოლოგიების დროს პირიქით-თირკმელების საშუალებით. ჩვენებები:
ფორსეფის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები: სეფსისი, მენინგიტი, ლაიმას დისემინირებული ბორელიოზი (დაავადების ადრეული და გვიანი სტადიები), მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ინფექციები), ძვლების, სახსრების, შემაერთებელი ქსოვილის, კანის, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები.
ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში. თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები, ქვედა სასუნთქი გზების (განსაკუთრებით პნევმონიები, ბრონქიტები) ინფექციები, ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები, გენიტალიუმის ინფექციები, მათ შორის გაურთულებელი გონორეა და სხვა ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.
იყენებენ აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკისათვის. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ; გვერდითი მოვლენები:
სისტემური გვერდითი ეფექტები: ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი.
ცვლილებები პერიფერიული სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები), მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ და პრეპარატის კუმულაციურ დოზებში 20მგ და მეტი რაოდენობით მიღების დროს.
კანის რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
სხვადასხვა იშვიათად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, შესაბამისი სიმპტომატიკის მქონე ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, ოლიგურია, სისხლის შრატში კრეატინინის რაოდენობის გაზრდა, გენიტალიუმის არეში-მიკოზები, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები.
იშვიათად ადგილი აქვს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებას და სისხლის შედედების დარღვევას, აგრეთვე თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნას, ძირითადად 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს დიდი სადღეღამისო დოზებით (80მგკგ დღეღამეში) ან კუმულაციური დოზებით 10მგ და მეტი, აგრეთვე სხვა დამატებითი რისკ ფაქტორების დროს (სითხის მიღების შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა).
თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია როცეფინით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
ადგილობრივი გვერდითი ეფექტები (იშვიათად):
პრეპარატის ვენაში შეყვანის დროს გამორიცხული არ არის ფლებიტის განვითარება. აღნიშნული მოვლენის თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ნელი (2-4წთ-ის განმავლობაში) შეყვანით.
ლიდოკაინის დამატების გარეშე ფორსეფის კუნთებში ინექციები იწვევს ტკივილს.
კუნთებში ინექცია ლიდოკაინის გამოყენების გარეშე მტკივნეულია.
აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ფორსეფის დიდი დოზებით და ძლიერი დიურეზული საშუალებების (მაგ. ფუროსემიდის) ერთდროული გამოყენებით არ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
ფორსეფი არ ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიურობას.
მისი შეყვანის შემდეგ ალკოჰოლური სასმელის მიღება არ იწვევს დისულფირამის მსგავსი რეაქციების წარმოქმნას.
ფორსეფი არ შეიცავს N-მეთილთიოტეტრაზოლის ჯგუფს, რომელიც იწვევს ეთანოლის მიმართ რეაქციას და სისხლდენას, რითაც არსებითად ხასიათდებიან ზოგიერთი სხვა ცეფალოსპორინები.
პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ფორსეფის ორგანიზმიდან გამოყოფის პროცესზე.
in vitro დადგენილია ქლორამფენიკოლსა და ფორსეფს შორის ანტაგონიზმი.
შეუთავსებლობა:
ფორსეფის ხსნარის შერევა სხვა საინფუზიო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმს მაგ. ჰარტმანის და რინგერის სითხეებთან ან მისი ერთდროული შეყვანა ორგანიზმში სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან ერთად რეკომენდირებული არ არის.
ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე ზემოქმედება:
ფორსეფით მკურნალობის პროცესში ავადმყოფებში იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს კუმბსის სინჯზე ცრუდადებით მაჩვენებლებს.
ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკები, პრეპარატი ცრუდადებით მაჩვენებლებს იძლევა გალაქტოზემიის სინჯზე. ასეთივე მაჩვენებლები მიიღება შარდში გლუკოზის განსაზღვრის დროს, ამიტომ ფორსეფით მკურნალობის პროცესში გლუკოზურიის განსაზღვრა აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით. განსაკუთრებული მითითებები:
ანამნეზის ზუსტი მონაცემების შეგროვების მიუხედავად, რაც აუცილებლობას წარმოადგენს სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკებთან მიმართებაში შეიძლება გამოირიცხოს ანაფილაქსიური შოკის განვითარების შესაძლებლობა.
ავადმყოფებში პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, შესაძლებელი ჯვარედინი ალერგიული რეაქციების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით.
ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციების განვითარება.
ულტრაბგერითი გამოკვლევების დროს ზოგჯერ ნაღვლის ბუშტში აღინიშნება ჩრდილის არსებობა, რაც მიუთითებს ნალექების დაგროვებაზე, რომელიც წარმოადგენს ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატებს, აღნიშნული მოვლენები მალევე გაივლის სიმპტომატური მკურნალობის, ან ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროებითი შეწყვეტის შედეგად. ტკივილის სინდრომის არსებობაც კი მსგავს შემთხვევებში არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, საკმარისია კონსერვატული მკურნალობა.
ზოგიერთ ავადმყოფებში ფორსეფის მიღების დროს ადგილი აქვს სანაღვლე გზების ობსტრუქციით გამოწვეულ პანკრეატიტის იშვიათ შემთხვევებს.
დადგენილია, რომ სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მსგავსად, ფორსეფი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარებისა რისკი, პრეპარატის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. ორსულობა და ლაქტაცია:
ფორსეფი გაივლის პლაცენტურ ბარიერს.
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დღეისათვის დადგენილი არ არის.
მცირე კონცენტრაციებში ფორსეფი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. გამოყენების წესი და დოზები:
ფორსეფი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ფორსეფის დოზა შეადგენს 1-2გ-ს 1-ჯერ (ყოველ 24სთ-ში).
მძიმე შემთხვევებში ან ზომიერად მგრძნობიარე პათოგენური მიკრობებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია ერთჯერადი სადღეღამისო დოზის გაზრდა 4გ-მდე.
ახალშობილებში 2 კვირამდე პრეპარატის დოზაა-20-50მგკგ წონაზე დღეღამეში. (ახალშობილებში ფერმენტული სისტემის არასრულფასოვნების გამო პრეპარატის დანიშვნა 50მგკგწონაზე უფრო მეტი დოზით ნებადართული არ არის).
ბავშვებში 2 თვის ასაკიდან 12 წლის ასაკამდე სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80მგკგ წონაზე.
50კგ და მეტი წონის მქონე ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებში, როგორც მოზრდილებს.
პრეპარატის ვენაში ინფუზია გრძელდება 30წთ-ის განმავლობაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე და დაავადების სიმძიმის ხარისხზე, აგრეთვე მოცემულ ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებზე. ძირითადად იგი შეადგენს 4-14 დღეს. მძიმე ინფექციური დაავადებების დროს, შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი თერაპია. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ, უმრავლესი ინფექციური დაავადებების დროს მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ-ს.
კომბინირებული მკურნალობა:
დადგენილია, რომ მრავალ გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე ზემოქმედებით ცეფტრიაქსონსა და ამინოგლიკოზიდებს შორის ადგილი აქვს სინერგიზმს, თუმცა მსგავსი კომბინაციის მაპოტენცირებელი ეფექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს (მაგ. Pსეუდომონას აერუგინოსა-ს მიერ გამოწვეული) განსაკუთრებით კი მათი ერთდროული დანიშვნით. ცეფტრიაქსონი და ამინოგლიკოზიდები მათი შეუთავსებლობის გამო აუცილებელია დაინიშნოს რეკომენდებულ დოზებში ცალ-ცალკე.
მენინგიტი:
ახალშობილებში და ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100მგკგ წონაზე 1-ჯერ დღეში (მაქსიმალური 4გ-ს).
მას შემდეგ, რაც შესაძლებელია პათოგენური მიკროორგანიზმების გამოყოფა და მისი მგრძნობელობის განსაზღვრა, საჭიროა დოზის შესაბამისი შემცირება.
მეტად მნშვნელოვანი მონაცემების მიღება შეიძლება შესაბამის ვადებში მკურნალობის შედეგად, რომელიც მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
დაავადების გამომწვევი: მკურნალობის ხანგრძლივობა Neisseria meningitidis 4 დღე Haemophilus influenzae 6 დღე Streptococcus pneumoniae 7 დღე ლაიმას ბორელიოზი:
მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ 50მგკგ (უმაღლესი სადღეღამისო დოზა-2გ) 1-ჯერ დღეღამეში 14 დღის განმავლობაში.
გონორეა:
როგორც პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე მისი არწარმომქმნელი შტამებით გამოწვეული გონორეის მკურნალობის რეკომენდებულ დოზას შეადგენს 250მგ 1-ჯერ კუნთებში.
ინფიცირებული ან სავარაუდოდ ინფიცირებული ქირურგიული ჩარევის წინ ინფექციის სიმძიმის მიხედვით-ოპერაციამდე 30-90წთ-ით ადრე რეკომენდებულია 1-2გ პრეპარატის ერთჯერადად შეყვანა.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის უკმარისობა:
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში-ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში- აუცილებელი არ არის ფორსეფის დოზის შემცირება. მხოლოდ თირკმელების უკმარისობის დროს პრეტერმინალურ სტადიაში (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10მლწთ-ში), ფორსეფის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2გ-ს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში-თირკმელების შენახული ფუნქციის შემთხვევაში- აუცილებელი არ არის პრეპარატის დოზის შემცირება.
ღვიძლისა და თირკმელების ერთდროული მძიმე პათოლოგიების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის შრატში ფორსეფის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში, აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ პრეპარატის დოზის შეცვლა აუცილებელი არ არის.
მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე ინარჩუნებს თავის ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას 6სთ-ის განმავლობაში. 50ჩ ტემპერატურაზე-24სთ-ის განმავლობაში. თუმცა საყოველთაოდ მიღებული წესის შესაბამისად, საჭიროა ახლადმომზადებული ხსნარის დაუყოვნებლივ შეყვანა ორგანიზმში.
მომზადებული ხსნარის ფერი შეიძლება იყოს ღია ყვითელსა და ამბრის ფერებს შორის, რაც დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე და მისი შენახვის ხანგრძლივობაზე.
აქტიური ნივთიერების ხსნარის ფერი გავლენას არ ახდენს პრეპარატის სამკურნალო ეფექტზე.
კუნთებში შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციებისათვის პრეპარატის 0.5გ-ს სხნიან 2მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 1გ-ს ხსნიან 3.5მლ ლიდოკაინის ხსნარში და შეჰყავთ ღრმად დუნდულოში. ლიდოკაინის შეყვანა ვენაში ნებადართული არ არის. ვენაში შეყვანის დროს პრეპარატის 0.5გ-ს ხსნიან 5მლ სტერილურ საინექციო წყალში შემდეგი თანაფარდობით: ფლაკონის შიგთავსს 1გ-ს ხსნიან 10მლ სტერილურ დისტილირებულ წყალში და შეჰყავთ ვენაში ნელა 2-4წთ-ის განმავლობაში. ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების დროს ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.
სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება.
მკურნალობა სიმპტომატურია. შენახვის პირობები და ვადა:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მომზადებული ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე რა უმეტეს 6სთ-ის განმავლობაში ან მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე არა უმეტეს 24სთ-ის განმავლობაში.
ვარგისაინობის ვადა-3 წელი შეფუთვა:
1 ფლაკონი მშრალი ფხვნილით, რომელიც შესაბამისად შეიცავს 0.5გ ან 1გ ცეფტრიაქსონს და 1 ამპულა 2მლ ან 4მლ 1%-იანი ლიდოკაინის ხსნართან ერთად-1, 5, 50.
ვენაში ინექციისათვის:
1 ფლაკონი მშრალი ფხვნილით, რომელიც შესაბამისად შეიცავს 0.5გ ან 1გ ცეფტრიაქსონს და 1 ამპულა 5მლ ან 10მლ საინექციო წყალთან ერთად-1, 5, 50. მწარმოებელი:
"BILIM PHARMACEUTICALS A.S"
თურქეთი